დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 10 |
| დოკუმენტის მიმღები | გარდაბნის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/02/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110301028, 15/03/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 03/01/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200230000.35.161.016034 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (15/03/2011 - 22/03/2011)
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №10
2011 წლის 28 თებერვალი
ქ. გარდაბანი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-4 პუნქტისა და „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა :
მუხლი 1
დამტკიცდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 თებერვლის №5 დადგენილება (გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დამტკიცების შესახებ)
მუხლი 3
დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 4
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში (მის.: ქ. გარდაბანი, დ. აღმაშენებლის ქ. №14) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით უშუალო ზიანის მიყენებიდან 3 თვის ვადაში.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. ფეიქრიშვილი
დანართი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის
მოსაკრებლის განაკვეთი
|
№
|
სათამაშო ბიზნესის სახეობა |
გადასახადის გადახდის ვადა |
მოსაკრებლის განაკვეთი ლარებში |
|
1.
| კაზინოს (სამორინეს) თითოეულ სათამაშო მაგიდაზე |
კვარტალში |
18 000
|
| 2.
| თითოეულ სათამაშო აპარატზე | კვარტალში
| 600
|
| 3.
| ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს თითოეულ სალაროზე | კვარტალში
| 1500
|
| 4.
|
| საპრიზო ფონდის 10%
| |
| 5.
| სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობაზე | კვარტალში
| 15 000
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები