„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – საგანგებო სიტუაციების მართვის საქალაქო სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 30 სექტემბრის №238 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – საგანგებო სიტუაციების მართვის საქალაქო სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 30 სექტემბრის №238 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 90
დოკუმენტის მიმღები თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი
მიღების თარიღი 23/02/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110301052, 16/03/2011
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.123.016042
  • Word
90
23/02/2011
ვებგვერდი, 110301052, 16/03/2011
010250020.35.123.016042
„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – საგანგებო სიტუაციების მართვის საქალაქო სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 30 სექტემბრის №238 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს

დადგენილება 90

      2011 წელი 23თებერვალი       

ქ. ქუთაისი      

„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის –საგანგებო სიტუაციების მართვის საქალაქო სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 30 სექტემბრის238 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 44-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ სქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1. „თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის –საგანგებო სიტუაციების მართვის საქალაქო სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 30 სექტემბრის238 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1. დადგენილების სათაურიდან, 1-ლი და მე-2 მუხლებიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „საქალაქო“.

2. დადგენილების №1 დანართის (თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – საგანგებო სიტუაციების მართვის საქალაქო სამსახურის დებულება) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დებულება“.

3. დადგენილების №1 დანართის 1-ლი მუხლის (ზოგადი დებულებები) 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური (შემდგომში სამსახური) არის „ადგილობრივი თვითმმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე შექმნილი თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც არსებული კანონმდებლობის საფუძველზე, უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიების დაცვას, ატარებს პრევენციულ ღონისძიებებს და ახდენს საგანგებო სიტუაციით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციის ხელშეწყობას, ატარებს საავარიო-სამაშველო სამუშაოებს ქალაქ ქუთაისის საზღვრებში;“.

4. შეიცვალოს დადგენილების №2 დანართ(თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – საგანგებო სიტუაციების საქალაქო სამსახურის ბეჭდის ნიმუში) და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

(დანართი №2 დადგენილებასთან ერთვის)

მუხლი 2. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                            ა.ხვადაგიანი


დანართი № 2

თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის –

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბეჭდის ნ ი მ უ შ ი

212721170,თვითმმართველი  ქალაქის –  ქუთაისის  მერიის  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური