დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდაღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 117 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 01/03/2011 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110302006, 02/03/2011 |
სარეგისტრაციო კოდი | 200090000.22.033.016143 |
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №117
2011 წლის 1 მარტი
ქ. თბილისი
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდა რღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდა რღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე “ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით (სსმ III, 31.12.2010, №172, მუხლი 2552) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე - 4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მიმდინარე კონტროლის პროცედურები ხორციელდება უფლებამოსილი საგადასახადო ორგანოს მიერ.“.
2. მე-19 მუხლის:
ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. პირი სსა-ის რეგისტრაციის მიზნით, განცხადებით მიმართავს უფლებამოსილ საგადასახადო ორგანოს.“;
ბ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„12. სსა, რომელიც აღარ გამოიყენება კონკრეტულ ობიექტზე ანგარიშსწორებისათვის, ექვემდებარება აღრიცხვიდან მოხსნას. აღნიშნულის შესახებ, პირი განცხადებით აცნობებს უფლებამოსილ საგადასახადო ორგანოს. “.
3. 23 -ე მუხლის :
ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. აგს-ებში მარიგებელი სვეტების მადოზირებელი და მრიცხველი მექანიზმების დალუქვა ხორციელდება საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული ლუქებით. “.
ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. საგადასახადო ორგანოებში ლუქების გაცემასთან დაკავშირებულ პროცესებზე მართვის და ზედამხედველობის განხორციელების პროცედურები განისაზღვრება საგადასახადო ორგანოს უფროსის/მოადგილის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რისთვისაც უნდა გაიხსნას შესაბამისი ჟურნალები ელექტრონული ან მატერიალური ფორმით.“.
4. 38-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები ხორციელდება უფლებამოსილი საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილებით.“.
5 . 48-ე მუხლის მე - 5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. მალფუჭებადი საქონლის რეალიზაციას ახორციელებს უფლებამოსილი საგადასახადო ორგანო.“.
6 . 71-ე მუხლის მე - 2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საგადასახადო სამართალდარღვევის საქმეს განიხილავს ის საგადასახადო ორგანო, რომელიც გამოავლენს ასეთ სამართალდარღვევას.“.
7 . 72-ე მუხლის:
ა) მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) საგამოძიებო სამსახურის უფლებამოსილი პირი საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირების/შეძენის შესახებ ინფორმაციას, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად უგზავნის უფლებამოსილ საგადასახადო ორგანოს“;
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, უფლებამოსილი საგადასახადო ორგანოსათვის გადაგზავნილი ინფორმაცია უნდა მოიცავდეს:
ა) საქონლის მფლობელი ან/და მესაკუთრე პირის დასახელებას/სახელს და გვარს;
ბ) საქონლის მფლობელი ან/და მესაკუთრე პირის საიდენტიფიკაციო/პირად ნომერს;
გ) გამოვლენილი საგადასახადო სამართალდარღვევის შინაარსს;
დ) საქონლის მნიშვნელოვან მახასიათებლებს;
ე) სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური პასპორტის, მისი მფლობელის ან/და მძღოლის პირად მონაცემებს (პირადობის მოწმობის ნომერს, პირად ნომერს, მართვის მოწმობის ნომერს და სხვ.);
ვ) საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების განთავსების ადგილს;
ზ) დალუქვისას გამოყენებული ლუქების საიდენტიფიკაციო მონაცემებს და შესაბამის ოქმს;
თ) იმ პასუხისმგებელი პირის მონაცემებს, ვისაც ჩაბარდა ტვირთი და სატრანსპორტო საშუალება შესანახად.“.
8 . 73-ე მუხლის :
ა) პირველი პუნქტ ი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„1. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე ყადაღა დაადოს დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებულ/შეძენილ საქონელს. “.
ბ) მე - 2 პუნქტ ი ამოღებულ იქნეს.
გ) მე - 5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. დაუშვებელია ყადაღადადებული საქონლის გადაცემა, გაყიდვა, გაქირავება, იჯარით გადაცემა ან სხვა სახით განკარგვა უფლებამოსილი საგადასახადო ორგანოს წერილობითი თანხმობის გარეშე, ისიც მხოლოდ იმ პირობით, რომ უზრუნველყოფილი იქნება ამის შედეგად ამონაგები თანხის შეტანა საგადასახადო დავალიანებისა და საგადასახადო ორგანოს მიერ ამ საქონელზე ყადაღის დადებაზე, შეფასებაზე, შენახვაზე, ტრანსპორტირებაზე გაწეული ხარჯების დასაფარავად.“.
9 . 74-ე მუხლის მე - 2 და მე - 3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს ადგენს ამ წესის 70-ე მუხლის შესაბამისად.
3. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, დოკუმენტების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენასთან და საქონელზე ყადაღის დადებასთან დაკავშირებულ ყველა დოკუმენტთან ერთად ეგზავნება უფლებამოსილ საგადასახადო ორგანოს, რომელიც ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემდგომ ღონისძიებებს.“.
10 . 75-ე მუხლის მე - 2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ შემთხვევაში უფლებამოსილი საგადასახადო ორგანოს უფროსი/მოადგილე გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ყადაღის გაუქმების თაობაზე. “.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2011 წლის 1 მარტიდან.
კ . ბაინდურაშვილი
დოკუმენტის კომენტარები