„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4712
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 08/05/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 18, 22/05/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 11/07/2007
სარეგისტრაციო კოდი 370.020.000.05.001.002.819
  • Word
4712
08/05/2007
სსმ, 18, 22/05/2007
370.020.000.05.001.002.819
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

 „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №4, 1998 წელი, მუხ. 32) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილება:

1. მე-3 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) მიწის ნაკვეთები, რომლებიც განთავსებულია კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში.“.

2. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სასარგებლო წიაღისეულის და დაცული ტერიტორიის, წიაღით სარგებლობის ობიექტებზე მიწის მინაკუთვნის, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლებისა და კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების საზღვრებში, აგრეთვე საავტომობილო გზების პერსპექტიული განვითარების საზღვრებში, კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიულ ზონებში სახელმწიფო მიწა იჯარით გაიცემა მხოლოდ შესაბამისად საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობით და შეიძლება დაექვემდებაროს ისეთ შეზღუდვებს, რომ-ლებიც სახელმწიფო მიწის განკარგვის დროისათვის არსებული კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების საფუძველზე შეუძლიათ დააწესონ ამ უწყებებმა.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2007 წლის 8 მაისი.

№4712–Iს