„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №248 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №248 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 116
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 01/03/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110302007, 02/03/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 25/05/2011
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.033.016142
  • Word
116
01/03/2011
ვებგვერდი, 110302007, 02/03/2011
040030000.22.033.016142
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №248 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება 116

2011 წლი1 მარტი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის № 248 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,

ვბრძანებ:

მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №248 ბრძანებით (სსმ III, 31.03.2010, №33, მუხლი 543) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-3 მუხლის:

) მე-2 პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს სამსახურის ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ერთეულების და სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;“;

) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სამსახურის უფროსს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილეები, რომლებსაც, სამსახურის უფროსის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. საქართველოს ფინანსთა მინისტრი, სამსახურის უფროსის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ასევე სამსახურის სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეულების უფროსებს.“.

2. მე-4 მუხლის:

) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახური დაკისრებულ მოვალეობებს ასრულებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. სამსახური შედგება ცენტრალური აპარატისა და სამსახურის სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეულებისაგან, რომლებიც ქმნიან სამსახურის ერთიან ცენტრალიზებულ სისტემას.“;

) მე-2 პუნქტის:

.)ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

.) ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

) მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსისდაქვეპუნქტები:

) მომსახურების დეპარტამენტი;

) მიმდინარე კონტროლის დეპარტამენტი.“.

3. მე-5 მუხლის:

)ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

) ადმინისტრაციული დეპარტამენტი:

.) საფინანსო სამმართველო;

.) შესყიდვების სამმართველო;

.) სამეურნეო სამმართველო:

..) სამეურნეო სამმართველოს აღმოსავლეთის განყოფილება;

..) სამეურნეო სამმართველოს დასავლეთის განყოფილება;

.) საქმისწარმოების სამმართველო:

..) საქმისწარმოების სამმართველოს აღმოსავლეთის განყოფილება;

..) საქმისწარმოების სამმართველოს დასავლეთის განყოფილება;

.) საარქივო სამმართველო;

.) ტექნიკური პერსონალის განყოფილება.“.

)ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

) ადმინისტრირების დეპარტამენტი:

.) იძულებითი ღონისძიებების სამმართველო:

..) საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის განყოფილება;

..) საგადასახადო შემოსავლების აღრიცხვისა და მონიტორინგის განყოფილება;

ვ.ბ) რისკების მართვის სამმართველო:

..) საგადასახადო შემოწმების რისკების განყოფილება;

..) მიმდინარე კონტროლის რისკების განყოფილება;

..) ეკონომიკური საზღვრის კვეთის რისკების განყოფილება;

..) ინფორმაციის დამუშავების განყოფილება.“;

) „ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის.ქვეპუნქტი:

 „.) დასავლეთის სამმართველო.“;

).ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

)ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. მე-7 მუხლი ამოღებულ იქნეს.

5. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. ადმინისტრაციული დეპარტამენტი

1. საფინანსო სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) სამსახურის სისტემის ნაერთი ბიუჯეტის პროექტის მომზადება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარდგენა;

ბ) სამსახურის ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების მიზნით, გამოყოფილი სახსრების მართვა;

გ) სამსახურის ხარჯთანუსხის შესრულების პერიოდული ანგარიშების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;

დ) სამსახურის სისტემის ფინანსური და მატერიალური აქტივებისა და პასივების აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება;

ე) საბუღალტრო საქმიანობის წარმართვა კანონმდებლობის შესაბამისად;

ვ) კვარტალური და წლიური საფინანსო, სტატისტიკური, აგრეთვე სამსახურის ნაერთი ბიუჯეტის შესრულების ანგარიშგების მომზადება;

ზ) ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების (BDD) დოკუმენტში სამინისტროს პრიორიტეტების ასახვის მიზნით, სამსახურის საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება და დადგენილ ვადებში საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარდგენა;

თ) საშტატო ნუსხის პროექტის მომზადება;

ი) წახალისების ფორმების (პრემიის გაცემა ან ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება) გამოყენებასთან დაკავშირებით სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება;

კ) მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების ორგანიზება;

ლ) წელთა ნამსახურობის გაანგარიშება და შესაბამისი დოკუმენტაციის დამუშავება;

მ) გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;

ნ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.

2. შესყიდვების სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა, წლიური შესყიდვების გეგმის შედგენა და კორექტირება;

ბ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წლიური ან/და კორექტირებული შესყიდვების გეგმის წარდგენა;

გ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელება, მათ შორის, მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება, სავარაუდო ფასების განსაზღვრა, შესყიდვის საშუალების შერჩევა და შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენა;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, სატენდერო პროცედურების წარმართვა, სატენდერო დოკუმენტაციისა და წინადადებების, აგრეთვე სხვა დოკუმენტაციის მიღება-გაცემა და აღრიცხვა;

ე) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებისა და, საჭიროების შემთხვევაში, მათში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტების მომზადება;

ვ) სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ოპერატიული და სახელმწიფო შესყიდვების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე ანგარიშების საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსათვის წარდგენა;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;

თ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.

3. სამეურნეო სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) სამსახურში ძირითადი საშუალებების, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიღება, განაწილება, კონტროლი;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის კომისიის მუშა ჯგუფში მონაწილეობა;

გ) სამსახურის სისტემის მატერიალურ-ტექნიკური ურუნველყოფა და სასაწყობე მეურნეობის სწორად წარმართვის ორგანიზება;

დ) ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, კაპიტალური და მიმდინარე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ზედამხედველობა;

ე) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ სახელშეკრულებო ვალდებულებათა ზედამხედველობა და კონტროლი მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;

ვ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებზე წლიური მოთხოვნილებების სავარაუდო მოცულობების განსაზღვრა და წარდგენა შესაბამის სამმართველოში წლიური სახელმწიფო შესყიდვების გეგმის შედგენის მიზნით;

ზ) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნების, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების, სანებართვო მოწმობის ფორმების და მკაცრი აღრიცხვის სხვა ფორმების ბეჭდვის ორგანიზება, კანონმდებლობით დადგენილი წესით შენახვა და მათი სამსახურის სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გაცემა;

თ) გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;

ი) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.

4. საქმისწარმოების სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) სამსახურში საქმისწარმოების ორგანიზება და კონტროლი; შემოსული და გასული კორესპონდენციის რეგისტრაცია, ზემდგომი ორგანოებისა და სამსახურის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებათა შესრულებაზე კონტროლი; შესრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვა;

ბ) სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და დავალებების რეგისტრაცია, მათი შესრულების ორგანიზების უზრუნველყოფა, გაწეული მუშაობის შედეგების შესახებ ინფორმაციის მომზადება სამსახურის უფროსისათვის;

გ) სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ კორესპონდენციასთან დაკავშირებული საქმისწარმოების განხორციელება;

დ) საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა;

ე) გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;

ვ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.

5. საარქივო სამმართველოს ძირითადი ფუნქციაა სამსახურში საარქივო საქმიანობის წარმართვა.

6. სამეურნეო სამმართველოს აღმოსავლეთის და დასავლეთის განყოფილებები ახორციელებენ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ფუნქციებს, გარდა ამავე პუნქტის „გ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფუნქციებისა.

7. საქმისწარმოების სამმართველოს აღმოსავლეთის და დასავლეთის განყოფილებები ახორციელებენ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ფუნქციებს, გარდა ამავე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფუნქციისა.

8. სამეურნეო სამმართველოს და საქმისწარმოების სამმართველოს აღმოსავლეთის განყოფილებები თავის ფუნქციებს ახორციელებენ აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე.

9. სამეურნეო სამმართველოს და საქმისწარმოების სამმართველოს დასავლეთის განყოფილებები თავის ფუნქციებს ახორციელებენ დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე.“.

6. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 13. ადმინისტრირების დეპარტამენტი

1. იძულებითი ღონისძიებების სამმართველოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის განყოფილების ძირითადი ფუნქციებია:

ა) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლით და 254-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების (საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა, ქონებაზე (მათ შორის, საბანკო ანგარიშებზე) ყადაღის დადება საგადასახადო დავის პერიოდში) ელექტრონულ-ტექნიკური საშუალებებით განხორციელება. საბანკო დაწესებულებებსა და სამსახურს შორის ინფორმაციის ელექტრონულ-ტექნიკური საშუალებებით გაცვლის კოორდინაცია;

ბ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე, 240-ე და 241-ე მუხლებით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების (საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა, მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა, ქონებაზე ყადაღის დადება) ელექტრონულ-ტექნიკური საშუალებებით განხორციელება;

გ) შესაბამისი ღონისძიებების გატარება იმ გადასახადის გადამხდელთა გამოვლენის მიზნით, რომლებიც თავს არიდებენ გადასახადის გადახდას და საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში ამავე კოდექსის 241-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული ღონისძიებების (ქონებაზე (მათ შორის, საბანკო ანგარიშებზე) ყადაღის დადება) განხორციელება;

დ) ვალდებულების დამდგენი დოკუმენტის საჯაროდ გავრცელების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, საგადასახადო სამართალდარღვევების გამოვლენა და სამართალდარღვევათა საქმის წარმოება;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების, შესაბამისი ნორმატიული აქტების და მეთოდური მითითებების პროექტების მომზადება;

) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.

2. იძულებითი ღონისძიებების სამმართველოს საგადასახადო შემოსავლების აღრიცხვისა და მონიტორინგის განყოფილების ძირითადი ფუნქციებია:

ა) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 240-ე და 241-ე მუხლებით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების (მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა, ქონებაზე ყადაღის დადება) განხორციელების მიზნით, გადასახადის გადამხდელთა შერჩევა და საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის განყოფილებისათვის ინფორმაციის გადაგზავნა;

ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიულპირისთვის – აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ გადაწყვეტილებათა შერჩევითი მიწოდება, დაყადაღების (აღწერის) აქტის შედგენის და ქონების აუქციონზე რეალიზაციის მიზნით;

გ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული და ყადაღადადებული ქონების რეალიზაციიდან მიღებული თანხების საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის სადეპოზიტო ქვეანგარიშზე ჩარიცხვის შემდგომ, შესაბამის სახაზინო კოდებზე თანხების განაწილება – გადასახადის სახეების მიხედვით;

დ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიულპირის – აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება და მისგან ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შედეგებზე ინფორმაციის მიღება;

ე) გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების ან მისი ნაწილის რეალიზაციაზე ან სარგებლობის უფლებით გაცემაზე სამსახურში შემოსული განცხადების განხილვა და გადაწყვეტილების პროექტის მომზადება;

ვ) გადასახადის გადამხდელის საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონების ან მისი ნაწილის რეალიზაციაზე სამსახურში შემოსული განცხადების განხილვა და გადაწყვეტილების პროექტის მომზადება;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერების/გაუქმების შესახებ სამსახურში შემოსული განცხადების განხილვა და გადაწყვეტილების პროექტის მომზადება;

თ) საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერების თაობაზე გადაწყვეტილებათა/ხელშეკრულებათა შესრულებაზე კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში, სათანადო რეაგირების განსახორციელებლად სამსახურის ხელმძღვანელობისათვის შესაბამისი წინადადებების წარდგენა;

ი) რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მომუშავე გადასახადის გადამხდელთა მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან დადებული ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების შესახებ ინფორმაციის მიღება–დამუშავება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის მიწოდება;

კ) გადასახადების მიხედვით საგადასახადო დავალიანების ჩამოწერასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა და სამსახურის ხელმძღვანელობისათვის შესაბამისი წინადადებების წარდგენა;

ლ) მონიტორინგი გადასახადის გადამხდელების მიერ გადასახადების სრულ და დროულ გადახდაზე, საგადასახადო შემოსავლების კლებაზე/ზრდაზე;

მ) კომპეტენციის ფარგლებში, საგადასახადო სამართალდარღვევების გამოვლენა და სამართალდარღვევათა საქმის წარმოება;

ნ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;

ო) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების, შესაბამისი ნორმატიული აქტების და მეთოდური მითითებების პროექტების მომზადება;

პ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.

3. რისკების მართვის სამმართველოს საგადასახადო შემოწმების რისკების განყოფილების ძირითადი ფუნქციებია:

ა) საგადასახადო მონაცემთა ავტომატიზებული სისტემის მეშვეობით, გადასახადის გადამხდელთა გასვლითი საგადასახადო შემოწმებისათვის შესარჩევი რისკის კრიტერიუმების და ლიკვიდაციის პროცესში მყოფი პირების საგადასახადო შემოწმების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად რისკების შეფასების კრიტერიუმების შემუშავება. ლიკვიდაციის პროცესში მყოფ პირთა შერჩევის ელექტრონული სისტემის და საგადასახადო რისკის მართვის პროგრამის მუშაობის ანალიზი;

ბ) კამერალური საგადასახადო შემოწმების ჩატარების მიზნით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მონაცემების (დეკლარაციების და სხვა გაანგარიშებების) დამუშავება-ანალიზი, რისკის ფაქტორების განსაზღვრა, საქონლის გაფორმებასთან დაკავშირებული მონაცემების დამუშავება, მათი შედარება საგადასახადო მონაცემებთან. წარუდგენელი დეკლარაციების შესახებ ინფორმაციის მიღება (მათ შორის, სპეციალურად შექმნილი ელექტრონული მოდულის მეშვეობით) და დამუშავება;

გ) რისკის მქონე გადასახადის გადამხდელებთან აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩასატარებელი გასვლითი და კამერალური საგადასახადო შემოწმებების განსაზღვრის მიზნით, შესაბამისი ინფორმაციის საგადასახადო მონაცემთა ავტომატიზებული სისტემის მეშვეობით დამუშავება და აუდიტის დეპარტამენტისათვის გადაცემა;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების, შესაბამისი ნორმატიული აქტების და მეთოდური მითითებების პროექტების მომზადება;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;

ვ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.

4. რისკების მართვის სამმართველოს მიმდინარე კონტროლის რისკების განყოფილების ძირითადი ფუნქციებია:

ა) საგადასახადო მონაცემთა ავტომატიზებული სისტემის მეშვეობით გადასახადის გადამხდელთა მიმდინარე კონტროლის პროცედურებისთვის შესარჩევი რისკის კრიტერიუმების შემუშავება და საგადასახადო რისკის მართვის პროგრამის მუშაობის ანალიზი;

ბ) განსახორციელებელი მიმდინარე კონტროლის პროცედურების შესახებ ინფორმაციის სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისთვის მიწოდება. მიმდინარე კონტროლის პროცედურების განხორციელებისას არასასურველი პრაქტიკის გამოვლენა და მათი აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ წინადადებების მომზადება;

გ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 244-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელების მიზნით, გადასახადის გადამხდელთა შერჩევა და სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისათვის ინფორმაციის გადაცემა;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების, შესაბამისი ნორმატიული აქტების და მეთოდური მითითებების პროექტების მომზადება;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;

ვ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.

5. რისკების მართვის სამმართველოს ეკონომიკური საზღვრის კვეთის რისკების განყოფილების ძირითადი ფუნქციებია:

ა) კომპეტენციის ფარგლებში, უცხო სახელმწიფოების უფლებამოსილი ორგანოებიდან მიღებული ექსპორტ-იმპორტის ოპერაციების და საგადასახადო ინფორმაციის დამუშავება, ანალიზი და შესაბამის ადრესატამდე დაყვანა;

ბ) ,,ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის მისაღებად (,,ოქროს სიაში“ შესაყვანად) კანდიდატთა შერჩევა, კანდიდატის განცხადების განხილვა-ანალიზი, ,,ოქროს სიის“ შესახებ სპეციალური მონაცემების დამუშავება-ანალიზი, ,,ოქროს სიის“ მონაწილეთა საქონლის გაშვებისათვის აუცილებელი ღონისძიებების განხორციელებისას რისკების მართვის სისტემის გამოყენების კოორდინაცია;

გ) საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე დეკლარირებული საქონლის მიმართ სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა „ASYCUDA“–ს მეშვეობით გამოსაყენებელი რისკების მართვის სისტემის და სხვა ხელმისაწვდომი ბაზების მუშაობის მონიტორინგი. მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა „ASYCUDA“–ში რისკის პროფილების და შემთხვევითი შერჩევის პარამეტრების ინტეგრირება, არსებული რისკის პროფილების და შემთხვევითი შერჩევის პარამეტრების შეცვლა ან გაუქმება;

დ) საქართველოს ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთასთან და საქონლის გაფორმებასთან დაკავშირებული პროცედურებისას საქონლის მესაკუთრის ან/და მფლობელის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი დოკუმენტაციის შერჩევა და ამ დოკუმენტაციის გადამოწმება საერთაშორისო თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების მექანიზმების გამოყენებით, გადამოწმების შედეგებზე შესაბამისი რეაგირება;

ე) საგარეო ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოში საგადასახადო ვალდებულებების დეკლარირებისას და შესრულებისას წარდგენილი დოკუმენტაციის შერჩევა, ამ დოკუმენტაციის გადამოწმება საერთაშორისო თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების მექანიზმების გამოყენებით, გადამოწმების შედეგებზე შესაბამისი რეაგირება;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების, შესაბამისი ნორმატიული აქტების და მეთოდური მითითებების პროექტების მომზადება;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;

თ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.

6. რისკების მართვის სამმართველოს ინფორმაციის დამუშავების განყოფილების ძირითადი ფუნქციებია:

ა) საბიუჯეტო შემოსულობების დამუშავების ორგანიზება გადასახადის სახეების, ტერიტორიული ერთეულების მიხედვით;

ბ) სამსახურის მიერ ადმინისტრირებადი შემოსავლების შესახებ ინფორმაციის ელექტრონული და სხვა ფორმით მიღება და დამუშავება;

გ) საგადასახადო შემოსავლების ანგარიშგების სტატისტიკური ფორმების შედგენის მეთოდოლოგიის შემუშავება-სრულყოფა და ეკონომიკური ანალიზი;

დ) საგადასახადო მონაცემთა ელექტრონულ ბაზებთან მომხმარებლის დონეზე დაკავშირება, დამუშავება, სისტემატიზაცია და ფორმირება;

ე) საგარეო ვაჭრობის სტატისტიკის, საგადასახადო და სხვა შესაბამისი სტატისტიკის წარმოება;

ვ) საინფორმაციო ბაზების, საგადასახადო სტატისტიკის მონაცემების, საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევების თაობაზე არსებული, აგრეთვე საერთაშორისო თანამშრომლობის მექანიზმების გამოყენებით მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით რისკის ფაქტორების გამოვლენა და რისკების მართვის თაობაზე წინადადებების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია;

ზ) საგადასახადო შემოსავლების მობილიზაციის გაუმჯობესების შესახებ წინადადებების და ანალიტიკური ინფორმაციის მომზადება;

თ) სამსახურის სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეულების მიერ გაწეული მუშაობის შედეგების შესახებ ანგარიშების მიღება, კომპეტენციის ფარგლებში მათი სისტემატიზაცია, შეფასება და ანალიზი; სამსახურის მუშაობის შემაჯამებელი ანგარიშების მომზადება;

ი) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების, შესაბამისი ნორმატიული აქტების და მეთოდური მითითებების პროექტების მომზადება;

კ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;

ლ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.“.

7. მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 33 პუნქტი:

33. დასავლეთის სამმართველო, კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და 32 პუნქტებით გათვალისწინებულ ფუნქციებს დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე.“.

8. 141 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

9. 143 მუხლი ამოღებულ იქნეს.

10. მე-16 და მე-17 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 16. სამსახურის სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეულები

1. სამსახურის სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეულები თავიანთი ფუნქციების განხორციელებისას მოქმედებენ სახელმწიფოს სახელით.

2. სამსახურის სპეციალიზებულ სტრუქტურულ ერთეულებს აქვთ ბეჭდები.

მუხლი 17. სამსახურის სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეულების ურთიერთობა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან

სამსახურის სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეულები თავიანთ მოვალეობას ასრულებენ დამოუკიდებლად და საჭიროებისამებრ თანამშრომლობენ სახელმწიფო ხელისუფლების შესაბამის ორგანოებთან.“.

11. მე-18 მუხლი ამოღებულ იქნეს.

12. 22-ე და 23-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 22. ეკონომიკური საზღვრის დაცვის დეპარტამენტის უფლებამოსილებები

ეკონომიკური საზღვრის დაცვის დეპარტამენტი, კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს:

ა) სახელმწიფო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვას და გადადგილებაზე კონტროლს;

ბ) სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებებს და სახელმწიფო კონტროლს, გარდა გაფორმების ეკონომიკური ზონებისა;

გ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებას და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ფიზიკური პირის, სატრანსპორტო საშუალების ან/და საქონლის შესახებ ინფორმაციის აღრიცხვას;

დ) „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მონიტორინგს დაქვემდებარებული ნაღდი ფულის, ჩეკებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების გადამაადგილებელი პირების იდენტიფიკაციას;

ე) ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებებს;

ვ) პორტალებიდან სტაციონარული მონიტორების მიერ რადიაციული განგაშის დაფიქსირების შემთხვევაში, კანონმდებლობით განსაზღვრული ღონისძიებების გატარებას;

ზ) სანიტარიულ-საკარანტინო, სახელმწიფო ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო, სახელმწიფო ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლს, აღნიშნულ საკითხებზე შესაბამის უწყებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და უცხო ქვეყნის უფლებამოსილ ორგანოებთან თანამშრომლობას, პროექტების განხორციელების ხელშეწყობას და მასში მონაწილეობას;

თ) სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიმართ სახელმწიფო კონტროლის სპეციალური საშუალებების (მათ შორის, სკანირების, სამოსამსახურეო დანიშნულების ძაღლების და სხვ.) დანერგვასა და გამოყენებას, მიღებულ ინფორმაციაზე სათანადო რეაგირებას;

ი) ფარმაცევტული პროდუქტის საგადასახადო აღნუსხვის ფორმებისა და მათი ელექტრონული ვერსიების სისტემატიზაციას და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსათვის მიწოდებას;

კ) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული მიწოდების განხორციელებისას სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობას;

ლ) ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უშიშროებასთან დაკავშირებული პროგრამის ფარგლებში მოქმედი ავტომატიზებული სისტემა “Tracker 7”-ის საშუალებით საექსპორტო კონტროლს დაქვემდებარებულ პროდუქციაზე ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილ სახელმწიფო უწყებებს შორის ელექტრონული დოკუმენტბრუნვის კოორდინაციას ნებართვების ერთი სარკმლის პრინციპით გაცემის უზრუნველყოფის მიზნით;

მ) საწყობის (ღია ან/და დახურული), თავისუფალი საწყობის, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების მფლობელთა მიერ სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლს;

ნ) სასაქონლო ოპერაციების განხორციელებასთან დაკავშირებულ მომსახურებას, გარდა გაფორმების ეკონომიკური ზონებისა;

ო) კონტროლის ზონაში გამოვლენილ სამართალდარღვევათა შესახებ ინფორმაციის დამუშავებას მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) საინფორმაციო საკონსულტაციო სისტემაში (CEN, e-CEN) განთავსების მიზნით;

პ) საგადასახადო მომსახურების მიმდინარე საქმიანობაზე ონლაინრეჟიმში კოორდინაციის გაწევას და მუდმივი მონიტორინგის განხორციელებას;

ჟ) მონიტორინგის შედეგების ანალიზს და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ორგანოებისათვის ინფორმაციის მიწოდებას რიგების აღმოფხვრის, საგადასახადო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით;

რ) კანონმდებლობით და სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებას.

მუხლი 23. საფინანსო აკადემიის უფლებამოსილებები

1. საფინანსო აკადემია, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს:

) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრატეგიული მიმართულებებიდან და არსებული პრიორიტეტებიდან გამომდინარე, სწავლების ძირითადი მიმართულებების განსაზღვრას, სწავლების მეთოდოლოგიის და სწავლების საჭიროებების ანალიზის მეთოდოლოგიის შემუშავებას, სასწავლო გეგმებისა და პროგრამების შემუშავებას და დამტკიცებას;

) მონაწილეობას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის ორგანოებში ტრენინგის საჭიროებათა ანალიზის განხორციელებაში, ხოლო დაინტერესებულ პირთა მოთხოვნითშესაბამის ორგანიზაციებში/დაწესებულებებში ტრენინგის საჭიროებათა ანალიზს;

) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის თანამშრომლებისათვის, სტაჟიორებისათვის, ასევე სხვა დაინტერესებული პირებისათვის სასწავლო პროცესების კოორდინაციას, ორგანიზებას, მართვას;

) ტრენინგის ექსპერტებისა და ტრენერ-ინსტრუქტორების მომზადებას და გადამზადებას;

) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის ორგანოების საჭიროებებიდან გამომდინარე, ასევე დაინტერესებული პირებისათვის სასწავლო და მეთოდური სახელმძღვანელოების მომზადებას და გამოცემას;

) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის ორგანოების დაინტერესების შემთხვევაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა, სტაჟიორთა/სტაჟირების კანდიდატთა, სხვა დაინტერესებულ პირთა სასწავლო პროცესებთან დაკავშირებული გამოცდების, გასაუბრებების (გარდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების სტაჟიორთა/სტაჟირების კანდიდატთა გასაუბრებისა), ტესტირებების ჩატარების ორგანიზებას და განხორციელებას;

) საერთაშორისო ორგანიზაციების, პროექტების, დონორი ორგანიზაციების, საერთაშორისო დახმარების პროგრამების ტრენინგკომპონენტების ფარგლებში გათვალისწინებული სწავლებების, სემინარების, კონფერენციების, სამუშაო შეხვედრების და სხვა სასწავლო ხასიათის პროექტების, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე სასწავლო პროცესებთან დაკავშირებული ტექნიკური და ფინანსური დახმარებების კოორდინაციას და მართვას სამინისტროს სისტემის ორგანოებში;

) საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და აკადემიურ წრეებთან, სხვა სასწავლო დაწესებულებებთან საქმიანი ურთიერთობის დამყარებას;

) დონორ ორგანიზაციებთან, უცხო სახელმწიფოების უფლებამოსილ ორგანოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან ურთიერთობის წარმოებას, ოფიციალურ მიმოწერას და მათთვის სამსახურის საქმიანობის თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას;

) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღებას;

) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების პროექტებზე წინადადებების მომზადებას;

) სამსახურის კომპეტენციასთან დაკავშირებულ საკითხებზე საერთაშორისო პროექტების მოძიებას, მომზადებას, შეთანხმებას და მათი განხორციელების კოორდინაციას;

) მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციაში, აგრეთვე სხვა შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებში სამსახურის წარმომადგენლობას;

) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით, მათ შორის, სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების კოორდინაციას;

) საქართველოსათვის სავალდებულო ძალის მქონე საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის ხელშეწყობას, ამ მიზნით შესაბამისი წინადადებების შემუშავებას;

) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო სამართლის სტანდარტებთან, ევროპულ სამართალთან ჰარმონიზაციის მიზნით წინადადებების შემუშავებას, ამ სფეროში კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების სახელმწიფო პროგრამების შესრულების კოორდინაციას, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აღიარებული საუკეთესო პრაქტიკის/რეკომენდაციების პოპულარიზაციას;

) საერთაშორისო ფორუმებზე, კონფერენციებსა და ღონისძიებებზე, უცხოეთში სასწავლო პროგრამებსა და ტრენიგებში მონაწილე კანდიდატთა შერჩევას;

) მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) საინფორმაციო საკონსულტაციო სისტემაში (CEN, e-CEN) მუდმივად განახლებადი ინფორმაციის განთავსებას;

) სამსახურის თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოებას, თანამშრომელთა დანიშვნასთან, გათავისუფლებასთან და თანამდებობრივ გადაადგილებასთან, თანამშრომელთა შვებულებებსა და მივლინებებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წარმართვას;

) დისციპლინური პასუხისმგებლობის და წახალისების ფორმების (გარდა ამ დებულების მე-8 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტით გათვალისწინებული წახალისების ფორმებისა) გამოყენებასთან დაკავშირებით სამსახურის უფროსის ბრძანების პროექტების მომზადებას;

) სამსახურში კონკურსის, ატესტაციის ჩატარების, სტაჟირების გავლასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზებას;

) სამსახურის სამსახურებრივ-საშტატო იარაღის და საბრძოლო მასალის შესაბამისი თანამშრომლებისათვის ცენტრალიზებულ გაცემას და აღრიცხვას. სამსახურში არსებულ იარაღზე და საბრძოლო მასალებზე პასუხისმგებლობას და მათ კონტროლს, იარაღის ტარების უფლების მქონე პირთა და მათზე გაცემული იარაღის ტარების დამადასტურებელი მოწმობების საერთო რეესტრის წარმოებას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის“-„ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელების მიზნით, საფინანსო აკადემია უფლებამოსილია გააფორმოს სათანადო ხელშეკრულება სხვადასხვა ორგანოებთან/დაწესებულებებთან.

3. სამსახურის სტაჟიორებთან/სტაჟირების კანდიდატებთან მიმართებით საფინანსო აკადემია ამ მუხლის პირველი პუნქტის“-„ქვეპუნქტებით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს ახორციელებს სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით.“.

13.  დაემატოს შემდეგი შინაარსის 24-ე და 25-ე მუხლები:

„მუხლი 24. მომსახურების დეპარტამენტის უფლებამოსილებები

მომსახურების დეპარტამენტი, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს:

ა) აქციზური მარკების, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნების, ავტოგასამართ სადგურებში მადოზირებელი ან/და მრიცხველი მექანიზმების ლუქების გაცემას;

ბ) აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების თითოეულ სახეობაზე ნებართვის გაცემას, ნებართვაში ცვლილების შეტანას, ნებართვის გაუქმებას, წამახალისებელი გათამაშების ახალი ეტაპის მოწყობის შეთანხმებას, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების უწყებრივი სანებართვო რეესტრის წარმოებას;

გ) საიმპორტო საქონლისათვის გრანტის ან ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭებას და გაუქმებას, საწარმოსათვის/ფინანსური ინსტიტუტისათვის საერთაშორისო ფინანსური კომპანიის, თავისუფალი საწყობის საწარმოს და საერთაშორისო საწარმოს სტატუსის მინიჭებას და გაუქმებას;

დ) ორგანიზაციისათვის საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭებასთან, აღდგენასთან, ჩამორთმევასთან და გაუქმებასთან, მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი ფიზიკური პირისათვის რეზიდენტობის მინიჭებასთან, გადასახადის გადამხდელისათვის მსხვილი გადამხდელის სტატუსის მინიჭებასთან და გაუქმებათან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წარმართვას;

ე) თავისუფალი საწყობის საქმიანობის ნებართვის გაცემას, ნებართვაში ცვლილების შეტანას და ნებართვის გაუქმებას. თავისუფალი ზონის შექმნისათვის საჭირო პირობების განსაზღვრასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წარმართვას;

ვ) საწყობის (ღია ან/და დახურული), თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის გაცემას, ნებართვაში ცვლილების შეტანას და ნებართვის გაუქმებას. საწყობების (ღია ან/და დახურული), თავისუფალი ვაჭრობის პუნქტების, „ოქროს სიის“ მონაწილეთა საწყობების, საფოსტო გზავნილების გადამზიდველების საწყობების და საქონლის დროებით შენახვის სხვა ადგილების კლასიფიკატორის მომზადებას;

ზ) საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროექტების განმახორციელებელი ორგანიზაციებისათვის საგადასახადო შეღავათით სარგებლობის შესახებ ცნობის გაცემას. ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებებიდან გამომდინარე, შესაბამისი ცნობების გაცემას;

თ) ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების რეესტრში შეტანას (რეგისტრაციას) და რეესტრიდან ამოღებას;

ი) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვას, გადასახადის გადამხდელთა მომსახურებას, მონაცემთა დამუშავებას, გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოებას, გადასახადის გადამხდელთა შესახებ შესაბამისი ინფორმაციის მიღებას და გაცემას;

კ) დაინტერესებული პირისათვის საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების გაწევას, გადასახადის გადამხდელისთვის პირადი საგადასახადო აგენტის მომსახურების გაწევას;

) საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან საქონლის გატანისას საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემას. ლუქების გამოყენებით ტვირთის გადაზიდვაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების დაშვების სერტიფიკატის გაცემა;

მ) საკონტროლო-სალარო აპარატების მოდელების სახელმწიფო რეესტრის წარმოებას;

ნ) კანონმდებლობით და სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებას.

მუხლი 25. მიმდინარე კონტროლის დეპარტამენტის უფლებამოსილებები

მიმდინარე კონტროლის დეპარტამენტი, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს:

ა) სახელმწიფო/საგადასახადო რეგისტრაციის/აღრიცხვის გარეშე მომუშავე პირთა გამოვლენას;

ბ) გადასახადის გადამხდელის საქმიანობაზე მიმდინარე კონტროლს ქრონომეტრაჟის ჩატარებით, საკონტროლო შესყიდვით, დათვალიერებით, ინვენტარიზაციით. საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლს;

გ) გადასახადის გადამხდელების მიერ აქციზური მარკებით ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის წარმოების, მიწოდების წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენას;

დ) ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისათვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის დოკუმენტის დადასტურებას;

ე) აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების თითოეულ სახეობაზე ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულების კონტროლს;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში, საგადასახადო დავალიანების მქონე გადასახადის გადამხდელთა მიმართ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელებას;

ზ) კანონმდებლობით და სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებას.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2011 წლის 1 მარტიდან.

კ. ბაინდურაშვილი