„შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის N2 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის N2 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო
მიღების თარიღი 28/02/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110228043, 28/02/2011
სარეგისტრაციო კოდი 040170050.21.014.016013
  • Word
5
28/02/2011
ვებგვერდი, 110228043, 28/02/2011
040170050.21.014.016013
„შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის N2 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება 5

2011 წლის 28 თებერვალი

ქ. თბილისი

„შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“  სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. „შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“  სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანებაში (ვებ პორტალი, 11/02/2011) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი შემსყიდველი ორგანიზაციები თავდაცვასთან, უშიშროებასა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების შემთხვევაში, ასევე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია და საქართველოს მთავრობის კანცელარია გეგმას, რომელიც მოიცავს ამ შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ დაგეგმილ ყველა სახელმწიფო შესყიდვას დაფინანსების წყაროს მიხედვით, წარუდგენენ სააგენტოს სისტემის გამოყენების გარეშე. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნათა დაცვით სააგენტოსათვის გეგმის წარდგენად ჩაითვლება გეგმის სისტემის გარეშე სააგენტოსათვის წარდგენის დღე. გეგმის ის ნაწილი, რომელიც არ შეიცავს თავდაცვასთან, უშიშროებასა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან დაკავშირებულ სახელმწიფო შესყიდვებს, ატვირთულ უნდა იქნეს სისტემაში სააგენტოსათვის გეგმის სისტემის გამოყენების გარეშე წარდგენიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა.“.

2. მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

5. გეგმის ნებისმიერი პარამეტრის ცვლილება აისახება დანართ №1-ში, რომელიც წარედგინება სააგენტოს სისტემის მეშვეობით. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი შემსყიდველი ორგანიზაციები თავდაცვასთან, უშიშროებასა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან დაკავშირებულ სახელმწიფო შესყიდვებთან, ასევე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და საქართველოს მთავრობის კანცელარიის  გეგმთან დაკავშირებული ნებისმიერი პარამეტრის ცვლილება აისახება დანართ №1-ში, რომელიც წარედგინება სააგენტოს სისტემის გამოყენების გარეშე შესაბამისი სახელმწიფო შესყიდვის დაწყებამდე.“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ტ. ურჯუმელაშვილი