„ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი ტერიტორიული მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობისა და საზოგადოებრივი მომსახურეობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 დეკემბრის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

  • Word

დოკუმენტის ნომერი 13
დოკუმენტის მიმღები ლენტეხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/02/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110307064, 18/03/2011
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.115.016037
  • Word
13
25/02/2011
ვებგვერდი, 110307064, 18/03/2011
010260020.35.115.016037
„ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი ტერიტორიული მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობისა და საზოგადოებრივი მომსახურეობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 დეკემბრის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
ლენტეხის მუნიციპალიტეტი

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №13

2011 წლის 25 თებერვალი

დ. ლენტეხი

„ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი ტერიტორიული მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობისა და საზოგადოებრივი მომსახურების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 დეკემბრის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

 ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. შეტანილ იქნას ცვლილებები „ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი ტერიტორიული მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობისა და საზოგადოებრივი მომსახურეობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 დეკემბრის №36 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 21.01.2011):

 ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი I. ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის და საზოგადოებრივი მომსახურეობის სამსახური.

1. ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის და საზოგადოებრივი მომსახურეობის სამსახური (ტექსტში შემდგომ - სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის სივრცითი ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქმშენებლობის დოკუმენტების შემუშავებას, მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადებას, მშენებლობაზე და არქიტექტურულ საქმიანობაზე ზედამხედველობას.

2. სამსახური საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

3. სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით.“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტში სიტყვა ,,მე-18 მუხლით“ შეიცვალოს სიტყვით ,,მე-10 მუხლით“.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე   ვ. ქურასბედიანი