დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| "ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 23 ივლისის №13 დადგენილებაში (სსმ V, 16.08.2010წ. №12, მუხლი 273, გვ.214) ცვლილებების შეტანის შესახებ. | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 08 |
| დოკუმენტის მიმღები | ლენტეხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/02/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110307059, 18/03/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 25/05/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.115.016032 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (18/03/2011 - 06/05/2011)
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №8
2011 წლის 25 თებერვალი
დ. ლენტეხი
,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 23 ივლისის №13 დადგენილებაში (სსმ V, 16.08.2010წ. №12, მუხლი 273, გვ. 214) ცვლილებების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
შეტანილ იქნეს ცვლილებები ,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 23 ივლისის №13 დადგენილების მე-13 მუხლის მე-2 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1. ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახურებია:
ა) მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური.
ბ) მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური.
გ) მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი ტერიტორიული მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობისა და საზოგადოებრივი მომსახურეობის სამსახური.
დ) მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახური.
ე) მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური.
ვ) მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური.
ზ) მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური.
თ) მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახური.
ი) მუნიციპალიტეტის გამგეობის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს 2010 წლის 31 დეკემბრის №30 დადგენილება ,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 23 ივლისის №13 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ.
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ვ.ქურასბედიანი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები