ქალაქ თბილისის მერის აპარატის (სამსახურის) დებულების დამტკიცების შესახებ

  • Word
ქალაქ თბილისის მერის აპარატის (სამსახურის) დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 12
დოკუმენტის მიმღები საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)
მიღების თარიღი 01/03/2011
დოკუმენტის ტიპი ქ. თბილისის მერის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110301011, 15/03/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2015
სარეგისტრაციო კოდი 010250000.52.101.016022
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
12
01/03/2011
ვებგვერდი, 110301011, 15/03/2011
010250000.52.101.016022
ქალაქ თბილისის მერის აპარატის (სამსახურის) დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (15/03/2011 - 22/12/2014)

ქ. თბილისის მერის

ბრძანება 12

2011 წლის 1 მარტი

ქ. თბილისი

 ქალაქ თბილისის მერის აპარატის (სამსახურის) დებულების დამტკიცების შესახებ

„საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ნ” ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 61-ე მუხლის, „ქ. თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის საკრებულოს 2006 წლის 12 ოქტომბრის 1-1 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მერიის დებულების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „კ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს ქალაქ თბილისის მერის აპარატის (სამსახურის) დებულება, დანართის თანახმად.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქალაქ თბილისის პრემიერის 2004 წლის 15 ოქტომბრის №597 განკარგულება „ქ. თბილისის მერის სამდივნოს დებულების დამტკიცების შესახებ“.

3. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. უგულავა

 ქალაქ თბილისის მერის აპარატის (სამსახურის)

დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულება

1. ქალაქ თბილისის მერის აპარატი (სამსახური) (შემდგომში – აპარატი) არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეული, რომელიც ორგანიზაციულად უზრუნველყოფს ქალაქ თბილისის მერის საქმიანობას.

2. აპარატი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით, „ქალაქ თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის საკრებულოს 2006 წლის 12 ოქტომბრის №1-1 გადაწყვეტილებით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.

3. აპარატი ანგარიშვალდებულია ქ. თბილისის მერისა და ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსის წინაშე.

მუხლი 2. აპარატის უფლება-მოვალეობანი

1. აპარატი თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია:

იმოქმედოს ქალაქ თბილისის მერის სახელით და მისი დავალებით მოითხოვოს და მიიღოს მერიის სტრუქტურული ერთეულებიდან, სახელმწიფო და თვითმმართველობის სხვა ორგანოებიდან ის ინფორმაციები, რომელიც ესაჭიროება აპარატს მერის დავალებათა შესასრულებლად.

2. აპარატის ვალდებულებებს განეკუთვნება:

ა) ქალაქ თბილისის მერიის, ქალაქ თბილისის მერის სახელზე შემოსული კორესპონდენციების მიღება, მომზადება და შესაბამისი წინადადებებით (რეზოლუციის პროექტი, მოსაზრება) მერისათვის წარდგენა;

ბ) ქალაქ თბილისის მერის მიერ განხილული კორესპონდენციების ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის საორგანიზაციო სამსახურისთვის ოპერატიულად მიწოდება;

გ) ქალაქ თბილისის მერის მიერ მოქალაქეთა მიღებასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზაციული და დოკუმენტური უზრუნველყოფა ინფორმაციის წინასწარი მოპოვებისა და დამუშავების გზით;

დ) მოქალაქეთა მიღების პროცესში ქალაქ თბილისის მერის მიერ გაცემული დავალებების აღრიცხვა და ქალაქ თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურებისათვის გადაცემა;

ე) მერის ოფიციალური მიღებებისა და ვიზიტების ორგანიზაციული უზრუნველყოფა, ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის ღონისძიებათა მოწყობისა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან ურთიერთობის სამსახურთან ერთად;

ვ) ქალაქ თბილისის მერის ბრიფინგების ორგანიზაციული უზრუნველყოფა, ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურთან ერთად;

ზ) ქალაქ თბილისის მერის მიერ სხვა სამსახურებრივი დავალებების შესრულება.

 მუხლი 3. აპარატის ხელმძღვანელობა

1. აპარატს ხელმძღვანელობს აპარატის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსი.

2. აპარატის უფროსი:

ა) უშუალოდ წარმართავს და ხელმძღვანელობს აპარატის საქმიანობას;

ბ) პასუხს აგებს აპარატზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულებაზე;

გ) უზრუნველყოფს აპარატის მუშაობის ორგანიზებას, თანამშრომელთა შორის მოვალეობის განაწილებასა და მათი შესრულების კონტროლს;

დ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს;

3. აპარატის უფროსი ანგარიშვალდებულია ქალაქ თბილისის მერისა და ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსის წინაშე.

    მუხლი 4. დასკვნითი დებულებები

1. ყველა ის საკითხი, რომელსაც არ ითვალისწინებს წინამდებარე დებულება, რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით.

2. აპარატის რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის შეწყვეტა (გაუქმება, ლიკვიდაცია) ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.