გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2010 წლის 13 აგვისტოს №38 დადგენილებით დამტკიცებულ ,,გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ დებულებაში ცვილებების შეტანის შესახებ

  • Word
გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2010 წლის 13 აგვისტოს №38 დადგენილებით დამტკიცებულ ,,გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ დებულებაში ცვილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები გარდაბნის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/02/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110301029, 15/03/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 30/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.161.016035
  • Word
11
28/02/2011
ვებგვერდი, 110301029, 15/03/2011
010250020.35.161.016035
გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2010 წლის 13 აგვისტოს №38 დადგენილებით დამტკიცებულ ,,გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ დებულებაში ცვილებების შეტანის შესახებ
გარდაბნის მუნიციპალიტეტი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

11

2011 წლის 28 თებერვალი

ქ. გარდაბანი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2010 წლის 13 აგვისტოს №38 დადგენილებით დამტკიცებულ ,,გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ დებულებაში ცვილებების შეტანის შესახებ

 ,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63 -ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -20 მუხლის შესაბამისად , გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულომ

  :

    მუხლი 1

შეტანილ იქნეს ,, გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს 38 დადგენილებაში ცვლილებები და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე -6 და მე -7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რდაქციით:

1. „მუხლი 6. სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები:

1. სამსახურის ძირითადი ამოცანებია:

) კონტროლი გარე იერსახეზე, გარე რეკლამის განთავსებაზე, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესებზე, გარე ვაჭრობაზე, ავტოტრანსპორტის პარკირებაზე, სამშენებლო ან სხვა სახის ნარჩენების გადამზიდ სატრანსპორტო საშუალებებზე;

ბ) კონტროლი მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად ხმაურის ინსოლაციისა და დასუფთავების განმსაზღვრელი სანიტარული ნორმების დაცვაზე ;

გ) კონტროლი მშენებარე შენობა-ნაგებობების წარმოებული სამშენებლო ნაკეთობების, კონსტრუქციების, საპროექტო ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის უზრუნველყოფაზე, მშენებლობის დაწყებიდან დასრულებამდე, დადგენილი ორგანიზაციული-სამართლებრივი წესრიგის შესაბამისობაზე;

დ) ადგილბრივი სამგზავრო გადაზიდვების რეგულირება.

2. სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:

ა) არქიტექტურულ -სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, დარღვევით მშენებარე ობიექტების შეჩერება ან/და დემონტაჟი, მათ მიმართ საჯარიმო სანქციების გამოყენება ;

ბ) სამშენებლო, სარემონტო და საფრთხეშემცველი სამუშაოების წარმოების წესების დაცვაზე (სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვა, მიწის გრუნტისა და სამშენებლო ნარჩენების სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში გატანა, მიწისქვეშა კომუნიკაციათა ჩაწყობა -გადაკეთებისა და მიწის გათხრასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების ჩატარება, სამუშაოების დამთავრების შემდეგ ობიექტის კეთილმოწყობა -მოწესრიგება და სხვა), დაზიანებული ქუჩებისა და მაგისტრალების მოწესრიგების ღონისძიებათა დროულ და ხარისხიან შესრულებაზე კონტროლის დაწესება;

) უნებართვო ან კანონმდებლობის დარღვევით განხორიელებული მშენებლობის გამოვლენა და მასზე კანონმდებლობის შესაბამისად რეაგირება ;

დ) გარე რეკლამის განთავსების დარღვევის ფაქტების გამოვლენა და მათ შესაბამისობაში მოყვანაზე კონტროლი;

ე) სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების, ასევე პლაკატების, ლოზუნგების თვითნებური შესრულების ფაქტების გამოვლენა შენობათა ფასადებზე, ღობეებზე, ვიტრინებზე, სვეტებზე, ხე-ნარგავებზე და კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

ვ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმოო-დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესების დაცვაზე (შენობა-ნაგებობების ფასადების, გზის საფარის, გარე განათების, მიწისქვეშა გადასასვლელების, გამწვანებული ტერიტორიების, ვიტრინების, მარკიზების, კომუნიკაციათა კიოსკების და ჭების საქალაქო მეურნეობის სხვა ელემენტების ტექნიკურ-ესთეტიკურ მდგომარეობაზე) კონტროლი და დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში სათანადო რეაგირება;

ზ) გარე ვაჭრობისა და ავტოტრანსპორტის პარკირების დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა და მათ შესრულებაზე კონტროლი;

თ) უკანონო, უსახური და ამორტიზებული ჯიხურების, მანქანა-დანადგარების, დახლების, სხვადასხვა კონსტრუქციების, სტელაჟების, სარეკლამო და საინფორმაციო სტენდების, დაფების, ფირნიშების, აბრების, აფიშების, პლაკატების და სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენა, მათი აღკვეთისა და სადემონტაჟო ღონისძიებების განხორციელება;

ი) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ წყლის სისტემებზე უნებართვო მიერთებაზე კონტროლი;

კ) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი ზომების განხორციელება;

ლ) სამიჯნე ნიშნის მოშლის, დაზიანების ან სასაზღვრო ზოლის თვითნებური შეცვლის ფაქტის გამოვლენა ;

მ) მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიერ ხმაურის ინსოლაციისა და დასუფთავების განმსაზღვრელი სანიტარული ნორმების დაცვაზე, სანიტარულ -ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებაზე კონტროლი ;

ნ) დადგენილი წესით მოსაკრებელ დაქვემდებარებული ობიექტების (გარდა სათამაშო ბიზნესისა) სრული აღრიცხვა, მონაცემთა ბანკის შექმნა და მოსაკრებლის გადახდის კონტროლი;

ო) სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების უვარგისი კონსტრუქციების, მასალების, ნივთების, მიწის და კლდოვანი ქანების გზებზე, მდინარეებში, ტბებში და მათ ნაპირებზე ფერდობებსა და სპორტულ მოედნებზე, ავტოსადგომებთან, ბაზრებთან ან/და სხვა ადგილებში დაყრაზე, ნარჩენებისა და ნაგვის გატანის, გატანა-გადაზიდვისა და დასუფთავების წესების დაცვაზე კონტროლი;

პ) სატრანსპორტო საშუალებების გამოვლენა, რომლებიც სამშენებლო ან სხვა სახის მასალების ნარჩენების გადაზიდვას ახორციელებს გაუმართავი საბარგულით ან მისაბმელი მოწყობილობით, რაც ქმნის გზის საფარის დანაგვიანების ან დაზიანების საფრთხეს;

ჟ) გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივ სამგზავრო გადაყვანაზე (მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურებისა და ადგილობრივი გადაზიდვების წესების, ტრანსპორტის მარშრუტებისა და გრაფიკების განსაზღვრულ წესებთან და ნებართვებთან შესაბამისობაზე) კონტროლის განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

რ) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, პროფილაქტიკური სანიტარულ -ჰიგიენური ღონისძიებების შემუშავება, მიწერილობის გაცემა ;

ს) კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში სანიტარული და გარემოსდაცვითი კანონმდებლობის შესრულებაზე კონტროლის განხორციელება ;

ტ) თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწაზე მწვანე ნარგავების მოჭრაზე ან/და ამოძირკვაზე კონტროლის განხორციელება ;

უ) მიწის დაცვის მოთხოვნათა შეუსრულებლობა. სასოფლო-სამურნეო დანიშნულების მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნა-შენახვისა და სამელიორაციო სამუშაოთა ჩაუტარებლობის, აგრეთვე რეკულტივაციის, ქარისმიერი, წყლისმიერი ეროზიისა და ნიადაგის მდგომარეობის გამაუარესებელი სხვა პროცესებისაგან ნიადაგის დაცვის მიწათმოსარგებლეზე დამოკიდებული სავალდებულო ღონისძიებების შეუსრულებლობა, შესაბამისი ნებარ თვების არქონა, ან/და არსებული წესის დარღვევით შესრულების ფაქტების გამოვლენა ;

ფ) სახელმწიფო ცენტრალური, მუნიციპალური და სხვა პროგრამების შესრულება;

ქ) მოქმედი კანონმდებლობითა და ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.“

 

2. მუხლი 7. სამსახურის უფლებები და ვალდებულებები

1. სამსახური უფლებამოსილია:

ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით შევიდეს და განახორციელოს კონტროლი მის საზედამხედველო ობიექტში არქიტექტურულ-სამშენებლო, სანიტარული და ჰიგიენური ნორმებისა და წესების დაცვასა და შესრულებაზე; შემოწმების პროცესში მოითხოვოს ყველა საჭირო და აუცილებელი დოკუმენტაცია სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებული ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირისაგან, განურჩევლად საკუთრების ფორმისა და უწყებრივი დაქვემდებარებისა;

ბ) განსაზღვროს დარღვევის აღმოფხვრის ღონისძიებები და ვადები, კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცეს მიწერილობა, დააწესოს კონტროლი მათ ხარისხიან შესრულებაზე;

გ) აწარმოოს კონტოლი, კეთილმოწყობის, გარე იერსახის, გარე რეკლამის, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის, გარე ვაჭრობის და ავტოტრანსპორტის პარკირებაზე;

დ) დადგენილი წესით მიიღოს გადაწყვეტილება სათანადო ნებართვის გარეშე მიმდინარე მშენებლობის ან უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ;

ე) დადგენილი წესით მიიღოს გადაწყვეტილება კანონმდებლობის დარღვევით აშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივი დემონტაჟის შესახებ;

ვ) აწარმოოს კონტროლი საქალაქო მეურნეობის, კეთილმოწყობის, გარე იერსახის, გარე რეკლამის, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის, გარე ვაჭრობის, ავტოტრანსპორტის პარკირების და სანიტარული დასუფთავების ღონისძიებათა შესრულებაზე;

ზ) აწარმოოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური რეგლამენტის შესრულებაზე ზედამხედველობა ;

თ) ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მოთხოვნით, ან მისი თანხმობის საფუძველზე გამოიკვლიოს საცხოვრებელი ან/და არასაცხოვრებელი ფართი, დარღვევის გამოვლენისას შეადგინოს მიწერილობა ხმაურის ინსოლაციისა და დასუფთავების დამდგენი სანიტარული ნორმების მოთხოვნათა დარღვევის აღმოფხვრის შესახებ;

ი) მონაწილეობა მიიღოს საგანგებო ეკოლოგიური სიტუაციების აღკვეთის პროფილაქტიკისა და თავიდან აცილების ღონისძიებათა შემუშავება-გატარებაში;

კ) დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის, აგრეთვე თანამდებობის პირის მიმართ გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები;

ლ) მის მმართველობას მიკუთვნებული სფეროების ფარგლებში მოამზადოს წინადადებები მუნიციპალიტეტის სამსახურებისა და კერძო სამართლის სუბიექტების არამართლზომიერი გადაწყვეტილებებისა და ქმედებების შესახებ და წარმოადგინოს დადგენილი წესით დანიშნულებისამებრ;

მ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მოამზადოს და განსახილველად წარადგინოს წინადადებები;

 ნ) საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს უწყებათა და ორგანიზაციათა წარმომადგენლები, მეცნიერები, სპეციალისტები, ექსპერტები;

ო) განახორციელოს კანონმდებლობით სხვა უფლებამოსილებანი;

პ) მოახდინოს მშენებარე და რეკონსტრუქციაში მყოფი ობიექტების ინსპექტირება. შეაჩეროს სათანადო ნებართვის გარეშე მიმდინარე მშენებლობა ან უნებართვო დემონტაჟი;

ჟ) მშენებლობის მონაწილეებზე გასცეს მიწერილობები პროექტების, სამშენებლო ნორმებისა და წესების დარღვევების გამოსწორების თაობაზე;

რ) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დაშვებული დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მიიღოს შესაბამისი დადგენილება დამრღვევისათვის კანონმდებლობით დადგენილი ჯარიმების დაკისრების თაობაზე;

ს) მიიღოს შესაბამისი ღონისძიებები დარღვევით აშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ან დამონტაჟებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივი დემონტაჟის თაობაზე;

ტ) კონტროლი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ბუნებრივი რესურსების სარგებლობის დადგენილი წესების დაცვაზე.

სამსახური ვალდებულია:

ა) განახორციელოს ზედამხედველობა და კონტროლი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე ყველა სახის არქიტექტურულ–სამშენებლო, სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოებზე და აღნიშნულ საქმიანობაზე, დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის დაცვაზე;

ბ) განახორციელოს ზედამხედველობა და კონტროლი გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ საქალაქო მეურნეობის, კეთილმოწყობის, გარე იერსახის, გარე რეკლამის, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის, გარე ვაჭრობის და ავტოტრანსპორტის პარკირების საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების, დადგენილებების, ბრძანებების, განკარგულებების, ინსტრუქციებისა და წესების შესრულებაზე;

გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მგზავრთა გადამყვანი და ტვირთის გადამზიდი სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური რეგლამენტის შესრულების ზედამხედველობა ;

დ) დადგენილი წესით მოახდინოს არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების შემოწმება, მათი საქმიანობის შეჩერება, აშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობების მთლიანი ან ნაწილობრივი დემონტაჟი;

ე) აწარმოოს კონტროლი მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვაზე, ქუჩებზე, მაგისტრალებზე, მოედნებზე, პარკებში, სკვერებში, დასასვენებელ ზონებში, საერთო სარგებლობის ეზოებში, მიწის გათხრითი სამუშაოების წარმოებაზე, მიწისქვეშა საინჟინრო ქსელების ჩაწყობა-გადაკეთებაზე, სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვების მოწყობაზე, ქუჩის დროებით გადაკეტვაზე, ან ნაწილობრივ შეზღუდვაზე, ჭაბურღილების დაყენებაზე, შენობათა საძირკველის გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებაზე, სამშენებლო პოლიგონების ქვაბულებიდან მიწის გრუნტისა და სამშენებლო ნაგვის სპეციალურად გამოყოფილ საყრელებზე გადატანაზე და აღნიშნული სამუშაოების დადგენილი წესებით და განსაზღვრულ ვადებში შესრულებაზე კონტროლი;

ვ) მოსახლეობის ინფორმირება სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებისა და სამომავლო გეგმების თაობაზე;

ზ) თანამშრომლობა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან;

თ) ფიზიკური და იურიდიული პირების განცხადებების მიღება და კანონით დადგენილ ვადებში და წესით განხილვა;

ი) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში სანიტარ ული ნორმების დაცვის ზედამხედველობა;

კ) აწარმოოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხეებისა და მწვანე ნარგავების გეგმაზომიერ განთავსებაზე, მათ მოჭრაზე, ამოძირკვაზე და დაზიანებაზე კონტროლი;

ლ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ’’ და ,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ საქართველოს კანონების დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების გამოყენება.“.

    მუხლი 2

დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.   

    მუხლი 3

დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში (მის .: ქ. გარდაბანი, დ. აღმაშენებლის ქ. 14) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით უშუალო ზიანის მიყენებიდან 3 თვის ვადაში.

 საკრებულოს თავმჯდომარე   გ. ფეიქრიშვილი