დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 9 |
| დოკუმენტის მიმღები | ზუგდიდის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/02/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110301036, 04/03/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 11/06/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.105.016024 |
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №9
2011 წლის 25 თებერვალი
ქ. ზუგდიდი
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. შეტანილ იქნეს ცვლილება და დამატება „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ‘’ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 ოქტომბრის №32 დადგენილებაში, კერძოდ:
ა) დებულების მე-7-ე მუხლის „უ“ ქვეპუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„უ) ქმნის მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიას, ხელმძღვანელობს მას ან ნიშნავს სატენდერო კომისიის თავმჯდომარეს, უფლებამოსილია ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განახორციელოს გამარტივებული შესყიდვა, ან მისი განხორციელების უფლება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიანიჭოს გამგებელს ან სხვა თანამდებობის პირს“;
ბ) დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „მ.ვ.“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მ.ვ) ხელს აწერს ოფიციალურ დოკუმენტებს იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც მიკუთვნებული აქვს გამგეობას; ხელს აწერს ფინანსურ დოკუმენტაციას ან ამ უფლებამოსილებას გამგეობის სტრუქტურული ერთეულისათვის გადაცემასთან დაკავშირებით წინადადებას წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს; ახორციელებს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობას საგადასახადო, საფინანსო ორგანოებთან, საბანკო დაწესებულებებთან; ახორციელებს გამგეობის წარმომადგენლობას სახელმწიფო ორგანოებთან, ორგანიზაციებთან, მესამე პირებთან ურიერთობისას.“;
გ) დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს „მ.თ.“ ქვეპუნქტი:
„მ.თ) საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ხელს აწერს გამარტივებულ შესყიდვებთან დაკავშირებულ ყველა დოკუმენტაციას (ხელშეკრულების გაფორმება, მიღება-ჩაბარება, ანგარიშსწორება) და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დოკუმენტებს.“;
დ) დებულების მე-12-ე მუხლის ,,კ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ) საგანგებო სიტუაციების სამსახური;“
ე) დებულების მე-17 მუხლის პირველ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. გამგეობის საქმიანობის ორგანიზება და ადმინისტრაციული წარმოების წესი განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“, „საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით“, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით, კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული (გამოცემული) საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებითა “ და ამ დებულებით.“.
2. დაევალოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოს დადგენილების რეგისტრაცია და გამოქვეყნება.
3. დადგენილება ამოქმედდეს ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოქვეყნებისთანავე.
ლ. კონჯარია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები