დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 7 |
| დოკუმენტის მიმღები | ზესტაფონის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/02/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110301040, 15/03/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 04/04/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.127.016027 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (15/03/2011 - 31/03/2011)
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №7
2011 წლის 28 თებერვალი
ქ. ზესტაფონი
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 204-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად:
მუხლი1
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 მ2-ზე ქონების გადასახადის ოდენობა განისაზღვროს:
ა) ცენტრალური ზონისთვის დადგინდეს 1.5;
ბ) შუალედური ზონისთვის დადგინდეს 1,4;
გ) პერიფერიული ზონისთვის დადგინდეს 1,3.
მუხლი 2
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შემავალი სოფლისა და თემის ტერიტორიაზე:
ა) მიწაზე გადასახადის ტერიტორიული კოეფიციენტი განისაზღვროს 0,8-ით;
ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამავალი ,,საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 15 სექტემბრის №554 ბრძანებულებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 100 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებულ მიწაზე გადასახადის ტერიტორიული კოეფიციენტი განისაზღვროს 1-ით.
მუხლი 3
დადგინდეს ქონების გადასახადი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 მ2-ზე ზონირების მიხედვით:
ა) ცენტრალურ ზონაში 0,36 ლარი;
ბ) შუალედურ ზონაში 0,336 ლარი;
გ) პერიფერიულ ზონაში 0,312 ლარი;
დ) ზესტაფონის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შემავალი სოფლისა და თემის ტერიტორიაზე 0,192 ლარი;
ე) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამავალი ,,საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 15 სექტემბრის №554 ბრძანებულებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 100 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებულ მიწაზე 0,24 ლარი.
მუხლი 4
დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
საკრებულოს თავმჯდომარე მ. მასხარაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები