„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მოსამსახურეთა სპეციალური წოდებისათვის განაკვეთის, კვების ულუფის ფინანსური კომპენსაციის და ერთჯერადი ფულადი დახმარებების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 27 ნოემბრის №780 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 106
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 25/02/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110228018, 28/02/2011
სარეგისტრაციო კოდი 190040000.22.033.016136
  • Word
106
25/02/2011
ვებგვერდი, 110228018, 28/02/2011
190040000.22.033.016136
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მოსამსახურეთა სპეციალური წოდებისათვის განაკვეთის, კვების ულუფის ფინანსური კომპენსაციის და ერთჯერადი ფულადი დახმარებების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 27 ნოემბრის №780 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება 106

2011 წლი25 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მოსამსახურეთა სპეციალური წოდებისათვის განაკვეთის, კვების ულუფის ფინანსური კომპენსაციის და ერთჯერადი ფულადი დახმარებების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 27 ნოემბრის №780 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მოსამსახურეთა სპეციალური წოდებისათვის განაკვეთის, კვების ულუფის ფინანსური კომპენსაციის და ერთჯერადი ფულადი დახმარებების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 27 ნოემბრის №780 ბრძანების (სსმ III, 30.11.2009, №147, მუხლი 1728) პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. დაუწესდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სისტემის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებს სახელმწიფო სპეციალური ან/და სამხედრო წოდებით ნამსახურები კალენდარული წლების მიხედვით ხელფასზე ყოველთვიური პროცენტული (სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდებით წელთა ნამსახურობის) დანამატი შემდეგი ოდენობით:

ა) 1-დან 2 წლამდე – 5%;

ბ) 2-დან 5 წლამდე – 10%;

გ) 5-დან 10 წლამდე – 15%;

დ) 10 წელი და მეტი – 20%.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. ბაინდურაშვილი