დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2010 წლის 29 დეკემბრის №15/56 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3/22 |
| დოკუმენტის მიმღები | თვითმმართველი ქალაქი ფოთი |
| მიღების თარიღი | 24/02/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110228016, 10/03/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 06/10/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.111.016064 |
თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს
დადგენილება №3/22
2011 წლის 24 თებერვალი
ქ. ფოთი
„თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2010 წლის 29 დეკემბრის №15/56 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 38-ე მუხლის მე-7 ქვეპუნქტის, 44-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად:
მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილებები „თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2010 წლის 29 დეკემბრის №15/56 დადგენილებაში (სსმ 10/01/2011 ), კერძოდ:
1. დადგენილების დანართი 1-ის „თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის დებულების“ მე-2 მუხლის მე-8 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტს საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობის მთლიანი ან ნაწილობრივი დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობის მშენებლობის მთლიანი ან ნაწილობრივი შეჩერების და დემონტაჟის, უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოების შესახებ სამართალდამრღვევის დაჯარიმების თაობაზე;“.
2. დადგენილების დანართი 1-ის „თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის დებულების“ მე-2 მუხლის მე-8 პუნქტს დაემატოს ,,ი’’ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტს მშენებარე ობიექტის კონსერვაციის წესებისა და პირობების დარღვევასთან დაკავშირებით სამართალდამრღვევის დაჯარიმების შესახებ’’.
3. დადგენილების დანართი 1-ის „თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის დებულების“ მე-2 მუხლს დაემატოს „81“ პუნქტი შემდეგი რედაქციით: „81. სამსახური თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერს საკრებულოს თავმჯდომარისთვის წარსადგენად უმზადებს „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის III თავით და 22-ე-30-ე მუხლებით გათვალისწინებული ფუნქციების, უფლებამოსილებების განხორციელებასთან დაკავშირებულ ყველა დოკუმენტაციას და ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტებს, ხოლო შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს გამოსცემს თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე“.
4. დადგენილების დანართი 1-ის „თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის დებულების“ მე-2 მუხლს დაემატოს 23-ე პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,23. უზრუნველყოფს მშენებარე და რეკონსტრუქციაში მყოფი ლანდშაფტური და მცირე არქიტექტურული ფორმების ინსპექტირებას’’.
მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ი. საღინაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები