„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – საბინაო ფონდის აღრიცხვის, მართვისა და რეგულირების საქალაქო სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 30 სექტემბრის №237 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – საბინაო ფონდის აღრიცხვის, მართვისა და რეგულირების საქალაქო სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 30 სექტემბრის №237 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 85
დოკუმენტის მიმღები თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი
მიღების თარიღი 23/02/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110301047, 16/03/2011
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.123.016037
  • Word
85
23/02/2011
ვებგვერდი, 110301047, 16/03/2011
010250020.35.123.016037
„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – საბინაო ფონდის აღრიცხვის, მართვისა და რეგულირების საქალაქო სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 30 სექტემბრის №237 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს

დადგენილება 85

2011 წლის 23 თებერვალი

ქ. ქუთაისი      

„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის –საბინაო ფონდის აღრიცხვის, მართვისა და რეგულირების საქალაქო სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 30 სექტემბრის №237 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე–2 პუნქტის, 44-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ სქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1. „თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – საბინაო ფონდის აღრიცხვის, მართვისა და რეგულირების საქალაქო სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 30 სექტემბრის №237 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1. დადგენილების სათაურიდან, 1-ლი და მე-2 მუხლებიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „საქალაქო“.

2. დადგენილების №1 დანართის (თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – საბინაო ფონდის აღრიცხვის, მართვისა და რეგულირების საქალაქო სამსახურის დებულება) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის საბინაო ფონდის აღრიცხვის, მართვისა და რეგულირების სამსახურის დებულება“.

3. დადგენილების №1 დანართის 1-ლი მუხლის (ზოგადი დებულებები) 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საბინაო ფონდის აღრიცხვის, მართვისა და რეგულირების სამსახური (შემდგომში სამსახური) არის „ადგილობრივი თვითმმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე შექმნილი თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობისათვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ქალაქის საბინაო ფონდის აღრიცხვის, მართვისა და რეგულირების საკითხების კოორდინაციას“.

4. შეიცვალოს დადგენილების №2 დანართ(თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – საბინაო ფონდის აღრიცხვის, მართვისა და რეგულირების საქალაქო სამსახურის ბეჭდის ნიმუში) და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

(დანართი №2 დადგენილებასთან ერთვის)

მუხლი 2. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                            ა. ხვადაგიანი

 


 

 

დანართი №2

თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – საბინაო ფონდის აღრიცხვის, მართვისა და რეგულირების სამსახურის ბეჭდის

ნ ი მ უ შ ი

 

 

212721170,თვითმმართველი  ქალაქის –  ქუთაისის  მერიის  საბინაო ფონდის აღრიცხვის მართვისა და რეგულირების სამსახური