დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 16 ნოემბრის №30 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 6 |
| დოკუმენტის მიმღები | თელავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/02/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110307014, 18/03/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 09/02/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.163.016035 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (18/03/2011 - 31/03/2011)
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №6
2011 წლის 28 თებერვალი
ქ. თელავი
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 16 ნოემბრის №30 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად შეტანილ იქნეს ცვლილებები თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 16 ნოემბრის № 30 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“.
1. სამსახურის დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) ეკონომიკისა და ტურიზმის განყოფილება;
ბ) სახელმწიფო შესყიდვების განყოფილება;
გ) ადგილობრივი ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილება.“.
2. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ეკონომიკისა და ტურიზმის განყოფილება საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული ძირითადი ამოცანების შესასრულებლად:
ა) ახორციელებს თელავის მუნიციპალიტეტის მოკლევადიანი და გრძელვადიანი ეკონომიკური პროგრამების შედგენას და მათი შესრულების მონიტორინგს;
ბ) ამზადებს თელავის მუნიციპალიტეტის სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობის ამსახველ ინფორმაციას;
გ) ამზადებს ადგილობრივ მოსაკრებლებთან, ნებართვებთან და გადასახადებთან დაკავშირებულ პროექტებს;
დ) უზრუნველყოფს უცხოელი და ადგილობრივი ტურისტებისათვის ინფორმაციის გაცემას: ტურისტული ინფრასტრუქტურის და პროგრამების, ტრანსპორტის, ბუნების ძეგლების და დაცული ტერიტორიების (ეროვნული პარკები, ნაკრძალები, აღკვეთილები და სხვა.) არქიტექტურული და არქეოლოგიური ძეგლების, კულტურული ღონისძიებანის, ფესტივალების, სახალხო დღესასწაულების და სხვათა შესახებ;
ე) ხელს უწყობს ტურიზმსა და საკურორტო სფეროში დასაქმებულ კერძო მეწარმეებს სარეკლამო პროდუქციის გავრცელებაში;
ვ) უშუალოდ მონაწილეობს რეგიონის შესახებ სარეკლამო-საინფორმაციო მასალების მომზადებასა და გამოცემაში, ასევე სტატისტიკური ინფორმაციის მოპოვება-შეგროვებაში, ტურიზმისა და საკურორტო სფეროს განვითარების პროექტების შემუშავებაში;
ზ) ახორციელებს საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონებში, დადგენილი რეჟიმების დაცვის მონიტორინგს.“.
3. დებულებას დაემატოს 61 მუხლი:
„61. სახელმწიფო შესყიდვების განყოფილება მოქმედი კანონმდებლობისა და თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) კონსულტაციებს უწევს ადგილობრივი შესყიდვების კომისიის წევრებს შესყიდვების სფეროში მოქმედ კანონმდებლობასთან დაკავშირებით;
ბ) თვალყურს ადევნებს ადგილობრივი შესყიდვების განხორციელების კანონიერებას და ვადების დაცვას;
გ) უზრუნველყოფს საქართველოს შესყიდვების სააგენტოში გასაგზავნი წერილების, ანგარიშების, ხელშეკრულებების, ინფორმაციის და სხვა მასალების მომზადებას და მათ დროულად გადაგზავნას;
დ) ამზადებს მასალებს ადგილობრივი შესყიდვების გამარტივებული ტენდერის საშუალებით განხორციელებისას;
ე) ამზადებს მასალებს ადგილობრივი შესყიდვების გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით განხორციელებისას;
ვ) მონაწილეობას იღებს ადგილობრივი შესყიდვების გეგმის შედგენაში და მასში ცვლილებების (კორექტირებული) შეტანის პროექტის მომზადებაში;
ზ) მონაწილეობას იღებს ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების ტექსტის და სატენდერო დოკუმენტაციის შემუშავებაში;
თ) ორგანიზებას უწევს ადგილობრივი შესყიდვის ტენდერის საშუალებით განხორციელებისას ოპერატიული და კვარტალური ანგარიშების შედგენას;
ი) მონაწილეობას იღებს ტენდერის მეშვეობით განხორციელებული ადგილობრივი შესყიდვების ხელშეკრულების პროექტის შემუშავებაში;
კ) გამგებლის დავალებით ამზადებს დასკვნებს ადგილობრივი შესყიდვების კანონის შესაბამისად წარმართვის თაობაზე;
ლ) შეისწავლის ადგილობრივი შესყიდვების განხორციელებისას გამოვლენილ ნაკლოვანებებს და რეკომენდაციებს წარუდგენს გამგებელს მათი აღმოფხვრის თაობაზე;
მ) ანხორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს;
ნ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახდენს გამგებლის, გამგებლის მოადგილისა და სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებების შესრულებას.“.
2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
3. დადგენილების გასაჩივრება შესაძლებელია თელავის რაიონულ სასამართლოში (ქ. თელავი, დ. აღმაშენებლის გამზ. №41) უშუალო ზიანის მიყენებიდან სამი თვის ვადაში.
საკრებულოს თავმჯდომარე ნ. ხუცაიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები