აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების შესახებ

  • Word
აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები ს.ს. ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი
მიღების თარიღი 25/02/2011
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110228029, 28/02/2011
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
0
25/02/2011
ვებგვერდი, 110228029, 28/02/2011
აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების შესახებ
ს.ს. ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი

განცხადება 

სს „ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ

გაცნობებთ, რომ 2011 წლის 21 მარტს 12.00 საათზე ჩატარდება სს „ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრება შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, წერეთლის გამზ. 2 (ეროვნული სტადიონის ადმინისტრაციის ოფისი).

საერთო კრება ჩატარდება შემდეგი დღის წესრიგით:

1.        2010 წლის შედეგების მიმოხილვა.

2.        საზოგადოების ზოგი ვალდებულების კაპიტალიზაციის საკითხის განხილვა.

3.        კაპიტალიზაციის განხორციელებისთვის კაპიტალში შესატანი მოთხოვნების შესაბამისი თანხის ოდენობის 1 ლარის ნომინალის მქონე ჩვეულებრივი აქციების გამოშვება.

4.        აქციონერების უპირატესი შესყიდვის უფლების გამოყენებაზე გადაწყვეტილების მიღება.

 

საერთო კრების სააღრიცხვო დღედ დადგენილია 2011 წლის 7 მარტი. სააღრიცხვო დღის მდგომარეობით, საერთო კრებაში მონაწილეობის უფლების და აქციონერების განკარგულებაში არსებული ხმების რაოდენობის შემოწმება და აქციონერთა რეესტრიდან ამონაწერის მიღება შეგიძლიათ სს „კავკასრეესტრში”, მისამართზე: ი. ჭავჭავაძის გამზ. №74ა, ტელეფონი: 220718.

აქციონერების რეგისტრაცია იწარმოებს 2011 წლის 21 მარტს 11.00 საათიდან საერთო კრების ჩატარების მისამართზე. რეგისტრაციის მიზნით აუცილებელია თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და, წარმომადგენლობის შემთხვევაში, მინდობილობა.

გთხოვთ უზრუნველყოთ უფლებამოსილი წარმომადგენლის დასწრება.

 

სს „ბორის პაიჭაძის სახელობის

ეროვნული სტადიონის”

გენ. დირექტორი                                                           . შახოვი