ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროგრამის დამტკიცების შესახებ

  • Word
ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროგრამის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 113
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 01/03/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110307022, 07/03/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2012
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.016274
  • Word
113
01/03/2011
ვებგვერდი, 110307022, 07/03/2011
470230000.10.003.016274
ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროგრამის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 113

2011 წლის 1 მარტი

. თბილისი

ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროგრამის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1. „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბი­უ­ჯე­ტ­ის შე­სა­ხებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა (ორგა­ნიზა­ცი­უ­ლი კო­დი: 35 04 02) და 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის შე­საბა­მისა­დ დამ­ტკიცდეს თანდართული ეპიდემიოლ­ოგი­უ­რი უს­აფ­რთხოების უზ­რუნველყოფის პროგრამა.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანა­ვე.

პრემიერ-მინისტრი          ნ. გილაური

 

ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროგრამა

    მუხლი 1. ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროგრამის მიზანი და ამოცანები

1. ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პრო­­გ­რამის (შემდგომში – პროგრამა) მიზანია ქვეყანაში ეპი­დემ­ი­ო­ლოგიური უსაფრთხოების გაუმჯობესება.

2. პროგრამის ამოცანებია:

ა) გადამდებ დაავადებათა დროული გამოვლენის გაუმჯო­ბე­ს­ება ეპიდზედამხედველობის, მათ შორის, ლაბორატორიულ სამ­სახურებზე დაფუძნებული სისტემის გამართული მუშაობის გზით;

ბ) იმუნიზაციით მოცვის გაუმჯობესება საინფორმაციო სის­­ტემისა და ლოჯისტიკის გამართული მუშაობის გზით;

გ) ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში და მუ­ნი­ცი­პალურ დონეზე სამედიცინო სტატისტიკური სისტემის მუ­შა­ო­ბ­ის უზრუნველყოფა;

დ) მალარიისა და სხვა პარაზიტული დაავადებების პრო­ფი­ლაქ­ტიკისა და კონტროლის გაუმჯობესება.

    მუხლი 2. პროგრამის მოსარგებლეები

პროგრამის მოსარგებლეები არიან საქართველოს მოქა­ლა­ქ­ეები და საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მო­­ქა­ლაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები.

    მუხლი 3. პროგრამის ღონისძიებები

1. გადამდებ დაავადებათა დროული გამოვლენის გაუმ­ჯო­­ბესება ეპიდზედამხედველობის, მათ შორის, ლაბორატორიულ სამ­­სახურებზე დაფუძნებული სისტემის გამართული მუშაობის გზით:

ა) ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში და მუნი­ცი­­პა­ლურ დონეზე ეპიდზედამხედველობის განხორციელება:

ა.ა) ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში ეპიდ­ზე­და­­მხედველობის განხორციელება;

ა.ბ) ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში არსე­ბუ­ლი საზოგადოებრივი ჯანდაცვის (შემდგომში – სჯდ) ცენტ­რე­ბის მიერ მუნიციპალურ ერთეულებში სჯდ სამსახურების (ცე­ნ­­ტ­რების) ეპიდზედამხედველობის განხორციელების მონიტო­რ­ი­ნგი;

ა.გ) მუნიციპალურ დონეზე ეპიდზედამხედველობის გან­ხ­ო­რ­ციელება;

ა.დ) მუნიციპალური სჯდ სამსახურების (ცენტრების) მიერ სა­მოქმედო ტერიტორიაზე სამედიცინო დაწესებულებების მონი­ტ­ო­­რინგი გადამდებ დაავადებებზე მონაცემთა ხარისხის უზრუნ­ვე­ლ­­საყოფად;

ბ) ეპიდაფეთქებათა ლაბორატორიული დადასტურება და ეპ­ი­დემიოლოგიური კვლევების ხელშეწყობა:

ბ.ა) ქ. თბილისის მასშტაბით ეპიდაფეთქებათა კერაში საკ­ვ­ლ­ევი მასალის შეგროვება და შემდგომი ლაბორატორიული კვლე­ვების განხორციელება;

ბ.ბ) მედიკამენტებით, რეაქტივებით და რეაგენტებით უზ­რ­უ­ნ­ველყოფა.

2.  იმუნიზაციით მოცვის გაუმჯობესება საინფორმაციო სი­ს­­ტემისა და ლოჯისტიკის გამართული მუშაობის გზით ად­მი­ნ­ი­ს­­ტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში და მუნიციპალურ დო­ნე­ზე:

ა) ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში და მუ­ნი­ცი­პალურ დონეზე იმუნიზაციის საინფორმაციო სისტემის ფუნ­ქ­ცი­­ონირება:

ა.ა)    ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების დო­ნე­ზე იმუნიზაციის საინფორმაციო სისტემის ფუნქციონირება, იმ­უ­ნო­პ­როფილაქტიკის დაგეგმვა;

ა.ბ)    ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში არსებუ­ლი სჯდ ცენტრების მიერ მუნიციპალურ ერთეულებში სჯდ სამ­სა­ხურების (ცენტრების) დამხმარე ზედამხედველობა (მონიტო­რი­ნ­გი);

ა.გ)    მუნიციპალურ ერთეულში საინფორმაციო სისტემის ფუნ­­ქციონირება;

ა.დ)   მუნიციპალური სჯდ სამსახურების (ცენტრების) მიერ სა­მოქმედო ტერიტორიაზე სამედიცინო დაწესებულებების დამხ­მა­რე ზედამხედველობა (მონიტორინგი) იმუნიზაციის შესრუ­ლე­ბა­ზე, „ცივი ჯაჭვის“, საინფორმაციო სისტემის ფუნქციონი­რე­ბა­ზე;

ბ) იმუნოპროფილაქტიკისათვის საჭირო მასალისა და აღ­ჭ­უ­რ­ვილობის აუცილებელი მარაგის ლოჯისტიკის უზრუნ­ველ­ყო­ფა ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში და მუნიცი­პა­ლ­ურ დონეზე:

ბ.ა) ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიერ მუ­­­ნიციპალურ დონეზე ლოჯისტიკისა და ექსპედიციის მონი­ტო­რ­ი­ნგი;

ბ.ბ) მუნიციპალური სჯდ სამსახურების (ცენტრების) მიერ ტე­რიტორიულ ერთეულში იმუნოპროფილაქტიკისათვის საჭირო მა­სალისა და აღჭურვილობის ლოჯისტიკის განხორციელებაზე ზე­დამხედველობა.

3. ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში და მუ­ნი­ცი­პალურ დონეზე სამედიცინო სტატისტიკური სისტემის მუ­შა­ო­­ბ­ის უზრუნველყოფა:

ა) ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში არსებუ­ლი სჯდ ცენტრების მიერ სამედიცინო სტატისტიკური ინფორ­მა­ცი­ის შეგროვება და წარდგენა სსიპ – ლ. საყვარელიძის სა­ხე­ლო­ბის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმ­რ­თე­ლობის ეროვნულ ცენტრში (შემდგომში – დკსჯეც);

ბ) მუნიციპალური სჯდ სამსახურების (ცენტრების) მიერ სა­მედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება და წარ­დ­გე­ნა დკსჯეც-ში.

4. სამედიცინო სტატისტიკური საანგარიშო, იმუნიზა­ცი­ი­სა და ეპიდზედამხედველობის სააღრიცხვო, სარეგისტრაციო, სა­ა­ნ­გარიშო, მონიტორინგისა და დემოგრაფიული სტატისტიკური ფორ­­მების დაბეჭდვა.

5. მალარიისა და სხვა პარაზიტული დაავადებების პრო­ფი­­ლა­ქტიკისა და კონტროლის გაუმჯობესება:

ა) მალარიის კერებში, ყველა მაღალი რისკის ზონაში შე­ნო­ბებისა და ცხოველთა სადგომების ინსექტიციდებით დამუშ­ა­ვება;

ბ) მალარიის კერებში სისხლის სქელი წვეთისა და ნაც­ხე­ბ­ის აღება და ლაბორატორიული დიაგნოსტიკა;

გ) მალარიის ქიმიოპროფილაქტიკა და მკურნალობის უზ­რ­უ­ნ­ველყოფა;

დ) ფასციოლოზის ეპიდემიოლოგიური კვლევა დასნებო­ვ­ნ­ე­ბ­ის გზების დასადგენად;

ე) ფასციოლოზის ყველა სავარაუდო შემთხვევის დიაგნო­ს­ტ­იკა;

ვ) საველე კვლევები პილოტურ რეგიონებში ფასციოლო­ზ­ის გადამტანების გავრცელების დასადგენად.

    მუხლი 4. მონიტორინგი და შეფასება

პროგრამის მონიტორინგი და შეფასება ხორციელდება შემ­­დეგი ცხრილის შესაბამისად:

 

ამოცანა / ინდიკატორი

ბაზისური ინდიკატორი

მისაღწევი შედეგი

გაზომვის საშუალებები

მონაცემთა შეგროვების სიხშირე

1

გადამდებ დაავადებათა დროული გამოვლენის გაუმჯობესება ეპიდზედამხედველობის, მათ შორის, ლაბორატორიულ სამსახურებზე დაფუძნებული სისტემის გამართული მუშაობის გზით

 

 

 

 

ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში არსებული სჯდ ცენტრებისა და მუნიციპალური სჯდ ცენტრების მიერ გადამდებ დაავადებათა სტატისტიკური ანგარიშგების დროულობა დკსჯეც-ის დონეზე

90%

95%

სტატისტიკური ანგარიშები გადამდებ დაავადებებზე

ყოველთვიურად;

ყოველწლიურად

მუნიციპალური სჯდ სამსახურების (ცენტრების) მიერ გადამდებ დაავადებათა ანგარიშგების სიზუსტე

დკსჯეც-ის დონეზე

90%

95%

სტატისტიკური ანგარიშები გადამდებ დაავადებებზე

ყოველთვიურად;

ყოველწლიურად

მუნიციპალური სჯდ სამსახურების (ცენტრების) მიერ წითელასა და წითურაზე ჩატარებული სრულყოფილი ეპიდზედამხედველობის მაჩვენებელი დკსჯეც-ის დონეზე

97%

99%

ეპიდკვლევის ბარათები;

სასწრაფო შეტყობინება

შემთხვევის შესაბამისად

მუნიციპალური სჯდ სამსახურების (ცენტრების) მიერ ჩატარებული ანტირაბიული მუშაობის სრულყოფილი მონიტორინგის მაჩვენებელი დკსჯეც-ის დონეზე

90%

95%

ანტირაბიული მუშაობის ფორმა

ყოველთვიურად

 

მუნიციპალური სჯდ სამსახურების (ცენტრების) მიერ ჩატარებული ბაქტერიული მენინგიტების სრულყოფილი ეპიდზედამხედველობის მაჩვენებელი ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში არსებული სჯდ ცენტრების დონეზე

80%

90%

სტატისტიკური ანგარიშები გადამდებ დაავადებებზე;

ეპიდკვლევის ფორმები;

სასწრაფო შეტყობინება

შემთხვევის შესაბამისად

მუნიციპალური სჯდ სამსახურების (ცენტრების) მიერ ჩატარებული B ჰეპატიტის სრულყოფილი ეპიდზედამხედველობის მაჩვენებელი ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში არსებული სჯდ ცენტრების დონეზე

80%

90%

სტატისტიკური ანგარიშები გადამდებ დაავადებებზე;

ეპიდკვლევის ფორმები;

სასწრაფო შეტყობინება

შემთხვევის შესაბამისად

2

იმუნიზაციით მოცვის გაუმჯობესება საინფორმაციო სისტემისა და ლოჯისტიკის გამართული მუშაობის გზით ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში და მუნიციპალურ დონეზე

 

 

 

 

ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში არსებული სჯდ ცენტრებისა და მუნიციპალური სჯდ სამსახურების (ცენტრების) იმუნიზაციის სტატისტიკური ანგარიშგების დროულობა დკსჯეც-ის დონეზე

90%

95%

სტატისტიკური ანგარიში იმუნიზაციაზე

ყოველთვიურად

მუნიციპალური სჯდ სამსახურების (ცენტრების) იმუნიზაციის სტატისტიკური ანგარიშგების სიზუსტე

დკსჯეც-ის დონეზე

90%

95%

სტატისტიკური ანგარიში იმუნიზაციაზე

ყოველთვიურად

ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში არსებული სჯდ ცენტრებისა და მუნიციპალური სჯდ სამსახურების (ცენტრების) იმუნოპროფილაქტიკის დაგეგმვის დროულობა

დკსჯეც-ის დონეზე

90%

95%

ანგარიში ასაკობრივ ჯგუფებზე;

იმუნიზაციის გეგმა

ყოველწლიურად

ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში არსებული სჯდ ცენტრებისა და მუნიციპალური სჯდ სამსახურების (ცენტრების) მიერ დკსჯეც-ის დონეზე წარდგენილი იმუნოპროფილაქტიკის დაგეგმვის მონაცემთა სიზუსტე

86%

90%

ანგარიში ასაკობრივ ჯგუფებზე;

იმუნიზაციის გეგმა

ყოველწლიურად

3

ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში და მუნიციპალურ დონეზე სამედიცინო სტატისტიკური სისტემის მუშაობის უზრუნველყოფა

 

 

 

 

 

ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში არსებული სჯდ ცენტრებისა და მუნიციპალური სჯდ სამსახურების (ცენტრების) ყველა სტატისტიკურ ფორმაზე ანგარიშგების დროულობის მაჩვენებელი დკსჯეც-ის დონეზე

95%

99%

სტატისტიკური საანგარიშო ფორმები

ყოველთვიურად;

ყოველკვარტა-ლურად;

ყოველწლიურად

4

მალარიისა და სხვა პარაზიტული დაავადებების პროფილაქტიკისა და კონტროლის გაუმჯობესება

 

 

 

 

მალარიის კერებში, ყველა მაღალი რისკის ზონაში შენობებისა და ცხოველთა სადგომების ინსექტიციდებით დამუშავების მაჩვენებელი

100%

100%

კარდაკარ დამუშავების ფორმები

ყოველთვიურად

 

მალარიაზე ყველა სავარაუდო შემთხვევის დიაგნოსტირების მაჩვენებელი

100%

100%

ეპიდკვლევის ბარათი

ყოველთვიურად

 

მალარიაზე მაღალი რისკის ჯგუფის ქიმიოპროფილაქტიკური საშუალებებით უზრუნველყოფის მაჩვენებელი

100%

100%

სარეგისტრაციო ფორმა

ყოველწლიურად

მალარიით დაავადებულთა სამკურნალო საშუალებებით უზრუნველყოფის მაჩვენებელი

100%

100%

ხარჯვის ნორმა

ყოველთვიურად

 

ფასციოლოზის ყველა სავარაუდო შემთხვევის დიაგნოსტირების მაჩვენებელი

 

100%

ეპიდკვლევის ბარათი

ყოველთვიურად.

 

    მუხლი 5. დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი

1. პროგრამის მე-3 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნ­­­ ე­­ ­ბ­ით გათვალისწინებული მომსახურების ერთეულის ღირე­ ბუ­­­ ბა გა­ნისაზღვრება შემდეგი პრინციპით:

ა) მუნიციპალური დონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამ­­სახუ­რისათვის (ცენტრი) – ეპიდზედამხედველობის, იმუნიზ­ა­ცი­ის საინფორმაციო სისტემის, ლოჯისტიკის, სამედიცინო სტა­ტის­ტიკის ღონისძიებების განხორციელებისათვის 1 თვეში ასა­ნა­ზ­ღაურებელი თანხა განისაზღვრება 595 ლარით;

ბ) ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში არსე­ბუ­ლი სჯდ ცენტრების – ეპიდზედამხედველობის, იმუნიზაციის სა­ინ­ფორმაციო სისტემის, ლოჯისტიკის, სამედიცინო სტატისტიკის ღო­ნისძიებებისა და ინსპექტირების განხორციელებისათვის 1 თვე­­ში ასანაზღაურებელი თანხა თითოეულ მუნიციპალიტეტზე გა­­ნი­სა­ზღვრება 200 ლარით;

გ) იმერეთის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში არ­სებული სჯდ ცენტრების – ეპიდზედამხედველობის, იმუნი­ზა­ც­ი­ის საინფორმაციო სისტემის, ლოჯისტიკის, სამედიცინო სტა­ტის­ტიკის ღონისძიებების განხორციელებისათვის 1 თვეში ასა­ნა­ზ­ღ­აურებელი თანხა განისაზღვრება 1100 ლარით;

დ) ქ. თბილისში ეპიდზედამხედველობის, იმუნიზაციის სა­ი­ნ­ფორმაციო სისტემის, ლოჯისტიკის, სამედიცინო სტატისტიკის ღო­ნისძიებების განხორციელებისათვის 1 თვეში ასანაზ­ღაუ­რე­ბე ­ლი თანხა განისაზღვრება 2400 ლარით.

2.  პროგრამის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალის­წი­ნე­ბ­უ­ლი მომსახურება დაფინანსდება გლობალური ბიუჯეტის პრი­ნ­­ციპით, 2 ცხრილით განსაზღვრული სტანდარტული ღი­რე­ბუ­ლ­­ე­ბების შესაბამისად.

3. პროგრამის მე-3 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული მომსახურება ანაზღაურ­დე­ბა შესრულებული სამუშაოს მიხედვით, მაგრამ არა უმეტეს ამ მუხ­ლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული ღირე­ბუ­ლ­ე­­ბებისა და მე-9 მუხლით წარმოდგენილი პროგრამის ბიუჯეტის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საბიუჯეტო ასიგნებისა.

    მუხლი 6. პროგრამის განხორციელების მექანიზმები

1.  „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კა­ნონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პროგ­რამის მე-3 მუხლის პირველი (გარდა „ბ.ა“ ქვეპუნქტისა), მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული მომსახურების შესყიდვა გან­ხორციელდება გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, №1 დანართის მიხედვით.

2. პროგრამის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული მომ­სახურების შესყიდვა განხორციელდება გამარტივებული შეს­ყი­დ­ვის საშუალებით, 2 დანართის შესაბამისად.

3. პროგრამის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ა“ ქვე­პუნ­ქტითა და მე-4 პუნქტით განსაზღვრული მომსახურების შეს­ყი­დ­ვა განხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ სა­ქარ­თველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

    მუხლი 7. მომსახურების მიმწოდებელი

მომსახურების მიმწოდებელია საზოგადოებრივი ჯანმრთე­ლო­ბის ყველა ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში არ­სე­ბული სჯდ ცენტრები, მუნიციპალური სამსახურები (ცენტ­რე­ბი) და სხვა პროფილაქტიკური ღონისძიებების განმახორციელე­ბ­ე­­ლი დაწესებულებები.

    მუხლი 8. პროგრამის განმახორციელებელი

პროგრამის განმახორციელებელია სსიპ ლ. საყვარე ­ლი ­ძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯან ­მრთელობის ეროვნული ცენტრი.

    მუხლი 9. პროგრამის ბიუჯეტი

„საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შე­სა­ხებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პროგრამის ბი­უჯეტი გა­ნისაზღვრა 650 000 ლარით, შემდეგი ცხრილის მიხედვით:

 

ღონისძიებები

ბიუჯეტი (ლარებით)

1

ადმინისტრაციულ­-ტერიტორიულ ერთეულებში და მუნიციპალურ დონეზე ეპიდზედამხედველობის, იმუნიზაციის საინფორმაციო სისტემის, ლოჯისტიკის, სამედიცინო სტატისტიკის ფუნქციონირება

559 740

1.1

მუნიციპალურ ერთეულებში ეპიდზედამხედველობის, იმუნიზაციის საინფორმაციო სისტემის, ლოჯისტიკის, სამედიცინო სტატისტიკის განხორციელება

338 760

1.2

ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში ეპიდზედამხედველობის, იმუნიზაციის საინფორმაციო სისტემის, ლოჯისტიკის, სამედიცინო სტატისტიკისა და ინსპექტირების განხორციელება

174 600

1.3

იმერეთის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში ეპიდზედამხედველობის, იმუნიზაციის საინფორმაციო სისტემის, ლოჯისტიკის, სამედიცინო სტატისტიკისა და ინსპექტირების განხორციელება (2011 წლის 1 აპრილიდან)

13 560

1.4

ქ. თბილისში ეპიდზედამხედველობის, იმუნიზაციის საინფორმაციო სისტემის, ლოჯისტიკის, სამედიცინო სტატისტიკის განხორციელება

28 800

1.5

კომუნიკაციის ხარჯები

4 020

2

დაბადების სამედიცინო ცნობების, სიკვდილის შესახებ სამედიცინო მოწმობების, სამედიცინო სტატისტიკური, იმუნიზაციისა და ეპიდზედამხედველობის ფორმების ბეჭდვა

39 000

3

ეპიდემიოლოგიური კვლევების ხელშეწყობა და ეპიდაფეთქებების ლაბორატორიული დადასტურება (ცხრილი 1)

10 680

 

3.1

ქ. თბილისის მასშტაბით ეპიდაფეთქებათა კერაში საკვლევი მასალის შეგროვება და შემდგომი ლაბორატორიული კვლევების განხორციელება

9 996

 

3.2

რეაქტივების და ტესტსისტემების შეძენა

684

4

მალარიის სტანდარტული დიაგნოსტიკა და მკურნალობა, გადამტანების კონტროლი, პარაზიტულ დაავადებათა პრევალენტობის კვლევა და კონტროლის ხელშეწყობა (ფასციოლოზის გადამტანების დადგენა პილოტურ რეგიონში) (ცხრილი 2, ცხრილი 3)

40 580

 

სულ:

650 000.

 

    მუხლი 10. განხორციელების ვადა

პროგრამის განხორციელების ვადა განისაზღვრება 2011 წლის 1 იანვრიდან 2011 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

 

ცხრილი 1

ეპიდაფეთქებების კერებში კვლევებისა და კონტროლის ღონისძიებათა ხელშეწყობა

 

დასახელება

ერთეულის ფასი (ლარ ებ )

EP/01

სამედიცინო მეთვალყურეობა და შეფასება ავადმყოფობათა და მდგომარეობათა შესახებ ეჭვის დროს (კარდაკარ ჩამოვლა) (დაავადებათა კონტროლი და პროფილაქტიკა ეპიდაფეთქების დროს)

3.90

EP/02

სპეციალური სკრინინგული გამოკვლევა სხვა ბაქტერიული დაავადებების გამოსავლენად

5.22

 

ცხრილი 2

მალარიის სტანდარტული დიაგნოსტიკა და მკურნალობა

 

დასახელება

ერთეულის ფასი (ლარ ებ )

M/01

P lasmodium vivax-ით გამოწვეული მალარია, გართულებების გარეშე (რადიკალური მკურნალობა)

2,50

M/02

P lasmodium vivax -ით გამოწვეული მალარია, გართულებების გარეშე

38,60

M/03

სპეციალური სკრინინგული გამოკვლევა პროტოზოული და დაავადებების და ჰელმინთოზების გამოსავლენად (მალარია)

11,41

M/04

სხვა პროფილაქტიკური ქიმიოთერაპია. ქიმიოპროფილაქტიკა (მალარია)

1,50

M/05

მალარიაზე სქელი წვეთისა და ნაცხის მიკროსკოპირება

2,60

M/06

სხადასხვა სადგომების გამოკვლევა, კოღოს გამოვლინება და მოსპობა (საბონიფიკაციო სამუშაოები)

4,22

ცხრილი №3

 

დასახელება

 

M/01

P lasmodium vivax -ით გამოწვეული მალარია, გართულებების გარეშე (რადიკალური მკურნალობა)

 

 

 

 

 

 

გამოკვლევები

რაოდენობა

კონსულტაცია ამბულატორიული

1.0

მკურნალობა

დოზირება

ერთეული

რაოდენობა

პრიმანქინი

15 მგ

ტაბ

14.0

M/02

P lasmodium vivax -ით გამოწვეული მალარია, გართულებების გარეშე

 

 

გამოკვლევები

რაოდენობა

ექიმის ვიზიტი პაციენტთან ბინაზე

2.0

მედდის ვიზიტი პაციენტთან ბინაზე

1.0

განავლის გამოკვლევა ჰელმინთებზე

1.0

სისხლის საერთო ანალიზი

3.0

შარდის საერთო ანალიზი

3.0

მალარიაზე სქელი წვეთისა და ნაცხის მიკროსკოპირება

3.0

მკურნალობა

რაოდენობა

ერთეული

რაოდენობა

ქლოროქინი

8.0

ტაბ

8.0

ქლორჰექსიდინი

1.0

1 მლ

1.0

სპირტი

20.0

1 მლ

20.0

სკარიფიკატორი

3.0

3.0

სასაგნე მინა

6.0

6.0

ხელთათმანი

3.0

წყვილი

3.0

M/03

სპეციალური სკრინინგული გამოკვლევა პროტოზოული და დაავადებების და ჰელმინთოზების გამოსავლენად (მალარია)

 

 

გამოკვლევები

რაოდენობა

ექიმის ვიზიტი ინფექციის კერაზე გასვლით

1.0

რეგისტრაცია და ეპიდემიოლოგიური კონტროლი

1.0

მალარიაზე სქელი წვეთისა და ნაცხის მიკროსკოპირება

1.0

მკურნალობა

დოზირება

ერთეული

რაოდენობა

ბამბა

 

1

4.0

სპირტი

96%

1 მლ

1.0

სკარიფიკატორი

 

1.0

სასაგნე მინა

 

4.0

M/04

სხვა პროფილაქტიკური ქიმიოთერაპია. ქიმიოპროფილაქტიკა (მალარია)

 

 

გამოკვლევები

რაოდენობა

მედდის ვიზიტი პაციენტთან ბინაზე

1.0

მკურნალობა

დოზირება

ერთეული

რაოდენობა

პრიმაქინი

15 მგ

ტაბ

14.0

M/05

მალარიაზე სქელი წვეთისა და ნაცხის მიკროსკოპირება

 

M/06

სხადასხვა სადგომების გამოკვლევა, კოღოს გამოვლინება და მოსპობა (საბონიფიკაციო სამუშაოები)

 

 

 

დამუშავებული ტერიტორიის რაოდენობა

ერთეული

I

სხვადასხვა სახის სადგომების გამოკვლევა, კოღოს გამოვლინება და მოსპობა:

კვ.მ

 

1.1

კოღოს დღისით სამყოფელისა და დაზამთრების ადგილების დამუშავება ხელით სასხურებელი აპარატების გამოყენებით:

 

 

 

თითოეული სადგომი, საშუალოდ – 40 კვ. მეტრი (საშუალოდ – 25 სადგომი)

1000

1,25

100 კვ. მეტრი (საშუალოდ – 12 სადგომი)

1200

1,25

300 კვ. მეტრი (საშუალოდ – 8 სადგომი)

2400

1,25

1.2

სადგომების გამოკვლევა კოღოების გამოვლენის მიზნით

 

 

 

ბინები (საშუალოდ – 30 ბინა)

1200

1

ცხოველების და ფრინველების სადგომი, თითოეული – 50 კვ. მეტრი (საშუალოდ – 25 სადგომი)

1250

1

საწყობები, სარდაფები, ცხოველთა და ფრინველთა დიდი სადგომები, თითოეული – 100 კვ. მეტრი (საშუალოდ – 15 სადგომი)

1500

1

 

 

 დანართი 1

თვითმმართველი ერთეული

დაწესებულება

თვის ხარჯი (ლარებით)

1

ლანჩხუთი

მუნიციპალურ დონეზე არსებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური

595

2

ოზურგეთი

ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში არსებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური

995

3

ჩოხატაური

მუნიციპალურ დონეზე არსებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური

595

4

ვანი

მუნიციპალურ დონეზე არსებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური

595

5

ბაღდათი

მუნიციპალურ დონეზე არსებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური

595

6

ჭიათურა

მუნიციპალურ დონეზე არსებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური

595

7

საჩხერე

მუნიციპალურ დონეზე არსებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური

595

8

თერჯოლა

მუნიციპალურ დონეზე არსებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური

595

9

ტყიბული

მუნიციპალურ დონეზე არსებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური

595

10

ხონი

მუნიციპალურ დონეზე არსებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური

595

11

წყალტუბო

მუნიციპალურ დონეზე არსებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური

595

 12

 

ზესტაფონი

მუნიციპალურ დონეზე არსებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური (2011 წლის 1 აპრილამდე)

595

ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში არსებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური (2011 წლის 1 აპრილიდან 1 დეკემბრამდე)

1695

13

ხარაგაული

მუნიციპალურ დონეზე არსებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური

595

 14

 

 

სამტრედია

 

მუნიციპალურ დონეზე არსებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური (2011 წლის 1 აპრილამდე) (მათ შორის, 200 ლარი – იმერეთის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში არსებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურების მიერ ყოველთვიურად გაწეული მომსახურების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, ანალიზი და წარდგენა სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში)

795

მუნიციპალურ დონეზე არსებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური (2011 წლის 1 აპრილიდან 1 დეკემბრამდე)

595

15

ახმეტა

მუნიციპალურ დონეზე არსებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური

595

16

დედოფლისწყარო

მუნიციპალურ დონეზე არსებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური

595

17

ლაგოდეხი

მუნიციპალურ დონეზე არსებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური

595

18

სიღნაღი

მუნიციპალურ დონეზე არსებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური

595

19

ყვარელი

მუნიციპალურ დონეზე არსებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური

595

20

თელავი

ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში არსებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური

1995

21

გურჯაანი

მუნიციპალურ დონეზე არსებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური

595

22

საგარეჯო

მუნიციპალურ დონეზე არსებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური

595

23

გარდაბანი

მუნიციპალურ დონეზე არსებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური

595

24

მარნეული

მუნიციპალურ დონეზე არსებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური

595

25

დმანისი

მუნიციპალურ დონეზე არსებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური

595

26

რუსთავი

ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში არსებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური

1795

27

თეთრიწყარო

მუნიციპალურ დონეზე არსებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური

595

28

ბოლნისი

მუნიციპალურ დონეზე არსებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური

595

29

წალკა

მუნიციპალურ დონეზე არსებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური

595

30

მცხეთა

ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში არსებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური (მათ შორის, 595 ლარი ახალგორის კომპაქტურად ჩასახლებულ მოსახლეობაში ეპიდზედამხედველობის, იმუნიზაციის საინფორმაციო სისტემის, ლოჯისტიკის, სამედიცინო სტატისტიკის განხორციელებისათვის)

1990

31

ყაზბეგი

მუნიციპალურ დონეზე არსებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური

595

32

თიანეთი

მუნიციპალურ დონეზე არსებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური

595

33

დუშეთი

მუნიციპალურ დონეზე არსებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური

595

34

გორი

ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში არსებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური

1195

35

კასპი

მუნიციპალურ დონეზე არსებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური

595

36

ქარელი

მუნიციპალურ დონეზე არსებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური

595

37

ხაშური

მუნიციპალურ დონეზე არსებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური

595

38

ონი

მუნიციპალურ დონეზე არსებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური

595

39

ლენტეხი

მუნიციპალურ დონეზე არსებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური

595

40

ცაგერი

მუნიციპალურ დონეზე არსებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური

595

41

ამბროლაური

ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში არსებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური

1195

42

ზუგდიდი

ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში არსებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური

2195

43

წალენჯიხა

მუნიციპალურ დონეზე არსებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური

595

44

აბაშა

მუნიციპალურ დონეზე არსებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური

595

45

მარტვილი

მუნიციპალურ დონეზე არსებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური

595

46

სენაკი

მუნიციპალურ დონეზე არსებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური

595

47

ჩხოროწყუ

მუნიციპალურ დონეზე არსებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური

595

48

ხობი

მუნიციპალურ დონეზე არსებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური

595

49

ფოთი

მუნიციპალურ დონეზე არსებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური

595

50

მესტია

მუნიციპალურ დონეზე არსებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური

595

51

ნინოწმინდა

მუნიციპალურ დონეზე არსებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური

595

52

ასპინძა

მუნიციპალურ დონეზე არსებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური

595

53

ახალქალაქი

მუნიციპალურ დონეზე არსებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური

595

54

ბორჯომი

მუნიციპალურ დონეზე არსებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური

595

55

ახალციხე

ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში არსებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური

1595

56

ადიგენი

მუნიციპალურ დონეზე არსებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური

595

57

თბილისი

ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში არსებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური

2400

58

ბათუმი

ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში არსებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური

1595

59

თბილისი

შპს „მაგთიკომი“

335

 

 

 

დანართი 2

თვითმმართველი ერთეული

დაწესებულება

წლიური თანხა (ლარებით)

1

 

თბილისი

სს . ვირსალაძის სახელობის ტროპიკული მედიცინისა და პარაზიტოლოგიის / ინსტიტუტი

8854.90

2

ლანჩხუთი

მუნიციპალურ დონეზე არსებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური

3883.05

3

ლაგოდეხი

მუნიციპალურ დონეზე არსებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური

6053.10

4

საგარეჯო

მუნიციპალურ დონეზე არსებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური

4680.90

5

სიღნაღი

მუნიციპალურ დონეზე არსებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური

6819.90

6

გარდაბანი

მუნიციპალურ დონეზე არსებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური

4866.80

7

მარნეული

მუნიციპალურ დონეზე არსებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური

5421.35