დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 9 |
| დოკუმენტის მიმღები | გარდაბნის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/02/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110301027, 15/03/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 25/01/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200230000.35.161.016033 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (15/03/2011 - 22/03/2011)
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა № 9
2011 წლის 28 თებერვალი
ქ. გარდაბანი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების განსაზღვრის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის და ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა :
მუხლი 1
დადგინდეს მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის ახლად ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართის თითოეულ კვადრატულ მეტრზე – 0,50 ლარი, ხაზობრივი ნაგებობებისათვის – 1.00 ლარი (რკინიგზა, წყალსადენი, გაზსადენი გზა, ელ. გადაცემის ხაზები, ელ.კავშირი, არხები და სხვა), სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის – 1 (ერთი) ლარი.
მუხლი 2
დადგინდეს ადგილობრივი სატენდერო მოსაკრებელი (პრეტენდენტი, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებისას იღებს სატენდერო დოკუმენტაციას) – 50 (ორმოცდაათი) ლარი.
მუხლი 3
ძალადაკარგულად გამოცხადდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 თებერვლის №7 დადგენილება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების განსაზღვრის შესახებ“.
მუხლი 4
დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 5
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში (მის.: ქ. გარდაბანი, დავით აღმაშენებლის ქ. №14) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით უშუალო ზიანის მიყენებიდან 3 თვის ვადაში.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. ფეიქრიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები