დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 30 სექტემბრის №235 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 84 |
| დოკუმენტის მიმღები | თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი |
| მიღების თარიღი | 23/02/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110301046, 16/03/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.123.016036 |
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს
დადგენილება №84
2011 წლის 23 თებერვალი
ქ. ქუთაისი
„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის –კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 30 სექტემბრის №235 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22–ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 44-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1. „თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 30 სექტემბრის №235 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
1. დადგენილების სათაურიდან, 1-ლი და მე-2 მუხლებიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „საქალაქო“.
2. დადგენილების 1-ლი მუხლის ნუმერაციის აღმნიშვნელი რომაული ციფრი „I“ შეიცვალოს არაბული ციფრი „1“-ით.
3. დადგენილების №1 დანართის (თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დებულება) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის დებულება“.
4. დადგენილების №1 დანართის 1-ლი მუხლის (ზოგადი დებულებები) 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. კეთილმოწყობის სამსახური (შემდგომში სამსახური) არის „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე შექმნილი თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ქალაქ ქუთაისის ტერიტორიაზე კეთილმოწყობის სფეროს მომსახურების, გარემოს დაცვის საკითხების კოორდინირებას, კეთილმოწყობის ღონისძიებების განხორციელებას, ქალაქის ტერიტორიის დასუფთავებასთან და გამწვანებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის ხელშეწყობას და ზედამხედველობას, ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან დასუფთავების მოსაკრებლის ამოღებას, დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის შესაბამისად“.
5. დადგენილების №1 დანართის მე-3 მუხლიდან (სამსახურის ძირითადი ფუნქციები) ამოღებულ იქნეს მე-9 პუნქტი.
6. დადგენილების №1 დანართის მე-4 მუხლიდან (დასუფთავების განყოფილების ფუნქციები) ამოღებულ იქნეს მე-3 პუნქტი, ხოლო 1-ლი, მე-4, მე-5 და მე-13 პუნქტები შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის დასახლებული ტერიტორიის დაგვა-დასუფთავების ორგანიზების ხელშეწყობა;“
„4. ქალაქ ქუთაისის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის სფეროს რეგულირების მიზნით, წინადადებებისა და შესაბამისი დოკუმენტების პროექტების მომზადება;“
„5. ქალაქის ტერიტორიის დასუფთავების მიზნით, ჩასატარებელი ღონისძიებების ორგანიზება;“
„13. სამართალდარღვევის ოქმის ფორმის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე და 1461 მუხლების, ასევე 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების საფუძველზე“.
7. შეიცვალოს დადგენილების №2 დანართი (თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის ბეჭდის ნიმუში) და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
(დანართი №2 დადგენილებასთან ერთვის)
მუხლი 2. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა.ხვადაგიანი
დანართი №2
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – კეთილმოწყობის სამსახურის ბეჭდის ნ ი მ უ შ ი
![]() |
უკან დაბრუნება 
დოკუმენტის კომენტარები