დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის ტერიტორიული ორგანოების შექმნისა და მათი ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2008 წლის 31 მარტის №3-2 დადგენილებაში დამატების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 15 |
| დოკუმენტის მიმღები | თვიმმართველი ქალაქი ბათუმი |
| მიღების თარიღი | 28/02/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110307020, 18/03/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.132.016043 |
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო
დადგენილება №15
2011 წლის 28 თებერვალი
ქ. ბათუმი
„თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის მერიის ტერიტორიული ორგანოების შექმნისა და მათი ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2008 წლის 31 მარტის №3-2 დადგენილებაში დამატების შეტანის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 38-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულო ადგენს:
1. „თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის მერიის ტერიტორიული ორგანოების შექმნისა და მათი ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2008 წლის 31 მარტის №3-2 დადგენილებაში (გაზეთი „აჭარა“ №40, 12.04.2008 წ., გვ.11) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. შეიქმნას თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის მერიის შემდეგი ტერიტორიული ორგანოები:
ა) ქ. ბათუმის მერიის ტერიტორიული ორგანო ძველი ბათუმის უბანში;
ბ) ქ. ბათუმის მერიის ტერიტორიული ორგანო რუსთაველის უბანში;
გ) ქ. ბათუმის მერიის ტერიტორიული ორგანო ხიმშიაშვილის უბანში;
დ) ქ. ბათუმის მერიის ტერიტორიული ორგანო ბაგრატიონის უბანში;
ე) ქ. ბათუმის მერიის ტერიტორიული ორგანო აღმაშენებლის უბანში;
ვ) ქ. ბათუმის მერიის ტერიტორიული ორგანო ჯავახიშვილის უბანში;
ზ) ქ. ბათუმის მერიის ტერიტორიული ორგანო თამარის უბანში;
თ) ქ. ბათუმის მერიის ტერიტორიული ორგანო ბონი-გოროდოკის უბანში;
ი) ქ. ბათუმის მერიის ტერიტორიული ორგანო აეროპორტის უბანში.“;
ბ) დადგენილების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ქ. ბათუმის მერიის ტერიტორიული ორგანოების იურიდიულ მისამართად განისაზღვროს ქ. ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ. №25.“.
2. დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. კირთაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები