დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
"სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 32 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
მიღების თარიღი | 01/03/2011 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110301007, 01/03/2011 |
სარეგისტრაციო კოდი | 170040000.22.027.016103 |
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №32
2011 წლის 1 მარტი
ქ. თბილისი
„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებით (სსმ III, 31.03.2010, №33, მუხ. 517) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 პუნქტი:
„11. ნოტარიუსის შემცვლელი პირის მიმართ ვრცელდება „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის „ბ“–„ე“ და „ზ“ ქვეპუნქტების, მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“, „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტების მოთხოვნები. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ნოტარიუსის შემცვლელი პირისათვის საქმიანობის უფლების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მისი ნოტარიუსის შემცვლელ პირად დამნიშვნელი ნოტარიუსი, რის შესახებაც დაუყოვნებლივ აცნობებს ნოტარიუსთა პალატის გამგეობას.“.
2. მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. სანოტარო ბიუროს თანამშრომლის (გარდა დამლაგებლისა, ბუღალტრისა და ტექნიკური მუშაკისა) მიმართ ვრცელდება „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის „ბ“, „დ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებისა და მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ და „ვ“ (გარდა განზრახი დანაშაულის ჩადენის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შემთხვევისა ხანდაზმულობის ან ამნისტიის გამო) ქვეპუნქტების მოთხოვნები.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
დოკუმენტის კომენტარები