დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 108 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 01/03/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110304026, 07/03/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 28/02/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 020090000.10.003.016269 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (07/03/2011 - 21/02/2012)
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №108
2011 წლის 1 მარტი
ქ. თბილისი
ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დაევალოთ საქართველოს სამინისტროებს და სახელმწიფო მინისტრების აპარატებს, ეთხოვოთ უწყებებს (საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, საქართველოს კონტროლის პალატა, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური – საქსტატი), ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების შესაბამის აღმასრულებელ ორგანოებს:
მუხლი 1. საქართველოს სამინისტროებმა, სახელმწიფო მინისტრების აპარატებმა და უწყებებმა:
ა) 2011 წლის 18 მარტამდე მოამზადონ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგინონ საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის 2009-2010 წლების შეფასება და ინფორმაცია 2011 წლის სამოქმედო გეგმის შესახებ შესაბამისად №1 და №2 დანართების მიხედვით;
ბ) 2011 წლის 15 აპრილამდე მოამზადონ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგინონ ინფორმაცია საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის შესახებ და პრიორიტეტების საშუალოვადიანი ბიუჯეტი, შესაბამისად №3 და №4 დანართების მიხედვით.
მუხლი 2. სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფმა მხარჯავმა დაწესებულებებმა (გარდა საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს კონტროლის პალატისა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2011 წლის 6 მაისამდე წარუდგინონ ინფორმაცია დასაქმებულთა საორიენტაციო რიცხოვნობისა და ასიგნებების საორიენტაციო ზღვრული მოცულობის შესახებ №5 დანართის შესაბამისად.
მუხლი 3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2011 წლის 20 მაისამდე საქართველოს მთავრობის სხდომაზე განსახილველად წარმოადგინოს ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრების აპარატებისა და უწყებების საშუალოვადიანი პრიორიტეტების პირველადი ვარიანტი.
მუხლი 4. საქართველოს სამინისტროებმა საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 34-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად დამტკიცებული თავიანთი საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმები საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარადგინონ 2011 წლის 1 ივლისამდე.
მუხლი 5. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 34-ე მუხლის მე-6 ნაწილის მოთხოვნების უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს მთავრობას წარმოუდგინოს ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის პირველადი ვარიანტი.
მუხლი 6. ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისმა აღმასრულებელმა ორგანოებმა 2011 წლის 1 აგვისტომდე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგინონ ინფორმაცია საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის შესახებ და პრიორიტეტების საშუალოვადიანი ბიუჯეტი, შესაბამისად №3 და №4 დანართების მიხედვით.
მუხლი 7. ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელმა ორგანოებმა (გარდა ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში შემავალი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისა) ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სახელმწიფო რწმუნებულებთან – გუბერნატორებთან შეთანხმებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2011 წლის 15 ნოემბრამდე წარუდგინონ ინფორმაცია საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის შესახებ და პრიორიტეტების საშუალოვადიანი ბიუჯეტი, შესაბამისად №3 და №4 დანართების მიხედვით.
მუხლი 8. ამ დადგენილების შესრულების კონტროლი და კოორდინაცია განახორციელოს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.
მუხლი 9. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 თებერვლის №52 დადგენილება.
მუხლი 10. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
დანართი №1
საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის 2009-2010 წლების შეფასება
_____________________________________________________________________
(დასახელება)
| პრიორიტეტებისა და მათში შემავალი პროგრამების/ ღონისძიებების დასახელება
| მთლიანად მიმართული სახსრები (ათას ლარებით) | მ.შ. სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ათას ლარებით) |
მიღწეული შედეგები*
| |||||
|
სულ
|
2009
|
2010
| სულ
|
2009
|
2010
| |||
|
| ||||||||
| I. პრიორიტეტი |
|
|
|
|
|
|
| |
| მ.შ. პროგრამები/ ღონისძიებები (ორგანიზაციული კოდის მითითებით) |
|
|
|
|
|
|
| |
| 1. |
|
|
|
|
|
|
| |
| 2. |
|
|
|
|
|
|
| |
| 3. |
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|
| |
| II. პრიორიტეტი |
|
|
|
|
|
|
| |
| მ.შ. პროგრამები/ ღონისძიებები (ორგანიზაციული კოდის მითითებით) |
|
|
|
|
|
|
| |
| 1. |
|
|
|
|
|
|
| |
| 2. |
|
|
|
|
|
|
| |
| 3. |
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|
| |
*შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია მიღწეული შედეგების აღწერა ცალკეული ღონისძიებების ან პროგრამების მიხედვით, იგი მოტანილ უნდა იქნეს მთლიანი პრიორიტეტის მასშტაბით.
დანართი №2
ინფორმაცია 2011 წლის სამოქმედო გეგმის შესახებ
_______________________________________________________________________________
(დასახელება)
| 2011 წელს პრიორიტეტებისა და მათში შემავალი პროგრამების/ღონისძიებების დასახელება | მიმართული დაფინანსება 2011 წლისათვის (ათას ლარებით) | მ.შ. სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ათას ლარებით) | 2011 წლის მოსალოდნელი შედეგები* |
| I. პრიორიტეტი |
|
|
|
| მ.შ. პროგრამები/ღონისძიებები (ორგანიზაციული კოდის მითითებით) |
|
|
|
| 1. |
|
|
|
| 2. |
|
|
|
| 3. |
|
|
|
|
|
|
|
|
| II. პრიორიტეტი |
|
|
|
| მ.შ. პროგრამები/ღონისძიებები (ორგანიზაციული კოდის მითითებით) |
|
|
|
| 1. |
|
|
|
| 2. |
|
|
|
| 3. |
|
|
|
*შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია მიღწეული შედეგების აღწერა ცალკეული ღონისძიებების ან პროგრამების მიხედვით, იგი მოტანილ უნდა იქნეს მთლიანი პრიორიტეტის მასშტაბით.
დანართი №3
საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმა (2012-2015 წ.წ.)
________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________
(დასახელება)
პრიორიტეტის დასახელება -------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------
განხორციელების სავარაუდო ვადები ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
პრიორიტეტის დასაბუთება, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
პრიორიტეტის მოკლე აღწერა --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
მოსალოდნელი შედეგები ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
შედეგების შეფასების კრიტერიუმები-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------
დანართი №4
პრიორიტეტების საშუალოვადიანი ბიუჯეტი
----------------------------------------------------------------------------------------------------------- (დასახელება)
| პრიორიტეტებისა და მათში შემავალი პროგრამების/ ღონისძიებების დასახელება | მთლიანად მიმართული სახსრები (ათას ლარებით) | მ.შ. სახელმწიფო ბიუჯეტიდან* (ათას ლარებით) | ||||||||
| სულ | 2012 | 2013 | 2014 | 2015 | სულ | 2012 | 2013 | 2014 | 2015 | |
| I. პრიორიტეტი |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| მ.შ. პროგრამები/ ღონისძიებები |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 1. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 2. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 3. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| II. პრიორიტეტი |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| მ.შ. პროგრამები/ ღონისძიებები |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 1. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 2. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 3. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
*შენიშვნა: ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისმა აღმასრულებელმა ორგანოებმა სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებში არ გაითვალისწინონ გათანაბრებითი ტრანსფერით მიღებული თანხები.
დანართი №5
ინფორმაცია დასაქმებულთა საორიენტაციო რიცხოვნობისა და ასიგნებების საორიენტაციო ზღვრული მოცულობის შესახებ
2012-2015 წლებისათვის
| დასახელება | დასაქმებულთა საორიენტაციო რიცხოვნობა* | ასიგნებების საორიენტაციო ზღვრული მოცულობები** (ათას ლარებით) | ||||||
|
| 2012 | 2013 | 2014 | 2015 | 2012 | 2013 | 2014 | 2015 |
|
|
|
|
|
|
|
|
| |
*შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ არსებობს სხვაობა 2011 წლის მაჩვენებელთან, უნდა იყოს წარმოდგენილი დასაბუთება ამ სხვაობასთან დაკავშირებით.
**შენიშვნა: ასიგნებების ზღვრულ მოცულობებში გათვალისწინებული არ უნდა იყოს უცხოეთიდან მიღებული დაფინანსების წყაროებითა და გრანტებით განსახორციელებელი საინვესტიციო პროექტები და ამ პროექტებში თანამონაწილეობის სახსრები.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები