ყვარლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა–ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის გამოთვლის წესის დამტკიცების შესახებ

  • Word
ყვარლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა–ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის გამოთვლის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები ყვარლის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/02/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110304034, 16/03/2011
სარეგისტრაციო კოდი 200230000.35.164.016032
  • Word
5
25/02/2011
ვებგვერდი, 110304034, 16/03/2011
200230000.35.164.016032
ყვარლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა–ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის გამოთვლის წესის დამტკიცების შესახებ
ყვარლის მუნიციპალიტეტი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №5

2011 წლის 25 თებერვალი

ქ. ყვარელი

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის გამოთვლის წესის დამტკიცების შესახებ

 ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ქ“ ქვეპუნქტის საფუძველზე:

    მუხლი 1

დამტკიცდეს ყვარლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის გამოთვლის წესი თანდართული დანართის სახით.

    მუხლი 2

 დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე ბ. ზანდარაშვილი

 

 დანართი

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის გამოთვლის წესი

 

ზოგადი ნაწილი

    მუხლი 1

შენობა-ნაგებობების სასყიდლიანი უზუფრუქტის, ქირავნობის, იჯარის ფორმით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობა განისაზღვრება ამ წესის შესაბამისად.

    მუხლი 2

შენობა-ნაგებობების საწყისი წლიური ქირის ოდენობა განისაზღვრება მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით.

 მუხლი 3. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრა

 მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების წლიური ქირის ოდენობის გაანგარიშების საფუძველია ყველა სახის უძრავი ქონების ფართობი, მდებარეობა, შენობა-ნაგებობის მახასიათებელი (მდგომარეობა), დაკავებული მიწის ფართობი.

3.1 მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების წლიური ქირის ოდენობა გაიანგარიშება ფორმულით: ქ(წ) = (მნ + ქფ X ITL X LMg) X 0,2

3.2 სადაც: ქ(წ) – არის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების წლიური ქირის ოდენობა.

3.3 მნ – არის მიწის ნორმატიული ფასი და შეადგენს:

ა) ქ. ყვარლის ცენტრალური ზონისათვის – 3,994 ლარს;

ბ) შუალედური ზონისათვის – 3,072 ლარს;

გ) პერიფერიული ზონისათვის – 2,458 ლარს;

დ) მუნიციპალიტეტის სოფლებისათვის – 1,843 ლარს.

3.4 ქფ – არის მუნიციპალიტეტის ქონების საწყისი ფასი, რომელსაც განსაზღვრავს აუდიტი ან საბალანსო ღირებულება:

3.5 ITL – არის მუნიციპალიტეტის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი და შეადგენს:

ა) ქ. ყვარლის ცენტრალური ზონისათვის – 1,3-ს;

ბ) შუალედური ზონისათვის – 1-ს;

გ) პერიფერიული ზონისათვის – 0,8-ს;

დ) მუნიციპალიტეტის სოფლებისათვის – 0,6;

ე)LMg – არის მუნიციპალიტეტის მაკრომდებარეობის ინდექსი და შეადგენს – 0,32-ს.