დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასს დაქვემდებარებულ შენობა–ნაგებობათა სახეობების (რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე) და პირობების განსაზღვრის შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 1 თებერვლის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13 |
| დოკუმენტის მიმღები | ბოლნისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 01/03/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110302018, 16/03/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 04/04/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020010.35.158.016021 |
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №13
2011 წლის 1 მარტი
ქ. ბოლნისი
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეობების (რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე) და პირობების განსაზღვრის შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 1 თებერვლის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილებები „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეობების (რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე) და პირობების განსაზღვრის შესახებ “ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 1 თებერვლის №9 დადგენილებაში (სსმ, 09.02.2011), კერძოდ:
1. დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის ღერძულა ხაზიდან ორივე მხარეს 50 მ-იან ზონაში I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის/განთავსებისათვის (გარდა 1-ლი პუნქტის „გ“, „ვ“, „ზ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა და იმ შენობა-ნაგებობებისა, რომელთა მშენებლობა გათვალისწინებულია სახელმწიფო ან/და ადგილობრივი ბიუჯეტით) სავალდებულოა მშენებლობის ნებართვა, რაც გაიცემა II კლასის მშენებლობისათვის დადგენილი წესით“;
ბ) საზოგადოებრვი სივრცის (მოედნის, ხიდის, სკვერის, პარკის, ბაღის) უშუალოდ მომიჯნავედ I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის /განთავსებისათვის (გარდა 1-ლი პუნქტის „გ“, „ვ“, „ზ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა და იმ შენობა-ნაგებობებისა, რომელთა მშენებლობა გათვალისწინებულია სახელმწიფო ან/და ადგილობრივი ბიუჯეტით) სავალდებულოა მშენებლობის ნებართვა, რაც გაიცემა II კლასის მშენებლობისათვის დადგენილი წესით“.
მუხლი 2.
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ნ. საბიაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები