დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 50 |
| დოკუმენტის მიმღები | ბაღდათის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/02/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110228040, 09/03/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 04/04/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.124.016025 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (09/03/2011 - 30/03/2011)
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №50
2011 წლის 25 თებერვალი
ქ. ბაღდათი
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური საბაზო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 დეკემბრის №394 დადგენილების შესაბამისად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1
შემოღებულ იქნეს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი და მისი განაკვეთები განისაზღვროს დანართის შესბამისად.“
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ბაღდათის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღებისა და მისი განაკვეთების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 22 იანვრის №110 დადგენილება.“
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვ. წიქორიძე
დანართი
ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთები
მუხლი 1
საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 პროცენტი. ამ მუხლის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება, რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში უნდა გაიზარდოს:
ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ;
ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე –2-ჯერ;
გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე –1,5-ჯერ;
ბ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს – 3-ჯერ.
მუხლი 2
საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1 პროცენტი.
მუხლი 3
ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთებია:
ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ქონების საბაზრო ღირებულების 0,1 პროცენტი.
ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი საბაზრო ღირებულების 0.8 პროცენტი.
მუხლი 4
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე (გარდა მე-5 მუხლით გათვალისწინებული მიწებისა) ქონების გადასახადის წლიური განაკვეთებია (მათ შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე):
ა) კარგ მიწაზე – 71 ლარი;
ბ) მწირ მიწაზე – 58 ლარი.
მუხლი 5
სათიბებისა და საძოვრების ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთებია:
ა) გაკულტურებულ სათიბებზე – 19 ლარი;
ბ) გაკულტურებულ საძოვრებზე – 15 ლარი;
გ) სათიბებზე ( გარდა გაკულტურებული სათიბებისა ) –16 ლარი;
დ) საძოვრებზე (გარდა გაკულტურებული საძოვრებისა) – 10 ლარი.
მუხლი 6
ყოფილი საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობის ტყეების მიწებზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია 20 ლარი.
მუხლი 7
ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწების ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია 5 ლარი.
მუხლი 8
არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების 1მ2-ზე წლიური გადასახადის განაკვეთია (მათ შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე):
| № | ტერიტორია | საბაზისო განაკვეთი (ლარი) | ტერირორიული კოეფიციენტი | გადასახადის განაკვეთი (ლარი) |
| 1 | ქ. ბაღდათი | 0,24 | 0,7 | 16,8 |
| 2 | კურორტი საირმე | 0,24 | 1,5 | 36 |
| 3 | სახელმწიფო საავტომობილო გზის 50-მეტრიან რადიუსში (გარდა ქ. ბაღდათისა) | 0,24 | 0,4 | 9,6 |
| 4 | სოფლებში | 0,24 | 0,25 | 6,0 |
მუხლი 9
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, შესაბამისი დასაბეგრი ობიექტის მიხედვით, ქონების გადასახადისაგან გათავისუფლდეს:
ა) საცხოვრებელ სახლზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები, რომელთა ფართობი არ აღემატება 900 კვმ-ს;
ბ) ავტოფარეხზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები, რომელთა ფართობი არ აღემატება 40 კვმ-ს.
მუხლი 10
ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით და ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებული ქონების სახეები, დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე და 206-ე მუხლებით.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები