„აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 დეკემბრის №31 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 დეკემბრის №31 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები აბაშის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/02/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110304015, 10/03/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 22/02/2012
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.110.016034
  • Word
11
25/02/2011
ვებგვერდი, 110304015, 10/03/2011
010260020.35.110.016034
„აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 დეკემბრის №31 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
აბაშის მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №11

2011 წლის 25 თებერვალი

ქ. აბაშა

„აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 დეკემბრის  №31 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის 2011 წლის 27 იანვრის №22 და №24 სამართლებრივი შენიშვნების საფუძველზე აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. „აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 დეკემბრის №31 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) ამოღებულ იქნეს დადგენილების 1-ლი მუხლის მე-4 პუნქტი.

) შეიცვალოს დადგენილების 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. გამგეობის ტერიტორიული ორგანო

1. გამგეობის ტერიტორიული ორგანო არის „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში შექმნილი გამგეობის ტერიტორიული ორგანო.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე . თოფურია