"შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესის დამტკიცების შესახებ" შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის №24 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
"შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესის დამტკიცების შესახებ" შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის №24 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები შუახევის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 23/02/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110301058, 15/03/2011
სარეგისტრაციო კოდი 240120100.35.135.016018
  • Word
5
23/02/2011
ვებგვერდი, 110301058, 15/03/2011
240120100.35.135.016018
"შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესის დამტკიცების შესახებ" შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის №24 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
შუახევის მუნიციპალიტეტი

შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულო

დადგენილება №5

2010 წლის 23 თებერვალი

დაბა შუახევი

შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესის დამტკიცების შესახებ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის 24 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. „შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესის დამტკიცების შესახებ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის 24 დადგენილებაში და დადგენილებით დამტკიცებულ დანართში (სსმ 65, 17.12.2010, მუხ. 1949) შეტანილ იქნს შემდეგი სახის ცვლილებები:

ა) დადგენილების მერე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვას გასცემს შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის პირველი მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „8. აუქციონის საწყისი ფასი გარე რეკლამის საშუალების ერთ კვადრატულ მეტრზე განთავსებისათვის განისაზღვროს:

ა) დაბა შუახევის ტერიტორიაზე – 10 ლარი;

ბ) „საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 15 სექტემბრის №554 ბრძანებულებით განსაზღვრული შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული შიდასახელწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის 50 მეტრი არეალში (გზის მარცხენა და მარჯვენა მხარეს) – 7 ლარი;

გ) შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ფარგლებში არსებულ დასახლებებში (გარდა დაბა შუახევისა) – 5 ლარი;

დ) შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ფარგლებში მოქცეულ დასახლებათა შორის არეალებში – 2 ლარი“;

გ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის პირველი მუხლის, მე-9, მე-10 და მე-11 პუნქტები ამოღებულ იქნ;

დ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მესამე მუხლის მე-4, და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4 საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია გადაავადოს აუქციონის ჩატარება, რის შესახებაც ინფორმაცია ქვეყნდება ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.“.

„7. ნებართვის გამცემი აუქციონის ორგანიზების მიზნით ქმნის სააუქციონო კომისიას, რომელშიც შედიან კომისიის თავმჯდომარე, აუქციონატორი, კომისიის მდივანი და სააუქციონო კომისიის წევრები.“;

ე) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-5 მუხლის მე-6, და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. აუქციონში მონაწილე, რომელსაც სურს საწყისი ფასიდან დაიწყოს ვაჭრობა, სწევს თავის დაფას, რაც ნიშნავს საწყის ფასზე ბიჯის დამატებას. აუქციონატორი აფიქსირებს მას და სთხოვს აუქციონში მონაწილეებს, გააგრძელონ ვაჭრობა, სანამ რომელიმე არ დაასახელებს ყველაზე მაღალ ფასს. აუქციონატორის მიერ ფასის სამჯერ გამოცხადების და ჩაქუჩის დარტყმის შემდეგ, გამარჯვებულად ითვლება აუქციონის ის მონაწილე, ვინც აუქციონატორს ყველაზე მაღალი ფასი შესთავაზა.“.

„7. აუქციონის დამთავრების შემდეგ დგება ოქმი, რომელიც წარმოადგენს წერილობით ხელშეკრულებას, ოქმს ხელს აწერს ნებართვის მფლობელი და შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, როგორც ნებართვის გამცემი.“;

ვ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-6 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. იმ შემთხვევაში, თუ კლებადობის დროს ერთ-ერთი მონაწილის მიერ აწეულ იქნა მონაწილის დაფა (რაც ნიშნავს გამოცხადებულ ფასზე ბიჯის დამატებას), აუქციონატორი აფიქსირებს მას როგორც გასაყიდ ფასს და სთხოვს აუქციონში მონაწილეებს გააგრძელონ ვაჭრობა მანამ სანამ, რომელიმე არ დაასახებს ყველაზე მაღალ ფასს. აუქციონატორის მიერ ფასის სამჯერ გამოცხადების და ჩაქუჩის დარტყმის შემდეგ გამარჯვებულად ითვლება აუქციონის ის მონაწილე, ვინც აუქციონატორს ყველაზე მაღალი ფასი შესთავაზა.“;

ზ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;

1. ნებართვით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური.“.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე

საკრებულოს თავმჯდომარე                ი. ქათამაძე