ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ–მოძრავი ქონების სასყიდლიანი სარგებლობის ფორმით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ

  • Word
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ–მოძრავი ქონების სასყიდლიანი სარგებლობის ფორმით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 07
დოკუმენტის მიმღები ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 17/02/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110307035, 21/03/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 05/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 040090000.35.117.016040
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
07
17/02/2011
ვებგვერდი, 110307035, 21/03/2011
040090000.35.117.016040
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ–მოძრავი ქონების სასყიდლიანი სარგებლობის ფორმით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (21/03/2011 - 20/09/2011)

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო

 დადგენილება №07

2011 წლის 17 თებერვალი

ქ. ამბროლაური

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების სასყიდლიანი სარგებლობის ფორმით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონების „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ 195 მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1. დამტკიცდეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით, სასყიდლით გადაცემისას, საწყისი წლიური ქირის ოდენობა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის 30%-ის ოდენობით.

მუხლი 2. დამტკიცდეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების (გარდა მიწისა) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით სასყიდლით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობა უძრავ-მოძრავი ქონების საბალანსო ნარჩენი ღირებულების 30 %-ი, ან/და დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) მიერ შეფასებული ქონების ღირებულების 30%-ით.

მუხლი 3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების (გარდა მიწისა) სარგებლობის ფორმით გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 16 იანვრის N01 დადგენილება.

მუხლი 4. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე კ. ფარჯანაძე