დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ" შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის №23 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 6 |
| დოკუმენტის მიმღები | შუახევის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 23/02/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110301057, 15/03/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 03/07/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020010.35.135.016019 |
შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №6
2011 წლის 23 თებერვალი
დაბა შუახევი
„შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის №23 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის №23 დადგენილებაში (სსმ V, №65 17.12.2010, მუხ. 1948) და დადგენილებით დამტკიცებულ დანართში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დანართის დამტკიცების გრიფი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი დამტკიცებულია”, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის №23 დადგენილებით“;
ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ცნება
ა) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი არის აუცილებელი გადასახდელი ადგილობრივ ბიუჯეტში;
ბ) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს იხდიან ამ ინსტრუქციის მე-2 მუხლით განსაზღვრული პირები ამავე ინსტრუქციით დადგენილი ოდენობითა და წესით“;
გ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ი. ქათამაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები