დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 27 დეკემბრის №50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 11 |
| დოკუმენტის მიმღები | ამბროლაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 17/02/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110307039, 21/03/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/03/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140060000.35.117.016044 |
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №11
2011 წლის 17 თებერვალი
ქ. ამბროლაური
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 27 დეკემბრის №50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 27 დეკემბრის №50 დადგენილებით (სსმ V, 31.12.2010წ., №72; მუხ.2124) დამტკიცებულ „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის წესში“ და მე-13 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. „თუ მოხელეს ერთი წლის ვადაში არ შეეფარდა ახალი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, იგი ითვლება დისციპლინური პასუხისმგებლობის არმქონედ.“.
მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე კ. ფარჯანაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები