,,2003-2004 სასწავლო წელს საქართველოს სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში ახალგაზრდების სწავლისათვის ხელშეწყობის ღონისძიებათა შესახებ”

  • Word
,,2003-2004 სასწავლო წელს საქართველოს სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში ახალგაზრდების სწავლისათვის ხელშეწყობის ღონისძიებათა შესახებ”
დოკუმენტის ნომერი 29
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/04/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 44, 26/04/2004
სარეგისტრაციო კოდი 430.060.000.10.003.000.029
  • Word
29
23/04/2004
სსმ, 44, 26/04/2004
430.060.000.10.003.000.029
,,2003-2004 სასწავლო წელს საქართველოს სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში ახალგაზრდების სწავლისათვის ხელშეწყობის ღონისძიებათა შესახებ”
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 29

2004 წლის 23 აპრილი

ქ. თბილისი

2003-2004 სასწავლო წელს საქართველოს სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში ახალგაზრდების სწავლისათვის ხელშეწყობის ღონისძიებათა შესახებ

კონფლიქტების ზონებში მცხოვრებ მოქალაქეთა, სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ საქართველოს მოქალაქეთა, უცხოეთში მცხოვრები ეთნიკური ქართული წარმოშობის მოქალაქეების, კომუნისტური რეჟიმის მიერ საქართველოდან დეპორტრებული მოსახლეობის შთამომავალთა, აგრეთვე მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეთა საქართველოს სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში განათლების მიღებისათვის ხელშეწყობის მიზნით:

1. 2003-2004 სასწავლო წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სპეციალიზებულ მოსამზადებელ განყოფილებაზე გასაუბრების წესით ჩასარიცხად გამოიყოს ადგილები:

ა) კონფლიქტების ზონებში მცხოვრებ მოქალაქეთათვის:

- აფხაზეთში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის – 65 ადგილი;

მათ შორის, კოდორის ხეობის ახალგაზრდებისთვის – 30 ადგილი;

ცხინვალის რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის – 10 ადგილი;

ბ) სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ საქართველოს მოქალაქეთათვის:

- ახალქალაქის რაიონის ახალგაზრდებისთვის – 13 ადგილი;

- ნინოწმინდის რაიონის ახალგაზრდებისთვის – 7 ადგილი;

- მარნეულის რაიონის ახალგაზრდებისთვის – 7 ადგილი;

- გარდაბნის რაიონის ახალგაზრდებისთვის – 6 ადგილი;

- ბოლნისის რაიონის ახალგაზრდებისთვის – 4 ადგილი;

- დმანისის რაიონის ახალგაზრდებისთვის – 3 ადგილი;

- ქალაქ ცხინვალისა და ჯავის რაიონის ახალგაზრდებისთვის – 5 ადგილი;

- ახმეტის რაიონის პანკისის ხეობაში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის – 5 ადგილი;

- აფხაზეთში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის – 5 ადგილი;

გ) უცხოეთში მცხოვრები ეთნიკური ქართული წარმოშობის ახალგაზრდებისთვის:

- აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის, ზაქათალისა და ბელაქანის რაიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის – 50 ადგილი;

- რუსეთის ფედერაციის ვლადიკავკაზის №19 საშუალო სკოლის კურსდამთავრებული ახალგაზრდებისთვის – 6 ადგილი;

დ) კომუნისტური რეჟიმის მიერ საქართველოდან დეპორტირებული მოსახლეობის შთამომავალთათვის – 20 ადგილი;

ე) მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეთათვის:

– ქედის რაიონის ახალგაზრდებისათვის – 4 ადგილი;

– ხულოს რაიონის ახალგაზრდებისთვის – 10 ადგილი;

– შუახევის რაიონის ახალგაზრდებისთვის – 6 ადგილი;

– წალკის რაიონის ახალგაზრდებისთვის – 10 ადგილი;

– ლენტეხის რაიონის ახალგაზრდებისთვის –10 ადგილი;

– მესტიის რაიონის ახალგაზრდებისთვის – 45 ადგილი.

2. ინფორმაციის მიწოდების, კონკურსის სისტემისა და მისი გამართვის წესი განსაზღვროს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა (რ. მეტრეველი).

3. საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ (ი. რეხვიაშვილი), განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ (ა. ლომაია) და ფინანსთა სამინისტრომ (ზ. ნოღაიდელი) 2004-2005 სასწავლო წლის სახელმწიფო დაკვეთის პროექტის შემუშავებისას გაითვალისწინონ საქართველოს სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლებისათვის დამტკიცებულ ასიგ-ნებათა ფარგლებში (განსაზღვრული კონტინგენტის ზევით) დამატებითი ადგილების გამოყოფა მოსამზადებელ განყოფილებაზე ჩარიცხული იმ მსმენელებისათვის, რომლებიც წარმატებით გაივლიან საკონტროლო გამოსაშვებ გასაუბრებებს.

4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ჟვანია