,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის –იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 19 ნოემბრის №987 ბრძანებაში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის –იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 19 ნოემბრის №987 ბრძანებაში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 31/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 04/03/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110304031, 10/03/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 09/01/2012
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.016072
  • Word
31/ნ
04/03/2011
ვებგვერდი, 110304031, 10/03/2011
040030000.22.022.016072
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის –იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 19 ნოემბრის №987 ბრძანებაში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №31/ნ

2011 წლის 4 მარტი

. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 19 ნოემბრის №987 ბრძანებაში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტეტის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 19 ნოემბრის №987 ბრძანებით (სსმ III, 01.12.2008, №170, მუხ.1741) დამტკიცებულ წესდებაში შევიდეს შემდეგი სახის დამატებები და ცვლილებები:

ა) წესდების მე- 6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. უნივერსიტეტის მართვის ორგანოების არჩევნები რეგულირდება საუნივერსიტეტო და საფაკულტეტო მართვის ორგანოების არჩევის წესის შესახებ დებულებით, რომელსაც აკადემიური საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო”.

ბ) წესდების მე-12 მუხლის:

ბ.ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1” ქვეპუნქტი:

„დ1) რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ნიშნავს რექტორის მოვალეობის შემსრულებელს”;

ბ.ბ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) წესდების მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. რექტორს ირჩევს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით 4 წლის ვადით. რექტორობის კანდიდატისთვის დაუშვებელია შეზღუდვის დაწესება რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, მოქალაქეობისა და დაკავებული აკადემიური თანამდებობის ნიშნით.“

დ) წესდების მე- 13 მუხლის მე- 8 პუნქტის „ი’’ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ე) წესდების მე-13 მუხლის მე-8 პუნქტს დაემატოს „ნ ” ქვეპუნქტი:

„ნ) სათათბირო ორგანოს სახით ქმნის საკონსულტაციო კომისიებს”.

ვ) წესდების მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 და მე-9 პუნქტები:

„8. ადმინისტრაციის ხელმძღვანელს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე, რომელიც ახორციელებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილებებს მისი დროებით არყოფნის შემთხვევაში;

9. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილეს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს რექტორი”;

ზ) წესდების მე-18 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უნივერისტეტის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულია ფაკულტეტი. ფაკულტეტის შემადგენლობაში შედის სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი (ინსტიტუტი, კათედრა, ლაბორატორია, პროგრამული მიმართულება და სხვა) სტრუქტურული ერთეულები.”.

თ) წესდების მე-20 მუხლის პირველი და მე -2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ფაკულტეტის საბჭო ფაკულტეტის დეკანს ირჩევს 4 წლის ვადით. დეკანის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ, გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით. დეკანობის კანდიდატისთვის დაუშვებელია შეზღუდვის დაწესება რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, მოქალაქეობისა და დაკავებული აკადემიური თანამდებობის ნიშნით;

2. დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ფაკულტეტის საბჭო ნიშნავს დეკანის მოვალეობის შემსრულებელს“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. შაშკინი