დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული იარაღის ტარების, გადაადგილებისა და შენახვის წესისა და რეჟიმის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 18 დეკემბრის №750 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 131 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 04/03/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110304008, 04/03/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/03/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140120000.08.002.016182 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №131
2011 წლის 4 მარტი
ქ. თბილისი
„საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული იარაღის ტარების, გადაადგილებისა და შენახვის წესისა და რეჟიმის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 18 დეკემბრის № 750 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული იარაღის ტარების, გადაადგილებისა და შენახვის წესისა და რეჟიმის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 18 დეკემბრის №750 ბრძანებულებით (სსმ III, 2006 წ., №170, მუხ. 2284) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) პირველი მუხლის:
ა.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ეს ინსტრუქცია განსაზღვრავს საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული სამოქალაქო იარაღის, აგრეთვე იარაღის ძირითადი ელემენტების რეგისტრაციის, ხელახალი რეგისტრაციის, ჩამოწერის, ტარების, გადატანა-გადაზიდვის, აგრეთვე შენახვის წესსა და რეჟიმს.“;
ა.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ ინსტრუქციით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელებისას საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს უფლება აქვს მატერიალური ან/და ელექტრონული დოკუმენტის სახით შექმნას, მიიღოს, შეინახოს ნებისმიერი დოკუმენტი (მათ შორის, საარქივო მასალა), შეიტანოს მონაცემებში ცვლილებები ან შესწორებები, გასცეს (გამოსცეს) ნებისმიერი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია, რომელსაც შეიძლება სამართლებრივი შედეგები მოჰყვეს, აგრეთვე გამოიყენოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა, მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებები, ელექტრონული ხელმოწერა, ელექტრონული ან/და ტექნიკური საშუალებებით ხელმოწერა; ელექტრონულ დოკუმენტსა და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მატერიალურ დოკუმენტებს. დოკუმენტზე ელექტრონული ხელმოწერა, აგრეთვე ელექტრონული ან/და ტექნიკური საშუალებებით ხელმოწერა ითვლება მატერიალურ დოკუმენტზე პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალის მქონედ.“;
ბ) 11 მუხლის:
ბ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) იარაღი – „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული სამოქალაქო და სამსახურებრივ-საშტატო იარაღი;“;
ბ.ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) იარაღის დროებითი მოწმობა – დოკუმენტი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გარემოებების არსებობისას უფლებას აძლევს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, გადააადგილოს თავის საკუთრებაში (მფლობელობაში) არსებული იარაღი:
ე.ა) სააგენტოში ჩამოწერის (ჩაბარების) ან ბალისტიკურ შემოწმებაზე წარდგენის მიზნით;
ე.ბ) შენახვის უფლებით შეძენილი იარაღის შეძენის ადგილიდან შენახვის ადგილზე გადატანის მიზნით;
ე.გ) შენახვის უფლებით რეგისტრირებული იარაღის შენახვის ადგილიდან დროებით სხვა ადგილზე გადატანისა და შენახვის ადგილზე დაბრუნების მიზნით;
ე.დ) სააგენტოში ტექნიკური დათვალიერებისათვის წარმოდგენის მიზნით;
ე.ე) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში;“;
ბ.გ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) იარაღის ჩამოწერა – საკუთრებაზე (მფლობელობაზე) უარის თქმის შემთხვევაში იარაღის მესაკუთრე (მფლობელი) ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე სააგენტოსათვის იარაღის უსასყიდლოდ ჩაბარება;”;
ბ.დ) „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ-ნ“ ქვეპუნქტები:
„კ) იარაღის ძირითადი ელემენტები – ლულა, დოლურა, ჩამკეტი, ჩარჩო, ლულის კოლოფი;
ლ) იარაღის დამატებითი ძირითადი ელემენტი – იარაღის ძირითადი ელემენტი, რომელიც რეგისტრირდება იარაღის ძირითადი ელემენტებისაგან განცალკევებულად და წარმოადგენს რეგისტრირებული იარაღის დამატებით ან სათადარიგო ნაწილს;
მ) იარაღის დამამზადებელი – პირი, რომელსაც აქვს „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზია;
ნ) დამზადებული იარაღის მოწმობა – დამზადებული იარაღის მონაცემების ამსახველი, სააგენტოს დირექტორის მიერ დამტკიცებული ფორმის დოკუმენტი, რომელიც ამ ინსტრუქციით განსაზღვრული გარემოების არსებობისას ადასტურებს დამამზადებლის მიერ დამზადებული იარაღის გასხვისების ფაქტს.“;
გ) მე-2 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სააგენტოს მიერ ფიზიკურ პირზე იარაღის შეძენის ნებართვის გაცემა დასტურდება სარეგისტრაციო ჩანაწერებითა და იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის გაცემით, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისებისა. იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა იარაღის შეძენის ნებართვის სახის მიხედვით იყოფა A, B, C და D კატეგორიებად.
4. იარაღის შეძენის ნებართვის სახის მიხედვით, სააგენტო გასცემს:
ა) A კატეგორიის იარაღის სარეგისტრაციო მოწმობას ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ შენახვის უფლებით რეგისტრირებულ:
ა.ა) თავდაცვის მოკლელულიან ცეცხლსასროლ იარაღზე;
ა.ბ) სპორტულ მოკლე ხრახნილლულიან ცეცხლსასროლ იარაღზე;
ბ) B კატეგორიის იარაღის სარეგისტრაციო მოწმობას შენახვისა და ტარების უფლებით რეგისტრირებულ:
ბ.ა) ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ თავდაცვის გაზის (აირის) იარაღზე, სანადირო ცეცხლსასროლ იარაღზე, სპორტულ გრძელლულიან ცეცხლსასროლ იარაღზე, სპორტულ მოკლე გლუვლულიან ცეცხლსასროლ იარაღზე;
ბ.ბ) თავდაცვის მოკლელულიან და სპორტულ მოკლე ხრახნილლულიან ცეცხლსასროლ იარაღზე, რომლის მესაკუთრესაც, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სამსახურებრივი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ უნარჩუნდება იარაღის შენახვისა და ტარების უფლება;
ბ.გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების, აგრეთვე საქართველოს უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების მოსამართლეების საკუთრებაში არსებულ თავდაცვის მოკლელულიან ან სპორტულ მოკლე ხრახნილლულიან ცეცხლსასროლ იარაღზე, რომელსაც იმავდროულად მინიჭებული აქვს სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსი;
გ) C კატეგორიის იარაღის სარეგისტრაციო მოწმობას სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში მოსარგებლის (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირებისა) საკუთრებად რეგისტრირებულ იმ იარაღზე, რომელსაც მიენიჭა სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსი;
დ) D კატეგორიის იარაღის სარეგისტრაციო მოწმობას ტარების უფლებით რეგისტრირებულ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსით მოსარგებლეზე გადაცემულ იარაღზე. ამასთან, მოსარგებლეს იარაღის ტარების უფლება აქვს სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.“;
დ) მე-3 მუხლის:
დ.ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. სააგენტო იარაღის დამატებითი ძირითადი ელემენტის რეგისტრაციას ახორციელებს იარაღის მესაკუთრის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. იარაღის დამატებითი ძირითადი ელემენტის რეგისტრაცია დასაშვებია, თუ შესაბამისი მოთხოვნის დროისათვის დაინტერესებულ პირს აქვს შესაბამისი ტიპის იარაღის შეძენის ნებართვა. იარაღის დამატებითი ძირითადი ელემენტის მონაცემები აისახება იარაღის სარეგისტრაციო მონაცემებსა და იარაღის სარეგისტრაციო მოწმობაში. იარაღის დამატებითი ძირითადი ელემენტის რეგისტრაციის შედეგად მესაკუთრეს უფლება აქვს იარაღის ხელახალი რეგისტრაციის გარეშე მოახდინოს იარაღის ძირითადი ელემენტების იარაღის დამატებითი ძირითადი ელემენტით ჩანაცვლება.“;
დ.ბ) მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის „ვ“ ქვეპუნქტი:
„ვ) დამატებითი ძირითადი ელემენტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საიდენტიფიკაციო ნომერი.“;
დ.გ) მე-4-მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. იარაღის შეძენის ნებართვა, იარაღის ან იარაღის დამატებითი ძირითადი ელემენტის რეგისტრაცია და რეგისტრაციის შედეგად მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე მინიჭებული უფლებამოსილება იურიდიული ძალის მქონეა ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული გარემოებების წარმოშობამდე.
5. სააგენტოს მიერ შესაბამისი ნებართვის გაცემა და იარაღის რეგისტრაცია, აგრეთვე იარაღის დამატებითი ძირითადი ელემენტის რეგისტრაცია არ განხორციელდება, თუ:
ა) არსებობს „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლით განსაზღვრული ნებართვის გაუქმების ან ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი;
ბ) აკრძალულია იარაღის სამოქალაქო და სამსახურებრივ-საშტატო იარაღად გამოყენება;
გ) იარაღი ან იარაღის დამატებითი ძირითადი ელემენტი მთლიანად ან ნაწილობრივ დამზადებულია ლიცენზიის არმქონე პირის მიერ;
დ) წარმოდგენილი დოკუმენტი ვერ აკმაყოფილებს იარაღის შეძენის ნებართვის გაცემისათვის, იარაღის ან იარაღის დამატებითი ძირითადი ელემენტის რეგისტრაციისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;
ე) ვერ დგინდება ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სარეგისტრაციო მონაცემები;
ვ) ბალისტიკური შემოწმების შედეგად გამოვლინდა იარაღის ან იარაღის დამატებითი ძირითადი ელემენტის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობა ან კონსტრუქციული ნაკლი/დაზიანება, რის გამოც შეუძლებელია მათი დანიშნულებისამებრ გამოყენება ან ექსპლუატაცია;
ზ) პირის საკუთრებაში არსებული იარაღის სხვადასხვა დამატებითი ძირითადი ელემენტით შესაძლებელია ახალი იარაღის დაკომპლექტება;
თ) არსებობს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ხელისშემშლელი გარემოებები.
6. სააგენტოს მიერ შესაბამისი ნებართვა, იარაღის ან იარაღის დამატებითი ძირითადი ელემენტის რეგისტრაცია უქმდება, თუ:
ა) ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული გარემოებები გამოვლინდა რეგისტრაციის შემდეგ;
ბ) განხორციელდა იარაღის ან იარაღის დამატებითი ძირითადი ელემენტის ჩამოწერა;
გ) გაიცა იარაღის ან იარაღის დამატებითი ძირითადი ელემენტის საკომისიო წესით ჩაბარების ცნობა;
დ) კანონმდებლობით განსაზღვრული წესით იარაღზე ან იარაღის დამატებით ძირითად ელემენტზე მესაკუთრის ან მოსარგებლის უფლებამოსილების სხვა პირზე გადაცემის გამო განხორციელდა ახალი სარეგისტრაციო მონაცემების აღრიცხვა (გადაფორმება);
ე) შეიცვალა ის გარემოება, რომელიც საფუძვლად დაედო იარაღის ან იარაღის დამატებითი ძირითადი ელემენტის რეგისტრაციას;
ვ) არსებობს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ხელშემშლელი გარემოებები.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას იარაღის მესაკუთრე (მფლობელი) ვალდებულია 14 დღის ვადაში მიმართოს სააგენტოს იარაღზე საკუთრების უფლების სხვა პირზე გადაცემის, იარაღის ჩამოწერის ან იარაღის საკომისიო წესით ჩაბარებისათვის იარაღის საკომისიო წესით ჩაბარების ცნობის მისაღებად.“;
დ.დ) მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 პუნქტი:
„11. იარაღის რეგისტრაციის, ხელახალი რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმებისათვის ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული ნორმები ვრცელდება, შესაბამისად, იარაღის დამატებით ძირითად ელემენტზეც.“;
ე) 31 მუხლის:
ე.ა) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) უძრავი ქონების მესაკუთრის წერილობითი თანხმობის საფუძველზე, მის საკუთრებაში არსებული საქართველოში რეგისტრირებული საცხოვრებელი ადგილის მისამართი.“;
ე.ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული გარემოების დამადასტურებელ დოკუმენტში აღნიშნულია მხოლოდ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის დასახელება და არ არის მითითებული საცხოვრებელი ადგილის მისამართი, პირი ვალდებულია შენახვის უფლებით რეგისტრირებული იარაღი შეინახოს მხოლოდ აღნიშნულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში მდებარე მის საცხოვრებელ ადგილზე.“;
ვ) 32 მუხლის:
ვ.ა) მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) იარაღის ან იარაღის დამატებითი ძირითადი ელემენტის ბალისტიკური შემოწმების აქტი;“;
ვ.ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. იარაღის ხელახალი რეგისტრაციისას გაიცემა იარაღის რეგისტრაციის ახალი მოწმობა, ხოლო იარაღის რეგისტრაციის ძველი მოწმობა ითვლება ძალადაკარგულად და იგი უნდა ჩაბარდეს სააგენტოს.“;
ვ.გ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-6 პუნქტი:
„6. სამსახურებრივი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ იარაღზე სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსის მოხსნისას „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირები, აგრეთვე საქართველოს უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების მოსამართლეები თავისუფლდებიან საკუთრებაში არსებული იარაღის ხელახალი რეგისტრაციის ან/და იარაღის რეგისტრაციის მოწმობის კატეგორიის შეცვლის ვალდებულებისაგან, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი გადიან საქართველოს მოქალაქეობიდან, მიდიან უცხო სახელმწიფოს სამსახურში, ან/და დათხოვნილ იქნენ სამსახურიდან დისციპლინური ან/და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამო.“;
ზ) 33 მუხლის:
ზ.ა) მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები:
„ე) იარაღის დამამზადებლის სარეალიზაციოდ განკუთვნილ იარაღზე;
ვ) იარაღის დამატებითი ძირითადი ელემენტის რეგისტრაციისას ან ხელახალი რეგისტრაციისას.“;
ზ.ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. იარაღის დროებითი მოწმობა (ფორმა 1, ფორმა 2, ფორმა 3 და ფორმა 4) მოქმედებს მხოლოდ გრაფაში – ,,ძალაშია“ – განსაზღვრული ვადით, მიუხედავად მოწმობის გაცემის თარიღისა.“;
თ) 35 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 35 .
1. იარაღის ან იარაღის დამატებითი ძირითადი ელემენტის ჩამოწერისათვის მესაკუთრემ სააგენტოში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის (ბინადრობის) მოწმობა;
გ) საკუთრებაში არსებული იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა;
დ) ჩამოსაწერი იარაღი ან იარაღის დამატებითი ძირითადი ელემენტი;
ე) საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
2. ჩამოსაწერი იარაღი ბარდება სააგენტოს, ხოლო იარაღის მესაკუთრეს გადაეცემა სათანადოდ დამოწმებული იარაღის სააღრიცხვო ბარათის ასლი შესაბამისი აღნიშვნით. იმ შემთხვევაში, თუ ჩამოსაწერ იარაღთან ერთად რეგისტრირებულია იარაღის დამატებითი ძირითადი ელემენტი, მესაკუთრე ვალდებულია განახორციელოს მისი ჩამოწერა და სააგენტოში ჩაბარება ან ლიცენზირებულ პირთან საკომისიო წესით ჩაბარება ან საკუთრების უფლების სხვა პირზე გადაცემა ან მის საკუთრებაში არსებული შესაბამისი ტიპის სხვა იარაღის დამატებით ძირითად ელემენტად რეგისტრაცია.
3. მესაკუთრის მიერ მხოლოდ იარაღის დამატებითი ძირითადი ელემენტის ჩამოწერისას, სავალდებულოა ჩამოწერილი იარაღის დამატებითი ძირითადი ელემენტის სააგენტოსათვის ჩაბარება და იარაღის ხელახალი რეგისტრაციის განხორციელება.
4. ჩამოსაწერი იარაღის სააგენტოში ჩაბარების მიზნით იარაღის მესაკუთრეზე გაიცემა იარაღის დროებითი მოწმობა – ფორმა 3 (დანართი № 5), რომელიც უფლებას აძლევს აღნიშნულ პირს, მოწმობით განსაზღვრულ ვადაში განახორციელოს იარაღის შენახვის ადგილიდან ჩამოწერის განმახორციელებელ ორგანოში გადატანა. იარაღის დროებითი მოწმობის მქონე პირი ვალდებულია დაიცვას იარაღის გადატანა-გადაზიდვისათვის დადგენილი წესები.
5. იარაღის დროებითი მოწმობის ფორმა 3-ს (დანართი №5) ავსებს სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომელი, რომელიც განსაზღვრავს იარაღის ჩაბარების ადგილსა და გადატანის ვადას. იარაღის გადატანაზე მიცემული ვადა მიეთითება მოწმობის გრაფაში – ,,ძალაშია“ – და იგი არ უნდა აღემატებოდეს 12 სამუშაო საათს.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული იარაღის გადატანის ვადის ათვლა შეიძლება დაიწყოს პირის მოთხოვნის შესაბამისად. ამასთან, მოწმობის ძალაში შესვლის ვადა მოწმობის გაცემის თარიღს არ უნდა აღემატებოდეს 10 დღეზე მეტი ვადით.
7. სააგენტოს უფლება აქვს არ განახორციელოს ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული დაურეგისტრირებელი იარაღის ან იარაღის დამატებითი ძირითადი ელემენტის ჩამოწერა.
8. ჩაბარებული იარაღის განადგურების წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.
9. მესაკუთრის განცხადების საფუძველზე, შენახვის უფლებით რეგისტრირებული იარაღის შენახვის ადგილიდან დროებით სხვა ადგილზე გადატანისა და შენახვის ადგილზე დაბრუნების მიზნით სააგენტოს მიერ გაიცემა იარაღის დროებითი მოწმობა - ფორმა 4 (დანართი № 6).
10. იარაღის დროებითი მოწმობა - ფორმა 4 (დანართი № 6) უფლებას აძლევს პირს მოწმობით განსაზღვრულ ვადაში განახორციელოს დაზიანებული იარაღის გადატანა იარაღის შეკეთების ლიცენზიის მქონე პირთან, ხოლო შეკეთების შემდეგ ამ მუხლის მე-13 პუნქტით განსაზღვრული წესით განახორციელოს იარაღის გადატანა უკან შენახვის ადგილზე. იარაღის დროებითი მოწმობის მქონე პირი ვალდებულია დაიცვას იარაღის გადატანა-გადაზიდვისათვის დადგენილი წესები.
11. იარაღის დროებითი მოწმობის ფორმა 4-ის (დანართი №6) პირველ ნაწილს ავსებს იარაღის რეგისტრაციის განმახორციელებელი უფლებამოსილი თანამშრომელი, რომელიც იარაღის შენახვის ადგილისა და შეკეთების ლიცენზიის მქონე პირის მისამართის შესაბამისად მიუთითებს იარაღის შენახვისა და მიტანის ადგილს, ხოლო გრაფაში – ,,ძალაშია“ – განსაზღვრავს დროს (მაგრამ არა უმეტეს 12 სამუშაო საათისა), რომლის განმავლობაშიც პირს ეძლევა უფლება გადაიტანოს იარაღი შეკეთების ლიცენზიის მქონე პირთან.
12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული იარაღის გადატანის ვადის ათვლა შეიძლება დაიწყოს ფიზიკური პირის მოთხოვნის შესაბამისად. ამასთან, მოწმობის ძალაში შესვლის ვადა მოწმობის გაცემის თარიღს არ უნდა აღემატებოდეს 10 დღეზე მეტი ვადით.
13. იარაღის შეკეთების ლიცენზიის მქონე პირი ვალდებულია იარაღის მესაკუთრისათვის დაბრუნებისას იარაღის დროებითი მოწმობის ფორმა 4-ის (დანართი № 6) II ნაწილის შესაბამის გრაფაში მიუთითოს იარაღის გადაცემის საათი, დღე, თვე, წელი და მოაწეროს ხელი. მესაკუთრე ვალდებულია შეკეთების ლიცენზიის მქონე პირის მიერ იარაღის დაბრუნებიდან არა უმეტეს 8 საათისა გადაიტანოს იარაღი უკან შენახვის ადგილზე.“;
ი) 36 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის 37 მუხლი:
„მუხლი 37
1. იარაღის დამამზადებელი ვალდებულია:
ა) განახორციელოს სარეალიზაციოდ განკუთვნილი დამზადებული იარაღის ბალისტიკური შემოწმება;
ბ) შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე დამზადებული იარაღისა და საბრძოლო მასალის შესახებ ინფორმაცია (იარაღის ტიპი, საიდენტიფიკაციო ნომერი, დამღა, კალიბრი და სხვ.) წარუდგინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტს საინფორმაციო ბაზაში განსათავსებლად;
გ) დამზადებული იარაღის რეალიზაცია განახორციელოს მხოლოდ იარაღის შეძენის უფლების მქონე პირებზე;
დ) შემძენ ფიზიკურ პირს გადასცეს დამზადებული იარაღი უშუალოდ, იარაღის შეძენის ნებართვისა და იარაღის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში;
ე) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტს ყოველთვიურად წარუდგინოს მონაცემები რეალიზებული იარაღისა და საბრძოლო მასალის, ასევე იარაღის შემძენი პირის შესახებ;
ვ) შეასრულოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ვალდებულებები.
2. დამზადებული იარაღის რეალიზაციამდე (არა უგვიანეს დამზადებიდან 14 დღისა) იარაღის დამამზადებელი ვალდებულია იარაღის ტექნიკურ მახასიათებლებთან ერთად სააგენტოში წარადგინოს განცხადება და განახორციელოს დამზადებული იარაღის ბალისტიკური შემოწმება. სააგენტოში ბალისტიკურ შემოწმებაზე წარდგენილი დამზადებული იარაღის ტექნიკური მახასიათებლები უნდა შეესაბამებოდეს სააგენტოში რეგისტრირებული მსგავსი ტიპის იარაღის, აგრეთვე იარაღისათვის კანონმდებლობით დადგენილ ტექნიკურ მახასიათებლებს.
3. დამზადებული იარაღის ბალისტიკური შემოწმების შედეგად სააგენტო იარაღის დამამზადებელს გადასცემს დამზადებული იარაღის მოწმობას, რომელშიც წარმოდგენილი დოკუმენტებისა და ბალისტიკური შემოწმების საფუძველზე, აისახება ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა-დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მონაცემები.
4. დამზადებული იარაღის მოწმობაში სამ ეგზემპლარად აისახება:
ა) დამზადებული იარაღის მოწმობის ნომერი და გაცემის თარიღი;
ბ) მონაცემები იარაღის დამამზადებელი იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის შესახებ;
გ) იარაღის დამამზადებელი პირის ლიცენზიის ნომერი;
დ) დამზადებული იარაღის ტიპი, სახეობა, კალიბრი (ყალიბი) და საიდენტიფიკაციო მონაცემები;
ე) იარაღის შემძენი პირის სახელი, გვარი, რეგისტრაციის ადგილი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი ან პირადი ნომერი;
ვ) დამზადებული იარაღის რეალიზაციის თარიღი;
ზ) დამზადებული იარაღის რეალიზაციაზე უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი, ხელმოწერა.
5. დამზადებული იარაღის მოწმობაში ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ე-ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მონაცემები მიეთითება იარაღის დამამზადებლის მიერ დამზადებული იარაღის რეალიზაციისას.
6. დამზადებული იარაღის მოწმობაში ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა-დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მონაცემები შეიტანება სამ ეგზემპლარად, აქედან, იარაღის რეალიზაციის შემთხვევაში ერთი ეგზემპლარი რჩება იარაღის დამამზადებელს, მეორე გადაეცემა იარაღის შემძენს, ხოლო მესამე ეგზემპლარი (მოწმობასთან ერთად) წარედგინება სააგენტოს იარაღის შეძენის ნებართვის მიღებისა და იარაღის რეგისტრაციისათვის.
7. ფიზიკური პირის მიერ იარაღის დამამზადებლისაგან შეძენილი იარაღის რეგისტრაციისათვის სააგენტოს წარედგინება:
ა) განცხადება;
ბ) დამზადებული იარაღის მოწმობა;
გ) პირადობის (ბინადრობის) მოწმობა;
დ) საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისად გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისებისა);
ვ) იარაღის შეძენის ნებართვაზე კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ზ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
8. სააგენტოს მიერ დამზადებული იარაღის შეძენის ნებართვის გაცემისა და რეგისტრაციის შემთხვევაში შემძენს გადაეცემა იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა. დამზადებული იარაღის შენახვის უფლებით რეგისტრაციის შემთხვევაში შემძენს დამატებით გადაეცემა იარაღის დროებითი მოწმობა - ფორმა 2 (დანართი № 4), რომელიც უფლებას აძლევს აღნიშნულ პირს, მოწმობით განსაზღვრულ ვადაში განახორციელოს იარაღის გადატანა შეძენის ადგილიდან შენახვის ადგილზე. იარაღის გადატანისას ფიზიკური პირი ვალდებულია დაიცვას იარაღის გადატანა-გადაზიდვისათვის დადგენილი წესები.
9. დამზადებული იარაღის შეძენის ადგილიდან შენახვის ადგილზე გადატანის მიზნით იარაღის დროებითი მოწმობა გაიცემა ამ ინსტრუქციის 34 მუხლის მე-6-მე-9 პუნქტებით დადგენილი წესის შესაბამისად.
10. ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტების მიღებიდან 10 დღის ვადაში შემძენი ვალდებულია განახორციელოს იარაღის დამამზადებლისაგან შეძენილი იარაღის შეძენის ადგილიდან შენახვის ადგილზე გადატანა.
11. დამზადებული იარაღის შემძენზე იარაღის შეძენის ნებართვის გაუცემლობის შემთხვევაში დამზადებული იარაღის მოწმობა უქმდება, ხოლო იარაღის დამამზადებელს ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ-დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მონაცემების შეუცვლელად გადაეცემა ახალი მოწმობა.“;
კ) ინსტრუქციას დაემატოს შემდეგი შინაარსის დანართი № 5 და დანართი № 6:
„დანართი № 5
იარაღის დროებითი მოწმობა №
სახელი -------------------- გვარი---------------------- პირადი № -----------------------------
ცეცხლსასროლი იარაღის -----------------------------------------------------------------------
(მარკა, მოდელი, საიდენტიფიკაციო №)
უფლება აქვს ჩაბარების მიზნით გადაიტანოს იარაღი შენახვის ადგილიდან საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს --------------------------------------------------------------ში
მდებარე -------------------------------------------------------------
(დანაყოფის დასახელება)
ძალაშია ----------------------------------- დან -------------------------------------- მდე
(წელი, თვე, დღე, საათი) (წელი, თვე, დღე, საათი)
--------------------------------------------- ------------------------------------------
(უფლებამოსილი თანამდებობის პირი) (ხელმოწერა)
დანართი № 6
იარაღის დროებითი მოწმობა №
I. სახელი -------------------- გვარი---------------------- პირადი № ----------------------------
უფლება აქვს ცეცხლსასროლი იარაღი ---------------------------------------------------------
(მარკა, მოდელი, საიდენტიფიკაციო №)
შეკეთების მიზნით იარაღის შენახვის ადგილიდან, მდებარე ------------------------------------------------ გადაიტანოს იარაღის შეკეთების ლიცენზიის მქონე პირთან ---------------------------------------------------------------, მდებარე ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ძალაშია ---------------------------------------- დან ---------------------------------- მდე
(წელი, თვე, დღე, საათი) (წელი, თვე, დღე, საათი)
--------------------------------------------- ------------------------------------------
(უფლებამოსილი თანამდებობის პირი) (ხელმოწერა)
II. შესაკეთებლად წარმოდგენილი იარაღი დაუბრუნდა მესაკუთრეს:
------- წელი --------თვე ------დღე -------საათი
--------------------------------------- --------------------------------------------
(ლიცენზიის მქონე პირი) (ხელმოწერა)
მესაკუთრე ვალდებულია შეკეთების ლიცენზიის მქონე პირის მიერ იარაღის დაბრუნებიდან არა უმეტეს 8 საათისა გადაიტანოს იარაღი უკან შენახვის ადგილზე.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ . სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები