დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების შესახებ" აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 დეკემბრის №37 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 15 |
| დოკუმენტის მიმღები | აბაშის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/02/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110304011, 10/03/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320000.35.110.016038 |
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №15
2011 წლის 25 თებერვალი
ქ. აბაშა
„აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 დეკემბრის №37 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის 2011 წლის 27 იანვრის №30 სამართლებრივი შენიშვნების საფუძველზე, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. „აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 დეკემბრის №37 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ამოღებულ იქნეს დადგენილების მე-2 პუნქტი.
2. დადგენილება ამოქმედდეს „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე დ. თოფურია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები