,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის 2007 წლის 5 ივნისის N01-06/44 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 20
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი
მიღების თარიღი 23/02/2011
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110228047, 01/03/2011
სარეგისტრაციო კოდი 340010000.33.058.016006
  • Word
20
23/02/2011
ვებგვერდი, 110228047, 01/03/2011
340010000.33.058.016006
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის 2007 წლის 5 ივნისის N01-06/44 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №20

2011 წლის 23 თებერვალი

ქ. ბათუმი

,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის 2007 წლის 5 ივნისის №01-06/44 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

1. ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის 2007 წლის 5 ივნისის №01-06/44 ბრძანებით (გაზეთი ,,აჭარა” 20.06.2007, №93 (22.837) დამტკიცებულ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) 182 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) სამინისტროში და სამინისტროს სისტემის დაწესებულებებში ჩაატაროს შესაბამისობის, ოპერაციული, ეფექტიანობის და ფინანსური აუდიტი;”;

ბ) 182 მუხლის ,,თ ” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

გ) 183 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

,,ა) ამზადებს და მინისტრს შესათანხმებლად წარუდგენს შიდა აუდიტის საქმიანობის სტრატეგიულ და წლიურ გეგმებს.”;

დ) 183 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ი” და ,,კ” ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

ე) 183 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ლ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ლ) ამზადებს და მინისტრსა და შიდა აუდიტთან დაკავშირებული საკითხების განმხილველ საბჭოს (შემდგომში – საბჭო) წარუდენს შიდა აუდიტის წლიურ ანგარიშს;”;

ვ) 183 მუხლის მე-2 პუნქტის ,,მ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მ) პასუხისმგებელია საბჭოსთვის ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის შემუშავებისა და შემოღების შესახებ წლიური ანგარიშის მომდევნო წლის იანვრის დასრულებამდე წარდგენისათვის;“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. სურმანიძე