დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სისტემაში გარანტირებული სიმძლავრისა და გარანტირებული სიმძლავრის წყაროების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 15 ივლისის №193 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 110 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 01/03/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110304028, 07/03/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/12/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300280000.10.003.016271 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №110
2011 წლის 1 მარტი
ქ. თბილისი
„საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სისტემაში გარანტირებული სიმძლავრისა და გარანტირებული სიმძლავრის წყაროების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 15 ივლისის №193 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სისტემაში გარანტირებული სიმძლავრისა და გარანტირებული სიმძლავრის წყაროების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 15 ივლისის №193 დადგენილებაში (სსმ III, 2010 წ., №86, მუხ. 1274) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველ მუხლში მოცემული ცხრილის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
| „3. | შპს „ჯიფაუერი“
| აირტურბინული ელექტროსადგური | 80 | 2010 წლის 1 დეკემბრიდან 2011 წლის 1 მარტამდე და 2011 წლის 1 ივლისიდან 2020 წლის 1 სექტემბრამდე |
| 65 | 2011 წლის 1 მარტიდან 2011 წლის 1 ივლისამდე“.
|
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 1 მარტიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები