დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 9 |
| დოკუმენტის მიმღები | ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/02/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110228032, 09/03/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260050.35.112.016031 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (09/03/2011 - 20/05/2011)
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №9
2011 წლის 25 თებერვალი
ქ. ლანჩხუთი
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 326 მუხლის მე-6 პუნქტისა და „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ევროპული ქარტიის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ ცალკეული დავალებების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი (დანართი №1);
2. დამტკიცდეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის წევრის მიერ კომისიის სხდომებზე დასწრებისა და საკითხების შესასწავლად გაწეულ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ნუსხა (დანართი №2);
3. დამტკიცდეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის საკრებულოს სხდომებზე დასწრებისა და საკითხების შესასწავლად გაწეულ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ნუსხა (დანართი №3);
4. დამტკიცდეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების ნუსხა (დანართი №4);
5. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე რ. ჩიტიძე
დანართი N1
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ ცალკეული დავალებების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების
წ ე ს ი
მუხლი 1
ეს წესი, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ევროპული ქარტიის შესაბამისად, განსაზღვრავს საკრებულოს წევრის საკრებულოს სხდომებზე ან კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, აგრეთვე ამომრჩეველებთან შესახვედრად, საკრებულოს თავმჯდომარის დავალებათა შესასრულებლად საკრებულოს წევრის მიერ უფლებამოსილების განხორციელებისათვის ხარჯების ანაზღაურების წესსა და პირობებს.
მუხლი 2
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თითოეული წევრის მიერ ცალკეული დავალებების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ზღვრული მოცულობა განისაზღვრება თვეში 200 ლარის ოდენობით.
მუხლი 3
1. ხარჯების განსაზღვრა მოხდეს ზღვრული ოდენობის მოცულობიდან შემდეგი პირობების დაცვით:
ა) საკრებულოს წევრს კომისიის სხდომებზე დასწრების, უფლებამოსილების განხორციელებისათვის, განსახილველ საკითხებში მონაწილეობისა და ცალკეული დავალებების შესრულებისათვის ყოველთვიურად მიეცემა თანხა 100 (ასი) ლარის ოდენობით დანართი №2-ის მიხედვით, რომელიც ივსება შესაბამისი კომისიის თავმჯდომარის მიერ და წარედგინება საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს;
ბ) დარჩენილი 100 (ასი) ლარი საკრებულოს წევრს ყოველთვიურად მიეცემა საკრებულოს სხდომებზე დასწრების, უფლებამოსილების განხორციელებისათვის, განსახილველ საკითხებში მონაწილებისა და ცალკეული დავალებების შესრულებისათვის. ანაზღაურება მოხდება დანართი N3-ის მიხედვით, რომელიც ივსება საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის მიერ.
2. საკრებულოს კომისიისა და საკრებულოს სხდომებზე დასწრებას საკრებულოს წევრი ადასტურებს ხელმოწერით.
3. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ცალკეული დავალებების შესრულებისა (ან შეუსრულებლობის) და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომებზე დასწრების მიხედვით ხელმოწერით ადასტურებს საკრებულოს წევრების (თანამდებობის პირთა ჩათვლით) ხარჯების ანაზღაურების ნუსხას თანახმად №4 დანართისა და წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს.
მუხლი 4
საკრებულოს თავმჯდომარე, წარმოდგენილ უფლებამოსილების განხორციელებისათვის ხარჯების ანაზღაურების ნუსხას (დანართი №4) ცვლილებებით ან უცვლელად გადასცემს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურს, რომელიც შემდგომ ახდენს ნუსხის მიხედვით ანაზღაურებას.
მუხლი 5
საკრებულოს წევრს, რომელიც არ გამოცხადდება საკრებულოს კომისიისა და საკრებულოს სხდომაზე, იმ თვეში არ აუნაზღაურდება ცალკეული დავალებების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ზღვრული ოდენობა.
მუხლი 6
ამ წესში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა შესაძლებელია განხორციელდეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, საერთო წესის საფუძველზე.
დანართი №2
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის წევრის მიერ კომისიის სხდომებზე დასწრებისა და საკითხების შესასწავლად გაწეულ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ნუსხა
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს ––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– კომისია წარმოგიდგენთ კომისიის წევრების კომისიის სხდომებზე დასწრებისა და საკითხების შესასწავლად გაწეულ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ნუსხას:
(20–––––– წლის –––––––––––––––––– თვე)
| № |
კომისიის წევრის გვარი, სახელი
| სხდომებზე დასწრება | განსახილველ საკითხებში მონაწილეობა | გასაცემი თანხა | ||
| სხდომათა რაოდენობა | დასწრების რაოდენობა | უნდა შეესწავლა საკითხი | შეისწავლა საკითხი | |||
| 1 |
|
|
|
|
|
|
| 2 |
|
|
|
|
|
|
| 3 |
|
|
|
|
|
|
| 4 |
|
|
|
|
|
|
| 5 |
|
|
|
|
|
|
კომისიის თავმჯდომარე: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(სახელი, გვარი, ხელმოწერა)
შენიშვნა: ნუსხის წარდგენა ხდება შესრულებული სამუშაოს მიხედვით.
დანართი №3
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის საკრებულოს სხდომებზე
დასწრებისა და საკითხების შესასწავლად გაწეულ საქმიანობასთან
დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ნუსხა
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
წარმოგიდგენთ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების საკრებულოს სხდომებზე დასწრებისა და საკითხების შესასწავლად გაწეულ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ნუსხას.
(20––––––– წელი ––––––––––––––– თვე)
|
№ |
საკრებულოს წევრის სახელი და გვარი
|
სხდომებზე დასწრება | განსახილველ საკითხებში მონაწილეობა
| გასაცემი თანხა | ||
| სხდომათა რაოდენობა | დასწრების რაოდენობა | უნდა შეესწავლა საკითხი | შეისწავლა საკითხი | |||
| 1 |
|
|
|
|
|
|
| 2 |
|
|
|
|
|
|
| 3 |
|
|
|
|
|
|
| 4 |
|
|
|
|
|
|
| 5 |
|
|
|
|
|
|
| 6 |
|
|
|
|
|
|
| 7 |
|
|
|
|
|
|
ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე: –––––––––––––––––––––––––––––
(სახელი, გვარი, ხელმოწერა)
შენიშვნა: ნუსხის წარდგენა ხდება შესრულებული სამუშაოს მიხედვით.
დანართი N4
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების ნუსხა
20–––––––– წელი ––––––––––––––––– თვე)
| № | საკრებულოს წევრის გვარი, სახელი | მისაღები თანხის რაოდენობა |
| ||
| კომისიიდან | საკრებულოდან | სულ | |||
| 1 |
|
|
|
| |
| 2 |
|
|
|
| |
| 3 |
|
|
|
| |
| 4 |
|
|
|
| |
| 5 |
|
|
|
| |
| 6 |
|
|
|
| |
| 7 |
|
|
|
| |
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე: ––––––––––––––––––––––––––––––––––
(სახელი, გვარი, ხელმოწერა)
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები