„მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 იანვრის №8 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 იანვრის №8 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 19
დოკუმენტის მიმღები მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/02/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110301014, 11/03/2011
სარეგისტრაციო კოდი 040110030.35.153.016047
  • Word
19
28/02/2011
ვებგვერდი, 110301014, 11/03/2011
040110030.35.153.016047
„მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 იანვრის №8 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მცხეთის მუნიციპალიტეტი

მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება № 19

2011  წლის 28 თებერვალი

ქ. მცხეთა

,,მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 იანვრის № 8 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,პ’’ ქვეპუნქტისა და  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და ,,ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის საფუძველზე,

 მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1. შეტანილ იქნეს ცვლილებები ,,მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 იანვრის № 8 დადგენილებაში, კერძოდ:

1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-9 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ბს თანხა შეადგენს ქონების საწყისი გასაყიდი ფასის 30%-ს, ბიჯი – 10%-ს, ბილეთის ფასი – 200 ლარს. ხოლო მოძრავი ნივთის შემთხვევაში ბილეთის ფასია 50 ლარი.

2. დებულების მე-5 მუხლის მე-10 პუნქტში ,,მე-11 პუნქტით“ ნაცვლად ჩაიწეროს ,,მე-9 მუნქტით“.

3. დებულების მე-5 მუხლის დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 პუნქტი ,,სააუქციონო კომისია საჯარო აუქციონის ჩატარებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში ამზადებს მოხსენებით ბარათს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე. აუქციონში დამარცხებულ პირთა განცხადებების   და აღნიშნული მოხსენებითი ბარათის საფუძველზე საჯარო აუქციონში მონაწილე პირებს, რომლებმაც ვერ გაიმარჯვეს, უბრუნდებათ მათ მიერ გადახდილი ბე. მოხსენებით ბარათს ხელს აწერს სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი.“.

4. დებულების მე-6 მუხლის მე-5 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა ,,დამატებითი“.  

5. დებულების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ პრივატიზებულ ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხის სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი.“.

მუხლი  2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                                           ა. კალანდაძე