მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმისა და მშენებლობის სანებართვო მოწმობის გამოყენებისა და აღრიცხვა- ანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ.

  • Word
მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმისა და მშენებლობის სანებართვო მოწმობის გამოყენებისა და აღრიცხვა- ანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ.
დოკუმენტის ნომერი 18
დოკუმენტის მიმღები ცაგერის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/02/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110307044, 21/03/2011
სარეგისტრაციო კოდი 330010040.35.116.016048
  • Word
18
28/02/2011
ვებგვერდი, 110307044, 21/03/2011
330010040.35.116.016048
მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმისა და მშენებლობის სანებართვო მოწმობის გამოყენებისა და აღრიცხვა- ანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ.
ცაგერის მუნიციპალიტეტი

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №18

2011 წლის 28 თებერვალი

ქ. ცაგერი

მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმისა და მშენებლობის სანებართვო მოწმობის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ

   „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ” ქვეპუნქტის, ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ’’ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის შესაბამისად, ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის საფუძველზე

1. დამტკიცდეს მშენებლობის სანებართვო მოწმობების გამოყენებისა და აღრიცხვა- ანგარიშგების წესი/დანართი №1/.

2. დამტკიცდეს მშენებლობის სანებართვო ფორმა /დანართი №2/.

3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე        მ. ლეთოდიანი

დანართი №1

მშენებლობის სანებართვო მოწმობის გამოყენების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი

    მუხლი1. ზოგადი დებულება

1.1 წინამდებარე წესი შემუშავებულია ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე.

1.2 ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობა მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმების გამოყენებას და აღრიცხვა-ანგარიშგებას ახორციელებს ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ’’ საქართველოს კანონის ამ წესის საფუძველზე.

     მუხლი 2. სანებართვო მოწმობის აღწერილობა და მომარაგება

2.1. ნებართვები წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის ფორმებს და აქვს შემდეგი დამცავი ნიშნები;

ა.ნომერი;

ბ.დამცავი ბადე;

გ.უხილავი საღებავი

2.2 .სანებართვო მოწმობის ფორმების მომარაგებას ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობა ახორციელებს დამოუკიდებლად.

2.3. სანებართვო მოწმობის ფორმების შეკვეთას ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობა აწარმოებს ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, კანონმდებლობის შესაბამისად შერჩეულ პოლიგრაფიულ საწარმოში.

2.4. პოლიგრაფიული საწარმოდან სანებართვო მოწმობის ფორმების გამოტანის უფლება აქვს პირს,რომელსაც გააჩნია სათანადოდ გაფორმებული მინდობილობა.

    მუხლი 3. სანებართვო მოწმობის ფორმების შენახვა

 3.1. სანებართვო მოწმობის ფორმების შენახვა ხორციელდება ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ’’საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად;

 3.2. სათავსი, სადაც ინახება სანებართვო მოწმობის ფორმები უნდა იყოს ხელშეუხებელი გარეშე პირთათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისაგან.

  3.3. სანებართვო მოწმობის ფორმები ინახება ამ ფორმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელ პირთან.

      მუხლი 4. სანებართვო მოწმობის ფორმების შევსება

  4.1.სანებართვო მოწმობის ფორმების შევსება წარმოებს ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ინდივიდიალურ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

4.2. სანებართვო ფორმების შევსება წარმოებს შავი ფერის ბურთულიანი კალმით.

    მუხლი 5. სანებართვო მოწმობის რეგისტრაცია    

5.1 შევსებული ფორმების შესახებ ინფორმაცია ნებართვის გამცემს შეაქვს უწყებრივ სანებართვო რეესტრში/ დანართი 1/.

    მუხლი 6. სანებართვო მოწმობის ფორმების გაცემა

6.1. სანებართვო მოწმობის ფორმების გაცემა მფლობელზე წარმოებს პიროვნების პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენის საფუძველზე.

6.2. სანებართვო მოწმობის ფორმების გაცემა მესამე პირზე ხდება ნებართვის მაძიებლის მიერ გაცემული მინდობილობისა და პიროვნების პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენის შემთხვევაში/მინდობილობა რჩება ადგილზე/.

6.3. ნებართვის მაძიებელი ან მესამე პირი ხელმოწერით ადასტურებს სანებართვო მოწმობის მიღების ფაქტს უწყებრივ სანებართვო რეესტრში.

6.4. გაცემულთ სანებართვო მოწმობების ქსეროასლი დამოწმებული პასუხისმგებელი პირის მიერ ინახება შეთანხმებულ სამშენებლო დოკუმენტებთან ერთად.

    მუხლი 7. სანებართვო მოწმობის დუბლიკატების გაცემა

7.1. სანებართვო მოწმობის დაკარგვის შემთხვევაში, ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგებელი გასცემს დუბლიკატს, მფლობელის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ.

7.2. ნებართვის მფლობელმა სანებართვო მოწმობის დუბლიკატის მისაღებად უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

ა) განცხადება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლში მითითებული მოთხოვნების შესაბამისად;

ბ) სანებართვო მოწმობის დუბლიკატის მოსაკრებლის დამადასტურებელი საბუთი.

7.3. გაცემულ დუბლიკატს დაესმება შტამპი აღნიშვნით ,,დუბლიკატი”, სანებართვო მოწმობის დუბლიკატს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც მის დედანს.

7.4. ნებართვის გამცემს დუბლიკატის გაცემის შესახებ ინფორმაცია შეაქვს უწყებრივ სანებართვო რეესტრში გადაწვეტილების მიღებიდან 2 დღის ვადაში.

     მუხლი 8. გამოსაყენებლად უვარგისი სანებართვო მოწმობის ჩამოწერა

 8.1. გამოსაყენებლად უვარგისი სანებართვო მოწმობების ჩამოწერა შეიძლება

 ა/ შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო;

ბ/ფორმების ფიზიკური დაზიანების გამო.

 8.2. გამოსაყენებლად უვარგისი ფორმების ჩამოწერა უნდა მოხდეს ჩამოწერის აქტის /დანართი 2/ მიხედვით,გამოსაყენებლად უვარგისი ფორმების ექსკლუზიური ნუმერაცია შეტანილ უნდა იქნეს მკაცრი აღრიცხვის /დოკუმენტების/ ჩამოწერის აქტში ;

8.3. გამოსაყენებლად უვარგისი ფორმების უტილიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

                                დანართი №1

ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობა

 

მშენებლობის სანებართვო მოწმობის

 

გაცემის უწყებრივი რეესტრის

 

ჟურნალი

 

 

რიგზე

მშენებლობის

სანებართვო მოწმობის

მფლობელი

/მიმღები/

ფიზიკური ან/და

იურიდიული პირი

ნებართვის

მფლობელის

მისამართი

ნებართვის გაცემის

თარიღი

სანებართვო

მოწმობის

ნომერი

ნებართვა

ძალაშია

ნებართვის

მიმღების

ხელისმოწერა

შენიშვ.

1

2

3

4

5

6

7

8

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

                               დანართი №2

აქტი №

 

ქ.ცაგერი

 

,, ----------‘’ --------------------------- 2011წელი

 

გამოსაყენებლად უვარგისი სანებართვო მოწმობის

 

ჩამოწერის შესახებ

 

 

 

 

  ჩამოსაწერი დოკუმენტის

     დასახელება

რაოდენობა

ფორმის ექსკლუზიური

ნომერი

1

2

3

4

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ხელმოწერით ვადასტურებთ აქტის მიხედვით წარმოდგენილი უვარგისი ფორმების ჩამოწერის სისწორეს.

 

 

                        დანართი №3

 

ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობა

 

მშენებლობის სანებართვო მოწმობა

 

ნებართვა №

 

 

ნებართვის გაცემის თარიღი:   ,,-----------‘’ ---------------20 წელი

მშენებლობის დაწყების თარიღი: ,,----------‘’ ----------------20 წელი

ნებართვა ძალაშია:        20 წლის ,,-------‘’ -------------------მდე

 

 

დამკვეთი --------------------------------------------------------------------------------------------------

/დასახელება/

 

 

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------

           /მისამართი/

 

 

მშენებლობის ობიექტი ---------------------------------------------------------------------------------------

     /დასახელება,ფუნქციური,დანიშნულება/

 

 

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------

                    /მისამართი/ადგილმდებარეობა/

 

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

/მიწის ნაკვეთის საკადასტრო ნომერი/

 

პროექტი შეთანხმებულია -----------------------------------------------------------------------------------

/შემთანხმებელი ორგანიზაციის დასახელება/მისამართი

 

ნებართვა გაიცა ------------------------------------------------------------------------------------------------

/ნებართვის გამცემი ორგანოს დასახელება/

 

ნებართვის გაცემის საფუძველი --------------------------------------------------------------------------

 

ნებართვაზე ხელისმომწერნი პირი -----------------------------------------------------------------------

/სახელი,გვარი/

    ბ.ა       

               ---------------------------------------------------------------------

/თანამდებობა/

 

სანებართვო პირობები:   -----------------------------------------------------------------------------------

 

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------