"აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები აბაშის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/02/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110304012, 10/03/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 05/08/2014
სარეგისტრაციო კოდი 120260000.35.110.016037
  • Word
14
25/02/2011
ვებგვერდი, 110304012, 10/03/2011
120260000.35.110.016037
"აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
აბაშის მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №14

2011 წლის 25 თებერვალი

ქ. აბაშა

„აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის 2011 წლის 27 იანვრის №23 სამართლებრივი შენიშვნების საფუძველზე აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. „აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 დეკემბრის №30 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) ამოღებულ იქნეს დადგენილების მე-2 პუნქტი;

ბ) შეიცვალოს დადგენილების 1-ლი მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამხედრო სამსახური თავის საქმიანობახელმძღვანელობს ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით და საქართველოს კანონით ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“.

„4. სამსახურს აქვს ბლანკი, შტამპი და ბეჭედი.“;

გ) შეიცვალოს დადგენილების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს განსაზღვრავს საკრებულო, ხოლო საშტატო ნუსხას ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად“.

2. დადგენილება ამოქმედდეს ნორმატიული აქტების შესახებსაქართველოს კანონის შესაბამისად,  გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე  . თოფურია