საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ექსპონატისათვის კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე

  • Word
საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ექსპონატისათვის კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3/32
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 21/02/2011
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110301010, 07/03/2011
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
3/32
21/02/2011
ვებგვერდი, 110301010, 07/03/2011
საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ექსპონატისათვის კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის

ბრძანება №3/32

2011 წლის 21 თებერვალი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ექსპონატისათვის კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე

საქართველოს უმნიშვნელოვანეს ისტორიულ-კულტურულ ფასეულობათა სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის, ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე, 53-ე, 55-ე, 56-ე მუხლებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, ვბრძანებ:

1. მიენიჭოს კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსი სსიპ – ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულ მოქვის სახარებას, თანახმად დანართში მითითებული სააღრიცხვო ბარათისა.

2. დაევალოს კულტურული მემკვიდრეობის სტრატეგიის, ორგანიზაციების კოორდინაციისა და ნებართვების დეპარტამენტს ამ ბრძანების ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში, დანართში მითითებული ექსპონატისათვის კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ მონაცემების ძეგლების სახელმწიფო რეესტრსა და სამინისტროს ინტერნეტ-გვერდზე ასახვა.

3. დაევალოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს, წარმოადგინოს შესაბამისი დასკვნა დანართში მითითებული ძეგლისათვის კატეგორიის მინიჭების თაობაზე.

4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ გაცნობიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს მთავრობაში (მისამართი: ქ. თბილისი, პ. ინგოროყვას ქ. 7).

      მინისტრის

მოვალეობის შემსრულებელი                   დ. ცხადაძე     

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

   დანართი

კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ობიექტის/ძეგლის
სააღრიცხვო ბარათი

№002941

231

 

 

1. მოძრავი ობიექტის/ძეგლის სახეობა

პალეოგრაფიული, სახვითი ხელოვნების

2. ავტორი/სკოლა

ბიზანტიური

3. დასახელება

მოქვის სახარება

4. შექმნის დრო და ადგილი

1300 წელი

5. ამჟამინდელი ადგილსამყოფელი

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, Q-902

6. მასალა, ზომა

ხე, ქსოვილი, ვერცხლი, მოოქრული ვერცხლი, ეტრატი, ფურცლოვანი ოქრო, მელანი, ოქრომელანი, აკვარელი, ტემპერა; 30X25,5 სმ

7.ფიზიკური მდგომარეობა

ხელნაწერი ძალზედ დაზიანებულია და საჭიროებს სასწრაფო რესტავრაციას