„წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 თებერვლის №7 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
„წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 თებერვლის №7 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 18
დოკუმენტის მიმღები წალკის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 04/03/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110307006, 17/03/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 30/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.155.016024
  • Word
18
04/03/2011
ვებგვერდი, 110307006, 17/03/2011
010250000.35.155.016024
„წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 თებერვლის №7 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
წალკის მუნიციპალიტეტი

წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულო

 დადგენილება №18

2011 წლის 4 მარტი

ქ. წალკა

„წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 თებერვლის 7 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად, წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:

1. შევიდეს ცვლილება „წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 თებერვლის 7 დადგენილების სათაურში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“.

2. შევიდეს ცვლილება „წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 თებერვლის 7 დადგენილების პირველ პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დამტკიცდეს წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულება“.

3. შევიდეს ცვლილება „წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 თებერვლის 7 დადგენილების დანართის სათაურში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულება“.

4. შევიდეს ცვლილება „წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 თებერვლის 7 დადგენილების დანართის პირველი მუხლის პირველსა და მე-3 პუნქტებში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახური (ტექსტში შემდგომ სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას, მუნიციპალიტეტის ქონების მართვას და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს“.

„3. სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით. სამსახურის მოხელეთა თანამდებობრივ სარგოებს კანონმდებლობით დადგენილი ნორმატივების ფარგლებში განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკრებულო“.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე         დ. მაჩიტიძე