დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღამასრულებელი ხელისუფლების საჯარო თანამდებობათა რეესტრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 9 |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 22/02/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110302001, 02/03/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 14/07/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320000.32.057.016030 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (02/03/2011 - 10/04/2012)
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №9
2011 წლის 22 თებერვალი
ქ. ბათუმი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების საჯარო თანამდებობათა რეესტრის შესახებ
„ საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლისა და „ საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულების შესაბამისად:
1. დამტკიცდეს რანგების მიხედვით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების საჯარო თანამდებობათა თანდართული რეესტრი.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2006 წლის 26 დეკემბრის №103 დადგენილება.
3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მთავრობის თავმჯდომარე ლ. ვარშალომიძე
თავი I. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საჯარო თანამდებობები
მუხლი 1. მთავარი საჯარო თანამდებობა
1. მთავრობის აპარატის უფროსი;
2. დეპარტამენტის (მთავრობის თავმჯდომარის ადმინისტრაცის, ბიუროს) უფროსი;
3. მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი;
4. მთავრობის თავმჯდომარის თანაშემწე.
მუხლი 2. წამყვანი საჯარო თანამდებობა
განყოფილების უფროსი;
დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.
მუხლი 3. უფროსი საჯარო თანამდებობა
1. მთავარი სპეციალისტი;
2. წამყვანი სპეციალისტი;
3. უფროსი სპეციალისტი;
4. სპეციალისტი.
თავი II. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროების საჯარო თანამდებობები
მუხლი 4. მთავარი საჯარო თანამდებობა
1. მინისტრის პირველი მოადგილე;
2. მინისტრის მოადგილე.
მუხლი 5. წამყვანი საჯარო თანამდებობა
2. დეპარტამენტის უფროსი;
3. გენერალური ინსპექციის უფროსი;
5. სამსახურის უფროსი;
6. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
7. სამმართველოს უფროსი;
8. განყოფილების უფროსი;
მუხლი 6. უფროსი საჯარო თანამდებობა
1. მინისტრის მრჩეველი;
2. მინისტრის თანაშემწე;
3. მთავარი სპეციალისტი;
4. წამყვანი სპეციალისტი;
მუხლი 7. უმცროსი საჯარო თანამდებობა
1. სპეციალისტი.
თავი III. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებების დაა მისი ტერიტორიული ორგანოების საჯარო თანამდებობები
მუხლი 8. მთავარი საჯარო თანამდებობა
1. მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების უფროსი.
მუხლი 9. წამყვანი საჯარო თანამდებობა
1. მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების უფროსის პირველი მოადგილე;
2. მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების უფროსის მოადგილე;
3. მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების აპარატის (ადმინისტრაციის) უფროსი;
4. მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების სამსახურის უფროსი;
5. მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების გენერალური ინსპექციის უფროსი;
6. მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების მთავარი ბუღალტერი;
7. მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების დამოუკიდებელი განყოფილების უფროსი.
მუხლი 10. უფროსი საჯარო თანამდებობა
1. მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების სამსახურში შემავალი განყოფილების უფროსი;
2. მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების უფროსის თანაშემწე;
3. მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების მთავარი სპეციალისტი;
4. მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების წამყვანი სპეციალისტი;
5. მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების ტერიტორიული ორგანოს უფროსი ;
6. მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების ტერიტორიული ორგანოს უფროსის მოადგილე;
7. მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების ტერიტორიული ორგანოს განყოფილების უფროსი .
მუხლი 11. უმცროსი საჯარო თანამდებობა
1. მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების სპეციალისტი;
2. მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების ტერიტორიული ორგანოს მთავარი სპეციალისტი, წამყვანი სპეციალისტი, სპეციალისტი.
თავი IV. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროების საქვეუწყებო დაწებულებების და სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საჯარო თანამდებობები
მუხლი 12. წამყვანი საჯარო თანამდებობა
1. სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების უფროსი;
2. სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების უფროსის მოადგილე;
3. სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების აპარატის უფროსი ;
5. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს უფროსი;
მუხლი 13. უფროსი საჯარო თანამდებობა
1. სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების სამმართველოს უფროსი;
2. სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების სამსახურის უფროსი;
3. სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების განყოფილების უფროსი;
4. სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების განყოფილების უფროსის მოადგილე;
5. სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების მთავარი სპეციალისტი;
6. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს უფროსის მოადგილე;
7. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს განყოფილების უფროსი;
8. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს მთავარი სპეციალისტი .
მუხლი 14. უმცროსი საჯარო თანამდებობა
1. სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების წამყვანი სპეციალისტი;
2 . სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების სპეციალისტი;
3. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს წამყვანი სპეციალისტი;
4. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტი;
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები