დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №57 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 105 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 01/03/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110304023, 07/03/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 31/07/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240010.10.003.016266 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №105
2011 წლის 1 მარტი
ქ. თბილისი
„საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №57 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1 . „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №57 დადგენილებით (სსმ, 2004 წელი, №70, მუხლი 624) დამტკიცებული საქართველოს მთავრობის რეგლამენტის მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 პუნქტი:
„12. პრემიერ-მინისტრი მინისტრის, სახელმწიფო მინისტრის წარდგინების საფუძველზე, სამინისტროს, სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანაშრომელთა მიერ განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების წარმატებით შესრულებისათვის, აგრეთვე სამსახურებრივ მოვალეობათა მაღალპროფესიულ დონეზე განხორციელებისათვის იღებს გადაწყვეტილებას მათ მიმართ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წახალისების ამა თუ იმ ფორმის გამოყენების თაობაზე. წინადადებებს საჯარო მოსამსახურეთა წახალისების შესახებ მინისტრი, სახელმწიფო მინისტრი პრემიერ-მინისტრს წარუდგენენ კვარტალში ერთხელ. აღნიშნულის თაობაზე პრემიერ-მინისტრი კანონმდებლობით დადგენილი წესით გამო სცემს ბრძანებას.“.
მუხლი 2 . დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ -მინისტრი ნ . გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები