დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სურსათში/ცხოველთა საკვებში და გარემოს ობიექტებში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ნარჩენების კონტროლისათვის ნიმუშების აღების წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2007 წლის 16 აგვისტოს N2-125 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-37 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 01/03/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110304010, 07/03/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 340120000.22.032.016023 |
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის
ბრძანება №2-37
2011 წლის 1 მარტი
ქ. თბილისი
„სურსათში/ცხოველთა საკვებში და გარემოს ობიექტებში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ნარჩენების კონტროლისათვის ნიმუშების აღების წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2007 წლის 16 აგვისტოს №2-125 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. „სურსათში/ცხოველთა საკვებში და გარემოს ობიექტებში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ნარჩენების კონტროლისათვის ნიმუშების აღების წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2007 წლის 16 აგვისტოს №2-125 ბრძანებით (სსმ III, 23.08.2007 №119 მუხ. 1307) დამტკიცებული სურსათში/ცხოველთა საკვებში და გარემოს ობიექტებში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ნარჩენების კონტროლისათვის ნიმუშების აღების წესების (დანართები №1).
ა) მე-13 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებული ზონების განსაზღვრისათვის, ტექნიკური შესაძლებლობიდან გამომდინარე, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ისაზღვრება საკონტროლო ზონის მოცულობა, ასაღები ნიმუშების რაოდენობა, ნიმუშების აღების წერტილები, რაოდენობა, კონტროლის ვადები და ა.შ.“
ბ) 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 23. ნიმუშის აღების უფლებამოსილი პირები
1. ლაბორატორიული გამოცდისათვის სურსათის/ცხოველის საკვების და გარემო ობიექტების ნიმუშების აღების უფლება აქვთ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილ პირებს.
2. ავარიული შემთხვევის დროს ნიმუშების აღებისათვის ავარიული მდგომარეობის შესაბამისად იქმნება სპეციალური კომისია.
3. ნიმუშის აღებისას დგება შესაბამისი აქტი, რომელსაც ხელს აწერენ ნიმუშის აღების უფლებამოსილი პირი და ნიმუშის აღების დამსწრე ნებისმიერი პასუხისმგებელი პირი. (ობიექტის ხელმძღვანელი ან უფლებამოსილი პირი) (იხ. დანართი №5). “
გ) 24-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ლაბორატორიაში ნიმუშებს წარადგენს ნიმუშის ამღები უფლებამოსილი პირი.
2. ლაბორატორიაში წარსადგენ ყველა ნიმუშს თან ახლავს ეტიკეტი, რომელზეც აღნიშნული უნდა იქნეს ნიმუშის სრული დასახელება, ნიმუშების რაოდენობა, ნიმუშის აღების ადგილი და თარიღი, დრო, პარტიის ნომერი, რაოდენობა და წონა/მოცულობა, საკონტროლო ობიექტის რაოდენობა/მოცულობა, გარემოს ობიექტების მოცულობა. ეტიკეტი დამოწმებულ უნდა იქნეს ნიმუშის ამღები უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით, აგრეთვე დამსწრე პირთა ხელმოწერით. დამატებით აღინიშნება კვლევის მიზანი და შესაძლო დაბინძურების ძირითადი მიზეზები.“
2. ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი №6 დამტკიცდეს თანდართული რედაქციით (დანართი №6).
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ბ. კვეზერელი
დანართი №6
ნიმუშის აღების აქტი №
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურული ერთეული/ ტერიტორიული ორგანო ––––––––––––––––
––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––
(დასახელება)
ნიმუშის აღების მიზანი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(მიუთითეთ სურსათი/ცხოველთა საკვები, გარემოს ობიექტი)
ნიმუშის დასახელება და აღების ადგილი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––
(წარმოების, შენახვის, რეალიზაციის ადგილი, სატრანსპორტო საშუალება და სხვა)
პარტიის № --------------------------, გამოშვების თარიღი ----------------------------------
რაოდენობა (ცალი, წონა) ---------------------------------------------------------------------
დამატებითი ინფორმაცია ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ნორმატიული დოკუმენტი, რომლის შესაბამისად მოხდა ნიმუშის აღება –––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ნიმუშის რაოდენობა-მოცულობა (კგ, ლიტრი)–––––––––––––––––––––––––––––––––
ლუქი (ბეჭედი) ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ნიმუშის ამღები პირი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(სახელი, გვარი, სამსახური/თანამდებობა)
ნიმუშის აღების თარიღი და დრო „---------“ ---------------------- -------------------
(რიცხვი, თვე, წელი)
----------- --------------- სთ/წთ
ნიმუში გაგზავნილია ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (ლაბორატორიის დასახელება)
ნიმუში აიღო––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(ხელმოწერა)
დამსწრე პირები ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––(სახელი, გვარი, ხელმოწერა) ბ.ა.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები