“საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 11 იანვრის N1-1/24 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1-1/321
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 28/02/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110302022, 07/03/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 15/09/2012
სარეგისტრაციო კოდი 300010000.22.024.016040
  • Word
1-1/321
28/02/2011
ვებგვერდი, 110302022, 07/03/2011
300010000.22.024.016040
“საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 11 იანვრის N1-1/24 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/321

2011 წლის 28 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 11 იანვრის 1-1/24 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 11 იანვრის 1-1/24 ბრძანებაში (სსმ III, 12.01.2007წ., 5, უხ . 40) შეტანილ იქნეს ცვლილებები და ბრძანების პირველი პუნქტის:

1. ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს დებულება.”.

2. ა” ქვეპუნქტით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს დებულება” ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

3. ბ” ქვეპუნქტით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს დებულებაში” შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) პირველი მუხლის:

ა.ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

7. სახელმწიფო ქონების პრივატიზებიდან და სარგებლობის უფლებით გაცემიდან ამონაგები თანხების განაწილება ბიუჯეტების დონეებს შორის ხორციელდება სახელმწიფო ხაზინის მეშვეობით საქართველოს კანონის საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი” შესაბამისად.;

ა.ბ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

11. სამმართველოს აქვს ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და სამმართველოს სახელწოდებით.“;

ა.გ) მე-12 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ნ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ნ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტს, მათ შორის, თანამშრომელთა შვებულებების შესახებ, სამმართველოს უფროსის გარდა.”;

გ) მე-4 მუხლს დაემატოს მე-3 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

3. სამმართველოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობებს, მისი დავალებით, ასრულებს სამმართველოს ერთ- ერთი თანამშრომელი.”.

4. „გ” ქვეპუნქტით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქვემო ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს დებულებაში” შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) პირველი მუხლის:

ა.ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

7. სახელმწიფო ქონების პრივატიზებიდან და სარგებლობის უფლებით გაცემიდან ამონაგები თანხების განაწილება ბიუჯეტების დონეებს შორის ხორციელდება სახელმწიფო ხაზინის მეშვეობით საქართველოს კანონის საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი” შესაბამისად.;

ა.ბ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

11. სამმართველოს აქვს ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და სამმართველოს სახელწოდებით.“;

ა.გ) მე-12 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ნ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ნ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტს, მათ შორის, თანამშრომელთა შვებულებების შესახებ, სამმართველოს უფროსის გარდა.”;

გ) მე-4 მუხლს დაემატოს მე-3 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

3. სამმართველოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობებს, მისი დავალებით, ასრულებს სამმართველოს ერთ- ერთი თანამშრომელი.”.

5. „დ” ქვეპუნქტით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შიდა ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს დებულებაში” შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) პირველი მუხლის:

ა.ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

7. სახელმწიფო ქონების პრივატიზებიდან და სარგებლობის უფლებით გაცემიდან ამონაგები თანხების განაწილება ბიუჯეტების დონეებს შორის ხორციელდება სახელმწიფო ხაზინის მეშვეობით საქართველოს კანონის საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი” შესაბამისად.;

ა.ბ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

11. სამმართველოს აქვს ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და სამმართველოს სახელწოდებით.“;

ა.გ) მე-12 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ნ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ნ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტს, მათ შორის, თანამშრომელთა შვებულებების შესახებ, სამმართველოს უფროსის გარდა.”;

გ) მე-4 მუხლს დაემატოს მე-3 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

3. სამმართველოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობებს, მისი დავალებით, ასრულებს სამმართველოს ერთ- ერთი თანამშრომელი.”.

6. „ე” ქვეპუნქტით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კახეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს დებულებაში” შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) პირველი მუხლის:

ა.ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

7. სახელმწიფო ქონების პრივატიზებიდან და სარგებლობის უფლებით გაცემიდან ამონაგები თანხების განაწილება ბიუჯეტების დონეებს შორის ხორციელდება სახელმწიფო ხაზინის მეშვეობით საქართველოს კანონის საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი” შესაბამისად.”.

ა.ბ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

11. სამმართველოს აქვს ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და სამმართველოს სახელწოდებით.“;

ა.გ) მე-12 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ნ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ნ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტს, მათ შორის, თანამშრომელთა შვებულებების შესახებ, სამმართველოს უფროსის გარდა.”;

გ) მე-4 მუხლს დაემატოს მე-3 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

3. სამმართველოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობებს, მისი დავალებით, ასრულებს სამმართველოს ერთ- ერთი თანამშრომელი.”.

7. „ვ” ქვეპუნქტით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს რაჭა-ლეჩხუმ-იმერეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს დებულებაში” შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) პირველი მუხლის:

ა.ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

7. სახელმწიფო ქონების პრივატიზებიდან და სარგებლობის უფლებით გაცემიდან ამონაგები თანხების განაწილება ბიუჯეტების დონეებს შორის ხორციელდება სახელმწიფო ხაზინის მეშვეობით საქართველოს კანონის საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი” შესაბამისად.;

ა.ბ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

11. სამმართველოს აქვს ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და სამმართველოს სახელწოდებით.“;

ა.გ) მე-12 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ნ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ნ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტს, მათ შორის, თანამშრომელთა შვებულებების შესახებ, სამმართველოს უფროსის გარდა.”;

გ) მე-4 მუხლს დაემატოს მე-3 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

3. სამმართველოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობებს, მისი დავალებით, ასრულებს სამმართველოს ერთ- ერთი თანამშრომელი.”.

8. „ზ” ქვეპუნქტით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს დებულებაში” შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) პირველი მუხლის:

ა.ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

7. სახელმწიფო ქონების პრივატიზებიდან და სარგებლობის უფლებით გაცემიდან ამონაგები თანხების განაწილება ბიუჯეტების დონეებს შორის ხორციელდება სახელმწიფო ხაზინის მეშვეობით საქართველოს კანონის საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი” შესაბამისად.;

ა.ბ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

11. სამმართველოს აქვს ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და სამმართველოს სახელწოდებით.“;

ა.გ) მე-12 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

ბ) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ნ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ნ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტს, მათ შორის, თანამშრომელთა შვებულებების შესახებ, სამმართველოს უფროსის გარდა.”;

გ) მე-4 მუხლს დაემატოს მე-3 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

3. სამმართველოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობებს, მისი დავალებით, ასრულებს სამმართველოს ერთ- ერთი თანამშრომელი.”.

9. „თ” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე

ვ. ქობალია

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

     1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველო (შემდგომში _ სამმართველო) არის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომში _ სამინისტრო) ტერიტორიული ორგანო, რომელიც შექმნილია “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონისა და “საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის N77 დადგენილების საფუძველზე.

2. სამმართველოს, შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში (ფოთი, აბაშა, ზუგდიდი, მარტვილი, მესტია, სენაკი, ჩხოროწყუ, წალენჯიხა, ხობი, ლანჩხუთი, ოზურგეთი, ჩოხატაური) თავისი ამოცანების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს და არის მითითებულ რაიონებში სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების სამართალმემკვიდრე.

3. სამმართველო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, მოქმედი ნორმატიული აქტებით, სამინისტროს დებულებით, მინისტრის ბრძანებებითა და ამ დებულებით.

4. სამმართველო საქმიანობას ახორციელებს სტრუქტურული ქვედანაყოფების მეშვეობით.

5. სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის პროცესის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის უზრუნველსაყოფად სამმართველო ახორციელებს შესაბამის ტერიტორიაზე არსებული სამინისტროსაგან დელეგირებული სახელმწიფო ქონების ფლობას, სარგებლობასა და განკარგვას.

6. თავისი კომპეტენციის ფარგლებში შემავალ საკითხებზე სამმართველოს გადაწყვეტილებათა შესრულება სავალდებულოა ყველა სახელმწიფო და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის.

7.  სახელმწიფო ქონების პრივატიზებიდან და სარგებლობის უფლებით გაცემიდან ამონაგები თანხების განაწილება ბიუჯეტების დონეებს შორის ხორციელდება სახელმწიფო ხაზინის მეშვეობით საქართველოს კანონის ”საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის” შესაბამისად.

8. მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებისათვის სამმართველო ანგარიშვალდებულია და პასუხს აგებს სამინისტროს წინაშე.

9. სამმართველოს დებულებას და საშტატო ნუსხას ამტკიცებს მინისტრი.

10. სამმართველოს და მის სტრუქტურაში შემავალი  სამსახურების თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად

11. სამმართველოს აქვს ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და სამმართველოს სახელწოდებით.

12. სამმართველო ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე, რომელიც ახორციელებს მის სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონით დადგენილი წესით.

13. სამმართველოს იურიდიული მისამართია: საქართველო, ფოთი, 26 მაისის ქ.  N7.

    მუხლი 2. სამმართველოს ფუნქციები

1. სამმართველო თავისი ძირითადი ფუნქციების შესასრულებლად არსებული კანონმდებლობის ფარგლებში:

ა) უზრუნველყოფს მასზე დელეგირებულ სახელმწიფო ქონების გამიჯვნის შესახებ სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილების რეალიზაციასა და კონტროლს;

ბ) ახორციელებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზებას და ადასტურებს პრივატიზებულ სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლებას;

გ) ორგანიზაციას უწევს და აკონტროლებს კანონით გათვალისწინებული ფორმების მიხედვით მასზე დელეგირებულ  ქონების პრივატიზაციას, ქონების პრივატიზაციასთან დაკავშირებით მყიდველის მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესრულებას და საჭიროების შემთხვევაში, იღებს კანონით გათვალისწინებულ ზომებს; კოორდინაციას უწევს საწარმოებში შექმნილი პრივატიზების სამუშაო კომისიების მიერ წარმოდგენილი მასალების შემოწმებას;

დ) გასცემს მასზე დელეგირებულ  სახელმწიფო პრივატიზებული ქონებაზე საკუთრების უფლების დამადასტურებელ მოწმობებს;

ე) აღრიცხავს შესაბამის სამსახურებთან ერთად ადგილობრივი თვითმმართველობების ტერიტორიაზე არსებულ და მის გამგებლობას მიკუთვნებულ სახელმწიფო ქონებას;

ვ) გასცემს არაპრეფერენციული წარმოშობისა და საქონლის წარმოშობის CT-1 სერთიფიკატებს;

ზ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს

    მუხლი 3. უფლებები და მოვალეობები

1. სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს უფლება აქვს:

ა) იყოს სახელმწიფოს წარმომდგენელი სახელმწიფო დელეგირებულ   ქონებაზე დადებულ ხელშეკრულებათა შესრულებაში, ორგანიზება გაუწიოს სახელმწიფო დელეგირებულ ქონების სარგებლობის უფლებით გაცემული ხელშეკრულებათა პირობების შესრულების კონტროლს, მიიღოს გადაწყვეტილება ამ ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით გაცემის შესახებ;

ბ) მიიღოს მონაწილეობა მასზე დელეგირებულ სახელმწიფო დაქვემდებარების ქონებით შექმნილი საწარმოების გაკოტრებისა და ლიკვიდაციის პროცესში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

 გ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მოითხოვოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისაგან, საწარმოებისა და ორგანიზაციებისაგან სათანადო ინფორმაცია კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

დ) თავისი ფუნქციების შესრულების პროცესში მოიწვიოს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებიდან სპეციალისტები, დამოუკიდებელი ექსპერტები, იური-დიული და ფიზიკური პირები;

ე) ცალკეული საკითხების გადამოწმების ან დარღვევებზე რეაგირების მიზნით კომპეტენციების შესაბამისად, არსებული კანონმდებლობის მიხედვით მიმართოს სათანადო ორგანოებს;

ვ) დაიცვას სახელმწიფოს ინტერესები სასამართლოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

2. სამმართველო ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით:

ა) სამინისტროსთან შეთანხმებით მიიღოს გადაწყვეტილება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმებით საწარმოთა შექმნის შესახებ, რომლის დაფუძნება ხდება სახელმწიფოს  ქონების ბაზაზე;

ბ) განახორციელოს მის მიერ განკარგული სახელმწიფო ქონების მყიდველების მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების კონტროლი;

გ) განახორციელოს დელეგირებული სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია, ასევე სახელმწიფო ქონების ჩამოწერა და ჩამოწერის შედეგად მიღებული ჯართის რეალიზაცია მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში;

დ) უზრუნველყოს სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესის საჯაროობა და რეკლამირება;

ე) განახორციელოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნო დანიშნულების მიწის პრივატიზება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ვ) სახელმწიფო ქონების მონაწილეობით დადებულ გარიგებებში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, აგრეთვე სახელმწიფო ინტერესებისათვის ზიანის მიყენების შემთხვევაში, აღძრას სასამართლოში სარჩელი ამ გარიგებათა გაუქმების შესახებ და აცნობოს სამინისტროს, მიიღოს ყველა ზომა სახელმწიფო ქონების დაყადაღების თავიდან აცილების მიზნით, ხოლო დაყადაღების შემთხვევაში აცნობოს სამინისტროს; ასევე ადგილზე დაიცვას სამინისტროს სხვა ფუნქციებიდან გამომდინარე ინტერესები თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

    მუხლი 4.სამმართველოს სტრუქტურა

1. სამმართველოს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.

2. სამმართველოს უფროსი:

ა) დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს სამმართველოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, მინდობილობის გარეშე მოქმედებს სამმართველოს სახელით, წარმოადგენს მას ყველა დაწესებულებასა და ორგანიზაციაში;

ბ) იღებს გადაწყვეტილებას და პასუხს აგებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ გამოყენებაზე;

გ) პასუხისმგებელია მინისტრის წინაშე მინდობილი მმართველობის სფეროს მდგომარეობისათვის;

დ) აწესრიგებს სამმართველოს გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს;

ე) წარმოადგენს სამმართველოს და ანიჭებს სამმართველოს მუშაკებს წარმომადგენლობას (მათ შორის სასამართლო ორგანოებში);

ვ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესრულებისათვის იმ სფეროში, რომელიც სამმართველოს მმართველობას განეკუთვნება;

ზ) დადგენილი წესით განსაზღვრავს სამმართველოს საშტატო ნუსხით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურეების ძირითად კომპეტენციებს და პასუხისმგებლობას;

თ) თვალყურს ადევნებს დაქვემდებარებული მუშაკების მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებას;

ი) აწარმოებს მოქალაქეთა პირად მიღებას;

კ) აბარებს მინისტრს სამმართველოს საქმიანობის ანგარიშს;

ლ)  ატარებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს სახელმწიფო ქონების გამოყენებისა და დაცვისათვის, ორგანიზაციას უწევს ამ საქმიანობას;

მ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს სამმართველოს თანამშრომელთა მივლინებების შესახებ;

ნ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტს, მათ შორის თანამშრომელთა შვებულებების შესახებ, სამმართველოს უფროსის გარდა.

3. სამმართველოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობებს, მისი დავალებით, ასრულებს სამმართველოს ერთერთი თანამშრომელი.

    მუხლი 5. სამმართველოს სტრუქტურა და საშტატო  განრიგი

სამმართველოს სტრუქტურასა და საშტატო განრიგს სამუშაოთა მოცულობის გათვალისწინებით ამტკიცებს მინისტრი.

    მუხლი 6.სამმართველოს რეორგანიზაცია და  ლიკვიდაცია

სამმართველოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.