დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს №14 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 9 |
| დოკუმენტის მიმღები | სამტრედიის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 24/02/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110301065, 16/03/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 08/08/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260050.35.120.016027 |
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №9
2011 წლის 24 თებერვალი
ქ. სამტრედია
�სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ� სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს №14 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. �ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ�� საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის �პ�� ქვეპუნქტისა და �ნორმატიული აქტების შესახებ� საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, �სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ� სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს №14 დადგენილებაში (სსმ V, №13, 18. 08. 2010., მუხ. 325) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესის მე-3 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�3. აუქციონის ფორმით საპრივატიზებო სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების საწყის ფასს კომისია (გამყიდველის) განსაზღვრავს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, დადგენილი საპრივატიზებო ქონების საწყისი ფასის ოდენობის შესაბამისად.�.
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�4. აუქციონის ფორმით სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების მყიდველი შეიძლება იყოს საქართველოს ან სხვა ქვეყნის ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირი, ან პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25 %-ზე ნაკლებია.�.
2. სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესის მე-5 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტის �ა� ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�ა) განაცხადს, განაცხადის წარდგენით განმცხადებელი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება აუქციონის წესსა და პიროებებს. განაცხადში აღინიშნება ინფორმაცია აუქციონის მონაწილის შესახებ, სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების დასახელება, ლოტის ნომერი, საფასური და სხვა ინფორმაცია.�;
ბ) მე-3 პუნქტის �ბ� ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�ბ) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს და მონაწილის ბილეთის საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს (ბილეთის და ბეს საფასურის გადახდა უნდა მოხდეს კომისიის მიერ მითითებულ ანგარიშზე). უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარნტიის/ბეს ოდენობა განისაზღვრება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, რომელიც არ უნდა იყოს სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების საწყისი ფასის 30%-ზე ნაკლები.�.
3. სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესის მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
�11. თუ არ მოხდება აუქციონის ფორმით გამოტანილი სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა, შესაძლებელია მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების იმავე პირობებით, ვადაგაგრძელებული აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ.�.
4.
ა. სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�2. აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია გადაიხადოს სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზებო საფასური. ქონების საპრივატიზებო საფასურის გადახდა უნდა მოხდეს აუქციონის ჩატარებიდან იმ ვადის განმავლობაში, რომელიც განისაზღვრება სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით. აღნიშნული ვადა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 7 და არა უმეტეს 30 კალენდარულ დღეს აუქციონის ჩატარებიდან.�;
ბ. სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესის მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
�21. პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია გადაიხადოს სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზებო საფასური. ქონების საპრივატიზებო საფასურის გადახდა უნდა მოხდეს აუქციონის ჩატარებიდან იმ ვადის განმავლობაში, რომელიც განისაზღვრება სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით. აღნიშნული ვადა არ უნდა აღემატებოდეს 2 წელს აუქციონის ჩატარებიდან.�;
გ. სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
დ. სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესის მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 პუნქტი:
�101. თუ აუქციონში გამარჯვებული პირი უარს განაცხადებს ნასყიდობის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერაზე, აუქციონის შედეგები უქმდება, შესაბამისად მას ჩამოერთმევა აუქციონში გამარჯვებულის სტატუსი და შეტანილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარნტიის/ბეს თანხა არ დაუბრუნდება, ის სრულად ჩაირიცხება სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.�
5. სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�2. მყიდველს შეძენილ ქონებაზე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებამდე, სამტრედიის მუნიციპალიტეტთან შეთანხმების გარეშე არა აქვს უფლება გაცემული ქონება განკარგოს, გასცეს სარგებლობის უფლებით ან დატვირთოს იგი. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობაზე და დაცვაზე.�.
6. სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�3. სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას მყიდველს საკუთრების უფლება გადაეცემა თანხის მთლიანად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და საჯარო რეესტრში ან შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ. თუ მყიდველმა უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, მას საკუთრების უფლება გადაეცემა ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით.�.
7. სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესის მე-16 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�3. აუქციონში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ან სხვა ქვეყნის ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს.�.
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�4. აუქციონის პირობებსა და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს ადგენს კომისია გადასაცემი ქონების მდგომარეობისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით, რაც აისახება სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებაში.�.
8. სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესის მე-17 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�1. ქონების უზუფრუქტის, აღნაგობის, ქირავნობის, იჯარის, თხოვებისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმებით სარგებლობაში გადაცემა ითვალისწინებს საქართველოს ან სხვა ქვეყნის ფიზიკური ან იურიდიული პირებისათვის, საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის ქონების სარგებლობაში გადაცემას შესაბამისი განაცხადის საფუძველზე.�;
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�4. აღნაგობის, უზუფრუქტის, ქირავნობის, იჯარისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმებით ქონების სარგებლობაში გადაცემისას სამტრედიის მუნიციპალიტეტსა და ქონების სარგებლობაში მიმღებს შორის ფორმდება ხელშეკრულება. მითითებულ წერილობით ხელშეკრულებას ხელს აწერს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და ის პირი, ხოლო იურიდიული პირის (ორგანიზაციის) შემთხვევაში იმ იურიდიული პირის (ორგანიზაციის) უფლებამოსილი პირი (წარმომადგენელი), რომელსაც სარგებლობაში გადაეცა ქონება.�;
გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�5. ქონება, რომელიც გადაცემულია უზუფრუქტის, აღნაგობის, ქირავნობის, იჯარის, თხოვებისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმებით ხელშეკრულების ვადის დამთავრების შემდგომ უნდა დაუბრუნდეს სამტრედიის მუნიციპალიტეტს (თვითმმართველ ერთეულს) იმ პირობებით, რომლებსაც ითვალისწინებს შესაბამისი ხელშეკრულება.�.
9. სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესის მე-18 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�1. მიწის ნაკვეთის ან/და იმ მიწის ნაკვეთის, რომელზედაც დამაგრებულია შენობა-ნაგებობა, აღნაგობის უფლებით გადაცემა ითვალისწინებს შესაბამისი განაცხადის საფუძველზე საქართველოს ან სხვა ქვეყნის ფიზიკური ან იურიდიული პირებისათვის, საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის ქონების სარგებლობაში გადაცემას ისე, რომ მას ჰქონდეს ამ ნაკვეთზე ან მის ქვეშ რაიმე ნაგებობის აღმართვის უფლება.�.
10. სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესის მე-19 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�1. ქონების ქირავნობის ფორმით გადაცემა ითვალისწინებს მისი საქართველოს ან სხვა ქვეყნის ფიზიკური ან იურიდიული პირებისათვის, საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის გადაცემას განსაზღვრული ვადით სასყიდლიან სარგებლობაში.�.
11. სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესის მე-20 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�1. ქონების იჯარის ფორმით გადაცემა ითვალისწინებს საქართველოს ან სხვა ქვეყნის ფიზიკური ან იურიდიული პირებისათვის, საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის გადაცემას განსაზღვრული ვადით სასყიდლიან სარგებლობაში.�.
12. სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესის 22-ე მუხლის:
ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. შეტანილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარნტიის/ბეს ოდენობა განისაზღვრება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, რომელიც არ უნდა იყოს სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების საწყისი ქირის 30%-ზე ნაკლები.�.
ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�7. ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია აუქციონის პირობების სრულად დაკმაყოფილება და ქონების ვადიანი სარგებლობისათვის მაქსიმალური ქირის გადახდის შეთავაზება.�.
13. სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესის 23-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�7. მონაწილეს შეიძლება უარი ეთქვას აუქციონში, თუ:
ა) განაცხადის წარმომდგენი პირი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად არ შეიძლება ცნობილი იქნეს სარგებლობაში გადასაცემი ქონების მოსარგებლედ (მფლობელად);
ბ) დარღვეულია ამ მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 პუნქტის მოთხოვნები.�.
14. სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესის 24-ე მუხლს:
ა) დაემატოს შემდეგი შინაარსის 62 პუნქტი:
�62. თუ არ მოხდება აუქციონის ფორმით გამოტანილი სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობაში გადაცემა, შესაძლებელია მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების იმავე პირობებით, ვადაგაგრძელებული აუქციონის ფორმით სარგებლობაში გადაცემის შესახებ.�.
ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 102 პუნქტი:
�102. თუ აუქციონში გამარჯვებული პირი უარს განაცხადებს ხელშეკრულებაზე ხელის მოწერაზე, აუქციონის შედეგები უქმდება, შესაბამისად მას ჩამოერთმევა აუქციონში გამარჯვებულის სტატუსი და შეტანილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარნტიის/ბეს თანხა არ დაუბრუნდება, ის სრულად ჩაირიცხება სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.�.
14. სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�3. კომისია იხილავს შემოსულ განცხადებას 30 კალენდარული დღის ვადაში, შეიმუშავებს პირობებს ქონების პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის შესახებ, რის შემდეგაც გამგებელი, რომელიც ამავდროულად არის კომისიის თავმჯდომარე, წინადადებით მიმართავს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით სარგებლობაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით.�.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე����������������� ა. ჯვარშეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები