,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ” ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ” ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 19
დოკუმენტის მიმღები ბოლნისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 01/03/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110302012, 16/03/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2012
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.158.016027
  • Word
19
01/03/2011
ვებგვერდი, 110302012, 16/03/2011
190020020.35.158.016027
,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ” ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
ბოლნისის მუნიციპალიტეტი

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №19

2011წლის 1 მარტი

ქ. ბოლნისი

,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ” ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის აობაზე

    მუხლი 1.

 ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ” ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №3 დადგენილებით (სსმ, 17.01.2011) დამტკიცებულ 2011 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარების გაცემისა და მიღების წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1.მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ყოველთვიური მატერიალური დახმარება გაეწევათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე შემდეგ კატეგორიას:

ა)შეზღუდული შესაძლებლობების მქონე  I და II ჯგუფის ინვალიდებს 30 ლარის ოდენობით;

ბ)სტაციონარში მოთავსების შემთხვევაში პაციენტს დახმარება გაეწევა ერთჯერადად, სტაციონარში მკურნალობისათვის 300 ლარის ოდენობით, 300 ლარიდან ზემოთ – 70%-ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 700 ლარისა .”.

2. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 9. მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება

1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება შემდეგი სახის სარიტუალო მომსახურება:

ა)მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მიცვალებულ ვეტერანთა (მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა, კოდი 100) სარიტუალო მომსახურება;

ბ)მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლ მიცვალებულთა (კოდი 300) სარიტუალო მომსახურება;

გ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ავღანეთის ომის მონაწილე მიცვალებულთა (კოდი 200) სარიტუალო მომსახურება;

დ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება;

ე) უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება.

2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა)დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ)განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ)ცნობა სოციალური მომსახურების ბოლნისის განყოფილებიდან გარდაცვლილის ოჯახის შემადგენლობისა და სოციალური მდგომარეობის შესახებ;

დ)იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობის ასლი;

ე)ცნობა ტერიტორიული ორგანოდან გარდაცვლილის უპატრონობის შესახებ;

ვ) მიცვალებული ვეტერანის მოწმობის ასლი;

ზ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში;

თ)თანხა გაიცემა 250(ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.

4. დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა, ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის სამსახურდასკვნის საფუძველზე.”.

3.მე-13 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტები  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილეები (კოდი 300);

ბ) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ომის შემდეგ და ომის პერიოდში  გარდაცვლილთა ოჯახები ( კოდი 500; 501; 600;).”

    მუხლი 2.

 ეს დადგენილება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე. 

საკრებულოს თავმჯდომარე:                                                                            ნ. საბიაშვილი