„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 30 სექტემბრის №241 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 30 სექტემბრის №241 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 87
დოკუმენტის მიმღები თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი
მიღების თარიღი 23/02/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110301049, 16/03/2011
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.123.016039
  • Word
87
23/02/2011
ვებგვერდი, 110301049, 16/03/2011
010250020.35.123.016039
„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 30 სექტემბრის №241 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს

დადგენილება 87

2011 წლის 23 თებერვალი

ქ. ქუთაისი      

„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის –ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 30 სექტემბრის 241 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 44-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ სქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1. „თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 30 სექტემბრის241 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1. დადგენილების სათაურიდან, 1-ლი და მე-2 მუხლებიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „საქალაქო“.

2. დადგენილების №1 დანართის (თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის დებულება) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის ტრანსპორტის სამსახურის დებულება“.

3. დადგენილების №1 დანართის 1-ლი მუხლის (ზოგადი დებულებები) 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ტრანსპორტის სამსახური (შემდგომში სამსახური) არის „ადგილობრივი თვითმმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე შექმნილი თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს ქალაქ ქუთაისის ტერიტორიაზე ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ორგანიზების ხელშეწყობას, სანებართვო პირობების დაცვას;“

4. შეიცვალოს დადგენილების №2 დანართ(თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ბეჭდის ნიმუში) და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

(დანართი №2 დადგენილებასთან ერთვის)

მუხლი 2. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                            ა.ხვადაგიანი

 


 

დანართი № 2

თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – ტრანსპორტის სამსახურის ბეჭდის ნ ი მ უ შ ი

 

 

212721170,თვითმმართველი  ქალაქის –  ქუთაისის  მერიის  ტრანსპორტის სამსახური